რას შეიცავს ფუროტალგინი
– აქტიური შემადგენელი ნაწილები: ნიტროფურალი (ნიტროფურალ) 2.5 მგ, ტეტრაკაინის ჰიდროქლორიდი (ტეტრაცაინე ჰყდროცჰლორიდე) 31.25 მგ, ფენაზონი (ფენაზონე) 87.5 მგ ხსნარის 1 მლ-ში.
– სხვა შემადგენელი ნაწილი – გლიცეროლი.
როგორ გამოიყურება ფუროტალგინი და რას შეიცავს შეფუთვა
გამჭვირვალე, ყვითელი სითხე მომწვანო ელფერით, სუნის გარეშე.
პირველადი შეფუთვა
პრეპარატის 5 მლ მოთავსებულია ყავისფერი მინისაგან დამზადებულ მრგვალ ფლაკონში.
ფლაკონი დახუფულია ხრახნიანი თალფაქით საწვეთელათი.
პრეპარატის 5 მლ მოთავსებულია პოლიპროპილენის მრგვალ ფლაკონში. ფლაკონს აქვს საწვეთელა და დახუფულია “პილფერპრუფის” ტიპის თალფაქით.
მეორეული შეფუთვა
1 (ერთი) ფლაკონი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
რა არის ფუროტალგინი და რისთვის გამოიყენება ის?
ფუროტალგინი ანტიმიკრობული ,კომბინირებული სამკურნალო პრეპარატია, ანთებასაწინააღმდეგო და ტკივილის გასაყუჩებელი მოქმედებით. გამოიყენება სასმენი მილისა და შუა ყურის მწვავე ანთებითი პროცესის შემთხვევაში.
რა არის გასათვალისწინებელი ფუროტალგინი გამოყენების დაწყებამდე
არ გამოიყენოთ ფუროტალგინი:
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) აქტიური (ნიტროფურალი, ტეტრაკაინი, ფენაზონი) ან დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- მკურნალი ექიმი ფუროტალგინს არ დაგინიშნავთ, თუ დაზიანებული გაქვთ დაფის აბკი ან ყურის ინფექცია გამოწვეულია სოკოთი (ოტომიკოზი).
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
უცილობლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, მაშინაც კი, თუ ეს პრეპარატები ურეცეპტოდ გაიცემა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფუროტალგინი ინიშნება ექიმის შეფასების შემდეგ.
თუ ორსულად ხართ, ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ გამოიყენება ფუროტალგინი?
ფუროტალგინი ყოველთვის გამოიყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ნებისმიერი ეჭვის წარმოქმნისას მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.
ფუროტალგინი ყურში ჩასაწვეთებელი პრეპარატია. არ ჩაიწვეთოთ ის ცხვირსა და თვალებში! არ დალიოთ!
გამოიყენეთ წვეთები სასმენი მილის გაწმენდის შემდეგ. გადაწიეთ თავი ისე, რომ წვეთები ყურში რამდენიმე წუთი დარჩეს, შემდეგ კი ჩაიდეთ ყურში ბამბა. გამოყენებამდე აუცილებელია ხსნარის გათბობა სხეულის ტემპერატურამდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული უსიამოვნო კონტაქტი ცივ წვეთებთან.
დოზა:
მოზრდმლები და 3 წელზე უფროსი ბავშვები: 6-10 წვეთი 3-4-ჯერ დღეში.
3 წლამდე ასაკის ბავშვები: 3-4 წვეთი 2-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ადგენს მკურნალი ექიმი, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა.
თუ ფუროტალგინის გამოყენებული დოზა საჭიროს აღემატება
ფუროტალგინის სწორი გამოყენებისას მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ არ მოიპოვება.
თუ ფუროტალგინის ერთი ჩაწვეთება გამოტოვეთ
არ გამოიყენოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.
პრეპარატის გამოყენებასთან ნებისმიერი დამატებითი კითხვით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოქმედება
ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ფუროტალგინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი.
შესაძლებელია ალერგიული რეაქცია, რომელიც გამოიხატება სასმენი მილის გაღიზიანებაში ან სიწითლეში.
თუ რომელიმე აღწერილი გვერდითი ეფექტი სერიოზული ხდება ან პრეპარატის გამოყენებისას გამოვლინდება სხვა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც ამ ფურცელ-ჩანართში აღწერილი არ არის, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფუროტალგინის შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ორიგინალური შეფუთვით, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, 250ჩ-მდე ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
დაუშვებელია ფუროტალგინის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ფუროტალგინის გამოყენება შეიძლება 1 თვის განმავლობაში ფლაკონის გახსნიდან.
არ შეიძლება წამლის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგვისათვის განკუთვნილ კონტეინერში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა განადგურდეს ის წამლები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ასეთი ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით)