გეომინი / GEOMIN
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- გამოშვების ფორმა: 500მგ კაფსულა #20
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
გააქტივებული კლინოპტილოლითი -- 0,5გ;
ჩვენებები
რეკომენდირებულია მისაღებად ორგანიზმის იმუნური სიტემის ფუნქციური მდგომარეობის დაქვეითებისა და გადაღლილობის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად და ამ სისტემის დაავადებების გადატანის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდში. გააჩნია ანტისტრესული და ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: პერორალურად 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა კლინოპტილოლითის მიმართ.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
ინახება სინათლისაგან დაცულ, მშრალ და გრილ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ