შემადგენლობა
ამპულები: 2 მლ შეიცავს: Ginkgo biloba D4-ის 2 მლ ხსნარს, HAB-ის 4ა და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა) დამხმარე ნივთიერებები:
საინექციო წყალი, NaCl
წვეთები: 10 მლ Ginkcobakehl-ი შეიცავს: 10 მლ Ginkgo biloba D4 განზავებულ ხსნარს HAB-ის 4ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, 62.4% ეთანოლი
ჩვენება
– ცირკულატორული დარღვევები (არტერიული და პერიფერიული)
– ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება
– სისუსტე და დაღლილობა
თვისებები
უკვე 300 მილიონი წელია, რაც ხე გინკგო (Ginkgo biloba) დედამიწაზე
იზრდება. თავისი სიცოცხლისუნარიანობით და გამძლეობით
ცნობილი ამ მცენარის სამშობლოა აზია. ქრისტეს დაბადებამდე
ჯერ კიდევ 3000 წლის წინ ჩინელებმა გინკგოს ხისაგან მიიღეს წამალი,
რომელსაც, გადმოცემის თანახმად, ხანშიშესულ ასაკთან
დაკავშირებულ ჩივილებთან და დაავადებებთან ბრძოლისათვის
იყენებდნენ. Ginkgobakehl-ზე საუბრის დროს იგულისხმება
პრეპარატი, რომელიც HAB-ის წესების მიხედვითაა დამზადებული.
Gnkgo biloba-ს პრეპარატების ჰომეოპათიური მომზადებისათვის
არსებობს სპეციალური მონოგრაფია HAB.
მიღების წესი და დოზირება
ინექცია: შეჰყავთ ყოველდღიურად 2 მლ ინტრამუსკულურად, ინტრავენურად, კანქვეშ ან კანში დასალევად: მწვავე მდგომარეობისას - მიიღება 5 წვეთი ყოველ ნახევარ ან ერთ საათში ერთხელ, არაუმეტეს 6-ჯერ დღეში.
ქრონიკულ მიმდინარეობის დროს: მიიღება 5 წვეთი დღეში 1-3 ჯერ, საკვების მიღებამდე.
გვერდითი მოქმედებები
Ginkgobakehl-ის შეყვანის შემდეგ ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა
ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ტემპერატურა, თავის
ტკივილები ან კანის ალერგიული რეაქციები. ამას გარდა, არსებობს
ძალიან იშვიათი მონაცემები ხანგრძლივი მიღების დროს
განვითარებული სისხლდენის შესახებ, რომლის გამოვლენას და
გინკგო-პრეპარატების მიღებას შორის მიზეზობრივი კავშირი დადასტურებული არ არის
უკუჩვენებები
არ გამოიყენება Ginkgo biloba-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული
არ არის, ორსულობის მომდევნო ვადები, ძუძუთი კვება,
ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს.
ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
შეიძლება გაძლიერდეს ანტიკოაგულაციური პრეპარატების ეფექტი
გამოშვების ფორმები
2.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
წვეთები 10 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში