Nuk
გენგიგელი პერიო სპრეი / Gengigel Perio spray


კომბინირებული პირის ღრუს სპრეი, რომელიც შეიცავს მაღალმოლეკულურ ჰიალურონის მჟავას და 0.2% ქლორჰექსიდინს.

 

მოქმედი ნივთიერება:
ჰიალურონის მჟავა (სოდიუმ ჰიალურონატის სახით) . . . . . . . . . . . . . 0.05%
ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .0.2%
 
გენგიგელი პერიოს პროდუქცია შეიცავს ACC (Anti -Colour Complex) კომპლექს. ACC კომპლექსი ხელს უშლის კბილის ემალის ფერის ცვლილებას, რომელიც გამოწვეულია ქლორჰექსიდინის შემცველი პროდუქტების გამოყენებით.
 
ძირითადი კომპონენტები:
მაღალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა -  ჯანმრთელი ღრძილის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეუცვლელი ელემენტია და უზრუნველყოფს მის სტაბილურობას და ელასტიურობას. ჰიალურონის მჟავა მოქმედებს როგორც  მიკროორგანიზმებისგან დამცავი ბარიერი და შესაბამისად ამცირებს პაროდონტის დაავადებების განვითარების რისკს.  ღრძილის ანთებითი მდგომარეობებისა და ტრავმების დროს ქსოვილის მოთხოვნილება ჰიალურონის მჟავას მიმართ მნიშვნელოვნად იზრდება (≈200%-მდე საწყის დონესთან შეადრებით), რაც ადასტურებს მის მნიშვნელოვნ როლს უჯრედული ციკლის რეგულაციასა და ქსოვილის ადგილობრივი რეგენერაციის ოპტიმიზაციაში. ჰიალურონის მჟავა მოქმედებს ფიბრობლასტების გადაადგილებაზე და ფიბროგენეზზე, რაც განაპირობებს დაზიანებული ქსოვილის სწრაფ რეგენერაციას.
ქლორჰექსიდინი 0.2% - ფართო სპექტრის ანტისეპტიკი, ეფექტურია გრამ+, გრამ- ბაქტერიების, ვირუსების და სოკოს წინააღმდეგ. ხელს უშლის ნადების წარმოქმნას.
ასკორბილ პალმიტატი: ავლენს ანტიჰიალურონიდაზას მოქმედებას, უზრუნველყოფს ჰიალურონის მჟავას მდგრადობას.  PVA და PVP: ხელს უწყობენ დამცავი აპკის წარმოქმნას

 

გამოიყენება:
ღრძილის ანთება (გინგივიტი, პაროდონტიტი)
ქირურგიული ჩარევის შემდგომ (კბილის ექსტრაქცია, იმპლანტაცია, ქირურგიული მანიპულაციები)
ღრძილის დაზიანება ორთოდონტული და ორთოპედიული კონსტრუქციებით
 
გამოყენების წესი:
პირის ღრუს სტანდარტული ჰიგიენის შემდეგ, სპრეი შეაშხურეთ  დაზიანებულ ადგილას დღეში 2-3 ჯერ.   სასურველია  გამოიყენოთ 14 დღის განმავლობაში. თუ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს უფრო დიდხანს ან გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები, მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს.

 

გაფრთხილებები: არ გადაყლაპოთ. არ შეიშხუროთ თვალებში ან ყურებში. თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს. არ გამოიყენოთ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ  ინსტრუქციაში მითითებულზე მეტი ხნის განმავლობაში სტომატოლოგთან კონსულტაციის გარეშე. მოარიდეთ სინათლის ან სითბოს წყაროებს.
 

სად შევიძინოთ?