Plasmon
გესტალი DHA / Gestalys DHA


შემადგენლობა

მზესუმზირის ზეთი, სოიოს ლეციტინი, სურნელოვანი როზმარინი, ტოკოფეროლი, საკვები ჟელატინი, გლიცერინი, ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი), ლიპოფერი (პიროფოსფატური რკინა, სახამებელი, სოიოს ლეციტინი). რკინის ფუმარატი, ცხიმოვანი მჟავების მონო და დიგლიცერიდები, ნიკოტინამიდი (В3), ემულსიები: სოიოს ლეციტინი, თუთიის ოქსიდი, 30% ბეტა კაროტინი-სიმინდის ზეთზე დამზადებული. ტოკოფეროლი და დ-ალფა ტოკოფეროლი (ბუნებრივი Е ვიტამინი) - მზესუმზირის ზეთზე. საღებავები: რკინის ოქსიდი ( Е172), ალუმინის და კალიუმის სილიკატები ( Е555), კალციუმი დ-პანტენოლი, ციანკობალამინი 0.1%, პირიდოქსინის ქლორიდი (ვიტამინი В6) , სპილენძის სულფატი, კალციუმის ფტორიდი, რიბოფლავინი (ვიტამინი В2), მონონიტრატული თიამინი ( В1 ვიტამინი), ფოლიუმის მჟავა, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)-პალმის ცხიმზე. კალიუმის იოდიდი, ფოსფატურ კალციუმზე დამზადებული ბიოტინი. სელენი, ვიტამინი К1. 
გამოყენების წესი: Gestalys DHA - ის მიღებას არ გააჩნია შეზღუდვები, ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება ცელიაკიის დროს.

ჩვენებები
მცენარეული DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა) - ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც გამომუშავდება მიკრო წყალმცენარეების ფერმენტებით. იგი წარმოადგენს უჯრედული მემბრანის ძირითად ნაწილს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის დროს ნაყოფის სრულფასოვანი განვითარებისათვის. 
ლიპოსომური რკინა მნიშვნელოვანი კომპონენტია ჰემოგლობინის სინთეზისათვის, მისი ნაკლებობა იწვევს ანემიას და ერითროციტების ნაკლებობას. ფეხმძიმობის დროს რკინის მოთხოვნილება იზრდება, რაც დაკავშირებულია ჟანგბადის მიწოდებასთან. 
პიროფოსფატური რკინა მიიღება ლიპოსომური ტექნოლოგიით, არ იწვევს კუჭ-ნაწლავის სისტემის გაღიზიანებას. 
სხვა კომპონენტები

 ვიტამინები
В ჯგუფის ვიტამინებიხელს უწყობენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმს. მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისათვის.
ბეტა კაროტინიА ვიტამინის წინამორბედი, რომელიც მონაწილეობს უჯრედულ დიფერენცირებაში და სხვადასხვა ქსოვილის ჩამოყალიბებაში.
Е ვიტამინიგააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს უჯრედებს და ქსოვილებს თავისუფალი რადიკალებისგან.
С ვიტამინიზრდის რკინის ათვისებას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კოლაგენის სინთეზში და იმუნიტეტის ზრდაში, გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები და მონაწილეობს ფოლიუმის მჟავის აქტივაციაში.
Д3 ვიტამინიახდენს კალციუმის და ფოსფორის სტიმულირებას, არეგულირებს ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას და ჩონჩხის ჩამოყალიბებას.
К ვიტამინიხელს უწყობს სისხლის კოაგულაციას, მონაწილეობს ძვლოვან დიფერენცირებაში.
 მიკროელემენტები
სელენიეთერული ოლოგომინერალი E ვიტამინთან ერთად ძლიერი ანტიოქსიდანტია
იოდიაუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნისთვის, ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისთვის.
ფტორიიცავს დედის ორგანიზმს კარიესისგან და მონაწილეობს ჩანასახოვანი კბილების ჩამოყალიბებაში.
თუთიამონაწილეობს ფერმენტების წარმოქმნაში, ხელს უწყოს იმუნური სისტემის და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ჩამოყალიბებას.
სპილენძიშედის მნიშვნელოვანი ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ რესპირატორულ ჯაჭვში, ერითროციტების სინთეზში და ხრტილების ჩამოყალიბებაში.
 ჰომოცისტეინის კონტროლი
ფოლიუმის მჟავაВ6 და В12 ვიტამინებთან კომბინაციაში, იგი აუცილებელია ჰომოცისტეინის კონტროლისთვის სისხლის დონეზე. ჰომოცისტეინი – ამინოოქსიდია, რომლის მაღალი კონცენტრაცია იწვევს სისხლძარღვოვან უკმარისობას, რაც დაუშვებელია ფეხმძიმობის დროს. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ნაყოფის განვითარების ანომალიების თავიდან აცილებისთვის.
В12 ვიტამინიფოლიუმის მჟავასა და В6 ვიტამინთან ერთად ხელს 
უწყობს სისხლში ჰომოცისტეინის დონის შემცირებას. მონაწილეობს ერითროციტების სინთეზში
В6 ვიტამინიმონაწილეობს ამინომჟავების მეტაბოლიზმში.

უკუჩვენება
პრეპარატი არ იწვევს არავითარ უარყოფით რეაქციას.

ორსულობა და ლაქტაცია
Gestalys DHA ასევე აუცილებელია ლაქტაციის დროს.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, სადაც ტემპერატურა არ აღემატება +25°С. მიიღეთ დანიშნული დოზა. მოარიდეთ ბავშვებს.
საკვები დანამატები არ ცვლის ვარირებულ და დაბალანსებულ დიეტას და ჯანსაღ ცხოვრების წესს.

სად შევიძინოთ?