Garcinia Cambogia წარმოადგენს მარადმწვანე ტროპიკულ მცენარეს, რომლის ნაყოფის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქსი ლიმონმჟავა (HCA) გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული თერმოგენული ეფექტით. ის სტრუქტურულად მსგავსია უჯრედში სინთეზირებული ლიმონმჟავის, რის გამოც კონკურენტულად აინჰიბირებს აცეტილ CoA-წარმოქმნის პროცესს, შედეგად ქვეითდება ენდოგენური ცხიმოვანი მჟავების, ტრიგლიცერიდების, ქოლესტერინის სინთეზი (40-70%-ით მცირდება ცხიმების პროდუცირება) და მათი დეპონირება ადიპოციტებში. ამავდოულად არ ირღვევა ენერგიის გამომუშავება უჯრედში და არ იცვლება ნახშირწყლების ნორმალური დონე სისხლში. სისხლში გლუკოზის დონის შენარჩუნების გამო არ ხდება ჰიპოთალამუსიდან მადის სტიმულაცია და საკვების მიღეისას მალე ყალიბდება დანაყრების შეგრძნება.
ჰიდროქსი ლიმონმჟავას ზემოქმედებით გააქტივებული ფერმენტები აძლიერებენ მიტოქონდრიაში ცხიმოვანი მჟავების მობილიზაციას და იქ მათ დაჟანგვას.
ჰიდროქსი ლიმონმჟავა დადებით გავლენას ახდენს გუნება განწყობილებაზე,რაც აიხსნება მისი დადებითი გავლენით სეროტონინის დონეზე
1.აქვეითებს მადას
2.თრგუნავს ცხიმის წარმოქმნას და დაგროვებას
3.ამაღლებს გუნება განწყობაილებას
4.თერმოგენული ეფექტი აქტივდება ღამის განმავლობაშიც.
ჩვენებები:
ჭარბი წონა
ათეროსკლეროზი
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
ძილის ობსტრუქციული აპნოე
ოსტეოართროზი
მიიღება თითო კაფსულა დღეში 2 ჯერ , ჭამამდე 30 წუთით ადრე, ან ჭამის დროს.
სასურველი შედეგის მისაღებად პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას დაბალ კალორიული , ბალანსირებული კვებისა და ფიზიკური აქტივობის ფონზე.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ხანგრძლივი მიღება სასურველია ხდებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
სიფრთხილით გაოიყენება; დიაბეტიანებში,რადგან შაქრის მარეგულირებელ პრეპარატებთან პარალელურად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს შაქრის დონე სისხლში; ტკივილგამაყუჩებელი და ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღებისას, რადგან გავლენას ახდენს სეროტონინის დონეზე; გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიისას, სტატინებით და ანტიარითმიული პრეპარატებით მკურნალობისას.
როგორც წესი პრეპარატი გადაიტანება კარგად , გვერდითი ეფექტების გარეშე. ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს მცირედ გამოხატული თავის ტკივილი,თავბრუ, პირის სიმშრალე, ღებინება , დიარეა.
არ შეიცავს: გლუტეინს, რძის დერივატებს, ლაქტოზას, გმკ, ხელოვნირ საღებავებს, კონსერვანტებს, შაქარს.
შენახვის პირობები : პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250Cტამპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე, წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.