ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

გენციდო 5% - ველედა

Gencydo 5%

დაწერეთ პირველი კომენტარი
III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 5% 1მლ საინექციო ხსნარი ამპულა #8
მწარმოებელი: ველედა (გერმანია)

აქტიური ნივთიერებები:

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბანერი დეტალები

აღწერა

შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს: 
აქტიური სუბსტანციები: ლიმონის (Citrus limon) წვენი 40-60 მგ (შეესაბამება 3,25 გ ნაყოფის მჟავებს, ლიმონმჟავაზე გაანგარიშებით) / კომშის (Cydonia oblonga) ნედლი ნაყოფის წყლიანი ექსტრაქტი (1:2,1) 30 მგ.
სხვა ინგრედიენტები: ნატრიუმის ქლორიდი, საინიექციო წყალი.

ჩვენებები
ალერგიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა, განსაკუთრებით სასუნთქი გზების დაავადებები: თივის ცხელება, ალერგიული სურდო, ექსუდაციური დიათეზი.

მიღების წესები და დოზები
ბავშვებში 10-დან 14 წლამდე გამოიყენება 1%-იანი კონცენტრაცია; მოზარდებში 14 წლის ასაკს ზევით _ 1% და 5%-იანი კონცენტრაცია.
ინიექციისთვის: პროფილაქტიკური ფაზა: თითო ამპულა 1-2-ჯერ კვირაში კანქვეშ საინიექციოდ (იწყებენ უმცირესი კონცენტრაციით, იანვარ-თებერვალში); სამკურნალო ფაზა: დღეში 1 ინიექციამდე კანქვეშ (როცა დაავადების სიმპტომები გამოვლინდება, გადადიან უფრო მაღალ კონცენტრაციაზე).
კანქვეშა ინიექცია კეთდება კეფის მიდამოში ან მკლავის გარე ზედაპირზე.
ინჰალაციისთვის: 1-2 მლ ხსნარი 1-2-ჯერ დღეში, ინჰალატორის გამოყენებით.
1-დან 10 წლამდე ბავშვებში ინიექციების ნაცვლად მიმართავენ ინჰალაციას. ბავშვმა იმდენჯერ უნდა შეისუნთქოს, რამდენი წლისაც არის. 10 წლის ასაკს ზემოთ ბავშვებსა და მოზარდებში მწვავე სტადიებში ინიექციებთან ერთად დამატებით ინჰალაციის გამოყენებაც შეიძლება.

კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!

დაწერეთ კომენტარი

იმპორტიორი საქართველოში

ველედა

ველედა

თბილისი, გამსახურდიას გამზ.45
ბანერი დეტალები 2
სად შევიძინოთ? ბანერი წერტილი