- სექსუალური დისფუნქციის აღმდგენი საშუალება.
- წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები
შემადგენლობა:
ჯუჯა პალმა, ჟენშენი, მუირა პუამა, L- კარნიტინი, L- არგინინი, თუთია, ვიტ. C.
მოქმედების მექანიზმი:
გენისავი მასში შემავალი ნივთიერებების საშუალებით დადებითად მოქმედებს და აწესრიგებს ცხოვრების არაჯანსაღი წესის, გარემო ფაქტორების, ზედმეტი სტრესის , ცუდი ძილით გამოწვეულ სექსუალურ დისფუნქციას. რომელიც იწვევს ერექციის შემციერებას ან არარსებობას.
გენისავი ხელს უწყობს კავერნოზული სხეულების სისხლით ნორმალურ მომარაგებას,რომელიც ირღვევა ზემოთ აღნიშნული ფაქტორებით და შესაბამისად იზღუდება ნორმალური ერექცია.სწორედ გენისავი ეხმარება ამ პრობლემის ბუნებრივი გზით მოგვარებაში.
გენისავი მდიდარია C ვიტამინით რომელიც აუცილებელია ენერგიის ნორმალური წარმოქმნის მეტაბოლიზმისთვის და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
გენისავი მდიდარია თუთიით, რომელიც აუცილებელი მინერალია სისხლში ნორმალური ტესტოსტერონის დონის შესანარჩუნებლად და ეს მნიშვნელოვანია ძირითადად მამაკაცის ჰორმონებისათვის.
მდიდარია L- კარნიტინით და L-არგინინით - რომლრბიც მოქმედებენ როგორც მატონიზირებელი საშუალება ფიზიკური და ფსიქიკური დაღლილობის საწინააღმდეგოდ რაც დღეს დღეობით ძალიან ხშირია.
ჯუჯა პალმა- რომელსაც აქვს რელაქსაციის ეფექტი,ხელს უწყობს პროსტატის სწორად მუშაობას,რაც მნიშვნელოვანია სპერმის წარმოქნისთვის.
ჟენშენი- გამოირჩევა მატონიზირებელი ეფექტით,რაც მეტ ენერგიას ნიშნავს იგი ეხმარება სტრესთან ბრძოლაში.
მუირა პუამა(Ptychopetalum olacoides) - მუირა პუამა გამოიყენება სექსუალური დისუნქციის თავიდან ასაცილებლად და სექსუალური აქტივობისადმი ინტერესის გასაზრდელად (როგორც აფროდიზიაკი). იგი ასევე გამოიყენება როგორც ზოგადი მატონიზირებელი და მადის მასტიმულირებელი საშუალება.
გარდა ამისა გენისავი ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტების წყალობით ასტიმულირებს აზოტის ოქსიდის გამოყოფას,რომელიც იწვევს ვაზოდილატაციას და შესაბამისად უკეთეს ერექციას.
რეკომენდირებული კოველდღიური დოზირება:
1 შემოგარსული ტაბლეტი ერთჯერადად სექსუალურ აქტამდე 2 საათით ადრე.
მკურნალობის მიზნით: 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში .
მკურნალობის პერიოდი განსაზღვრულია ექიმის დანიშნულების მიხედვით!
ყურადღება, პროდუქტი არ უნდა იქნეს გამოყენებული დიეტის დროს!
პრეპერატის მიღების პერიოდში მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება, ცხოვრების ჯანსაღი წესი!
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მოარიდეთ ბავშვებს.
შენახვის წესი და პირობები:
ინახება გრილ მშრალ მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 15C გრადუსიდან 25C გრადუს ტემპერატურაზე.
შეფუთვა: N30 ტაბ. ბლისტერზე
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)