Plasmon
გამალიზინი / GAMALIZIN


შემადგენლობა

გამალიზინის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ლიზინოპრილს
დამხმარე ნივთიერებებს:
ლაქტოზა, სახამებელი, პოლოვინილპიროლიდონი მაგნიუმის სტეარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები
გამალიზინი წარმოადგენს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს. იგი თრგუნავს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, რის გამოც მცირდება ამ უკანასკნელის სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება და ალდოსტერონის სეკრეცია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ. პრეპარატის მოქმედების ფონზე მცირდება პერიფერიული სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობა, გულზე პრე- და პოსტდატვირთვა, რის გამოც ქვეითდება როგორც სისტემური არტერიული წნევა, ასევე წნევა სისხლმიმოქცევის მცირე წრეში.

ჩვენებები
გამალიზინი გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, სიმპტომური არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები
არტერიული ჰიპერტონიის დროს პრეპარატი ინიშნება 10 მგ ერთხელ დღეში. არასაკმარისად გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტის დროს დოზა იზრდება 20-40 მგმდე (იშვიათად - 80 მგ-მდე). გულის ქრონიკული უკმარისობის დროს საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს, შემანარჩუნებელი დოზა - 5-20 მგ-ს. ავადმყოფებში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, თირკმელების უკმარისობით, რენოვასკულური ჰიპერტონიით, ასევე ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ დიურეზული საშუალებებს, პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ყურადღების კონცენტრაციაზე

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, მშრალი ხველა. იშვიათად - ორტოსტატული ჰიპოტენზია, ასთენია, ალერგიული გენეზის გამონაყარი კანზე, ტაქიკარდია, ტკივილი მუცელში, დიარეა, პირის სიმშრალე. ცალკეულ შემთხვევაში: კვინკეს შეშუპება, ხასიათის ლაბილურობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკალიემია, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლში, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობის შემცირება. აღწერილია თირკმლების მწვავე უკმარისობის, ართრალგიის, მიალგიის და ცხელების ცალკეული შემთხვევები.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; - თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები; - თირკმელის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით; - მდგომარეობა თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ; - აზოტემია; - ჰიპერკალიემია; - პირველადი ალდოსტერონიზმი; - აორტის სტენოზი და სისხლმიმოქცევის ანალოგიური დაბრკოლება; - კვინკეს შეშუპება; - ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი ავდმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ასევე ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ სალურეზულ საშუალებებს და ანტიდეპრესანტებს. შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის დაქვეითება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას. კალიუმისშემნახველ დიურეზულებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება. პრეპარატის და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას ქვეითდება ლითიუმის გამოყოფა ორგანიზმიდან.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები და ვადა:ოთახის ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა _ 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
არ მიიღოთ პრეპარატი გარეგნული დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში
გაცემის წესი ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით)

სად შევიძინოთ?