Plasmon
ჯი 3 (ნატუროპათი) / G 3 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: GUNA
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30 მლ დოზატორით
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

G 3-ის შემადგენლობაში ორი სუისორგანული და ორი კლასიკური
ჰომეოპათიური კომპონენტი შედის. Ovarium და Corpus Luteum-ის
ერთობლივი გამოყენება ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემის რეგულაციაში
ძირითად როლს ასრულებს, ამასთან გვერდითი ეფექტები
და უკუჩვენებები არ აღინიშნება.
Ovarium + Corpus Luteum-ის კომბინაცია შესაძლოა დავახასიათოთ,
როგორც ესტროგენ-პროჟესტინების (Ovarium-ი ესტროგენების და
პროჟესტერონის, ხოლო Corpus Luteum – პროჟესტერონის უსაზღვროდ
მცირე დოზებს შეიცავს) გრადუირებული, პოტენცირებული
კომპლექსი. გამოიყენება საკვერცხეების ნებისმიერი ფუნქციური
დარღვევების დროს.
Pulsatilla – რეპროდუქციული ასაკის ისეთი ქალური ბიოტიპის ჰომეოპათიური
კომპონენტებია, რომლებიც ხასიათდებიან ციკლო-
თიმიური კონსტიტუციით და ემოციური არასტაბილურობით,
მათ უყვართ, როდესაც ანებივრებენ~. Pulsatilla იმ ქალების ჰომეოპა-
თიური საშუალებაა, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპოთალამური
რეგულაციის დისფუნქციები, მოქმედებს ჰიპოფიზის ფუნქციაზე.
მითითებულ პაციენტებში ხშირია ფოლიკულმასტიმულირებელი
ჰორმონის და მალუთეინიზებელი ჰორმონის რეცეპტორული და
რაოდენობრივი დარღვევები. პრეპარატი ეფექტურია ნეიროვეგეტატიური
სიმპტომების დისბალანსის დროს და ასევე იმ ქალებში,
რომლებსაც აღენიშნებათ ცნს-ის და სიმპათიკური ნერვული სისტემის
მხრივ დარღვევები.
Kalium Carbonicum სასარგებლოა არა მარტო ჰიპოფიზის და საკვერცხეების 
ფუნქციური რეგულაციის, არამედ ლორწოვან გარსებზე
მნიშვნელოვანი ზემოქმედების თვალსაზრისითაც.
იგი ეფექტურია მენორაგიების, მეტრორაგიების, საშვილოსნოს
დაწევის დროს.
 
შემადგენლობა
Ovarium D8/D12/D30, Corpus luteum D8/D12/D30, Pulsatilla D6/D8/
D30, Kalium Carbonicum 6CH, 30CH.
 
ჩვენებები
მენარქეს ფუნქციური დარღვევები, სქესობრივი მომწიფების ფაზების
ფუნქციური დარღვევები.
სტრესით, არასწორი კვებით, გადამეტებული სპორტული ვარჯი-
შით განპირობებული მეორადი ამენორეა.
ოვულაციის რეგულაცია საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის
მქონე ქალებში.
მენსტრუალური დარღვევები, რომლებიც გონადური რილიზინგფაქტორების
უკმარისობითაა გამოწვეული.
ადიუვენტური თერაპია ქალებში აკნეს მკურნალობის დროს.
ჰიპერტრიქოზი საკვერცხეების მიკროკისტოზის დროს.
 
შეფუთვა, დოზირება
ფლაკონი 30 მლ მოცულობის, დოზატორით. წვეთები პერორალური
მიღებისათვის. იწყება დღეში ორჯერ 5 წვეთით, შემდგომში ყოველდღიურად
იზრდება 1 წვეთით 10 წვეთამდე სამჯერ დღეში
სად შევიძინოთ?