Plasmon
გასტრიტოლი პასტილები / Gastritol

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Bolder Artsneimittel GmbH
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: პასტილა #20
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, შეიცავს დამატკბობელს

 

შემადგენლობა: სამკურნალო მელისას (ბარამბო) ფოთლების ექსტრაქტი. (Melissa officinalis leaf (L) - D/E 3-5:1); ძირტკბილას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Liquorique root); სამკურნალო გვირილას ყვავილის ექსტრაქტი  (Chamomilla recutita Flowers - D/E 19-26:1); კოჭას ( ჯანჯაფილი) ფესვების ექსტრაქტი (Zingiber officinalis - Rhizome - D/E 3-5:1). დამატკბობელი სუკრალოზა; არომატიზატორი: პიტნის ზეთი,  შემავსებელი: გუმიარაბიკი;  გასუფთავებული წყალი.

  

აქტიური ნივთიერებების სარეკომენდაციო დღიური  დოზა

1 პასტილა

(1 გ)

3 პასტილა

       (3 გ)

 

სამკურნალო მელისას (ბარამბო) ფოთლების  ექსტრაქტი

 

15,2 მგ

 

45,6 მგ

ძირტკბილას ფესვების მშრალი ექსტრაქტი

 

15,2 მგ

 

45,6 მგ

სამკურნალო გვირილას ყვავილის ექსტრაქტი (მთელი  რიცხვი)

 

7,2 მგ

 

21,6 მგ

კოჭას ( ჯანჯაფილი)  ფესვების  ექსტრაქტი

 

1 მგ

 

3 მგ

 

გამოშვების ფორმა: საწუწნი პასტილები

 

აღწერა და თვისებები:

სამკურნალო გვირილას ყვავილის ექსტრაქტის ძირითადი კომპონენტია, ალფა-ბისაბოლოლი, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ალფა ბისაბოლილი აინჰიბირებს ფერმენტ ციკლოოქისგენაზას, შესაბამისად, არ წარმოიქმნება პათოლოგიური ცოგ-2 და 5-ლიპოქსიგენაზა, რომლებიც პასუხისმგებელნი ანთების საწინააღმდეგო მედიატორების (პროსტაგლანდინების, პროსტაციკლინების, თრომბოქსანისა და ლეიკოტრიენების) გამომუშავებაზე. მატრიცინი, რომელის თავის მხრივ შეიცავს ქამაზულენს და ახასიათებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტზე მიორელაქსაციური მოქმედება და გამოიყენება  კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების დროს, მათ შორის მეტეორიზმი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის  ანთება, დიარეა, კოლიკა, გულისრევა, ღებინება.

ძირტკბილას ფესვების მშრალი ექსტრაქტის მთავარი კომპონენტია გლიცირიზინის მჟავა,  რომელსაც აქვს ანტიმიკრობული, ანტისეკრეტორული და ლორწოვანი გარსის სწრაფი ეპითელიზაციის უნარი.

გლიცირიზინის მჟავა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის  წყლულოვანი დაავადებების დროს ახდენს მომატებული მარილმჟავას

სეკრეციის ნორმალიზებას, რადგან ზრდის მუცინურ-ბიკარბონატული ნაერთების გამომუშავებას.

მუცინი იცავს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსს ჰელიკობაქტერია პილორის აგრესიული ზემოქმედებისაგან, ხოლო ბიკარბონატები ანეიტრალებენ მაღალ მჟავიანობას კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში.

გლიცირიზინი,ს მჟავას ახასიათებს ანტიპეპსინური მოქმედება, ასევე  ზრდის სეროტონინისა და პროსტაგლანდინების სინთეზს  კუჭში, რაც ამცირებს მისი ლორწოვანი გარსის  ანთებას

მელისას (ბარამბო) ფოთლების ექსტრაქტი შეიცავს როზმარინის მჟავას,  რომელსაც გააჩნია ნაღვლმდენი, სპაზოლიზური, ანტიმიკრობული და ანტიქოსიდანტური მოქმედება.  როზმარინის მჟავას აქვს:  ქოლერიტული  და  ქოლეკინეტიკური მოქმედება. ქოლერიტული მოქმედებით, როზმარინის მჟავა  ასტიმულირებს ნაღვლისა და ნაღვლის მჟავების სინთეზს ნაღვლის ბუშტში, ხოლო ქოლეკინეტიკური მოქმედებით ასტიმულირებს სანაღვლე გზების მოტორულ ფუნქციას და ამით ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას. ქოლერიტული უნარით გასტრიტოლის პასტილა ზრდის ნაღვლის გადინებას სანაღვლე გზების მეშვეობით, რაც ხელს უშლის აღმავალი ინფექციის განვითარებას, შესაბამისად მცირდება ანთებითი პროცესი. ამ უნარით გასტრიტოლის პასტილა, (ზრდის რა ნაღვლის მჟავების შემცველობას ნაღველში) ამცირებს ქოლესტერინის შემცველი კენჭების წარმოქმნის შესაძლებლობას.

კოჭას ფესვის ექსტრაქტი შეიცავს ჯინჯეროლს, რომელსაც გააჩნია კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მარეგულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება და ეწინააღმდეგება აირების წარმოქმნას. ჯინჯეროლი ნაწლავებში წარმოქმნილ აირის ბუშტუკებს შლის და ხელს უშლის ახალი ბუშტუკების წარმოქმნას. კოჭა- (ჯანჯაფილი) ეფექტური საშუალებაა გულისრევის დროს, მათ შორის ორსულთა ტოქსიკოზის და ქიმიოთერაპიის შემთხვევაში.  მცენარის ერთ-ერთი მთავარი თვისება არის მადისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის   მოტორული ფუნქციის სტიმულირება, ასევე გამოიყენება კუჭში სიმძიმის შეგრძნებისა, მეტეორიზმის და გულისრევის სამკურნალოდ.

 

გამოყენების ჩვენებები:
გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების კომლექსურ თერაპიაში, ტკივილი კუჭის არეში,  ჭამის შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნება, უკონტროლო შიმშილის, მადის დაქვეითების, გულისრევის  ( მათ შორის ორსულებსა და ქიმიოთერაპიის შემდგომ პერიოდში) და დისკომფორტის, კოლიკების,     მეტეორიზმის და დეფეკაციის დარღვევისას. ქოლეცისტიტისა და ქოლანგიტების დროს. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დასაცავად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური  ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.

 

რეკომენდებული დღიური დოზა:
მოზრდილები - 1 პასტილა 3-ჯერ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად, ან მიიღეთ 1 პასტილა,  საჭმლის მომნელებელი პროცესის დარღვევასთან დაკავშირებული სიმპტომების გამოჩენისთანავე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

 

მკურნალობის სარეკომენდაციო კურსი შეადგენს  3-4 კვირას.

გამოყენებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

 

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა  რომელიმე კომპონენტის  მიმართ.

  

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

 

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

 

შეფუთვა: 10 პასტილა ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში. 

სად შევიძინოთ?