შემადგენლობა
1 აბი შეიცავს: გინკო ბილობას ექსტრაქტი 60 მგ.; DMAE (დიმეთილამინოეთანოლი) 20 მგ.; Mg 50 მგ.
მოქმედების მექანიზმი:
გინკო ბილობას ექსტრაქტი - სისხლძარღვთა გამაფართოებელი: ვაზოდილატაციური ეფექტი ვლინდება მიღებიდან 1 საათში და განპირობებულია Ca2+ დამოკიდებული K+ არხების აქტივაციით და პროსტაციკლინის გამოყოფით. ნორმაში მოჰყავს თანაფარდობა NO-ს და ენდოთელინ-1-ს შორის. სეროტონინზე მოქმედება: მნიშვნელოვნად ზრდის სეროტონინის ათვისებას (მაგრამ არა დოფამინის) თავის ტვინის ქერქში. აგრესიის საწინააღმდეგო მოქმედება მიიღწევა 5HT 2A რეცეპტორებზე მოქმედებით. კორტიკოსტერონზე მოქმედება: შეუძლია კორტიკოსტერონის კონცენტრაციის მოდერაცია. ქოლინერგული ეფექტი: ზრდის ჰიპოკამპში აცეტილქოლინის მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს მის ურთიერთქმედებას მუსკარინულ რეცეპტორებთან. მიტოქონდრიული ფუნქციის სტაბილიზაცია და დაცვა: მნიშვნელოვანია სხვადასხვა წარმოშობის დემენციის მქონე პაციენტების მკურნალობაში.
DMAE(დიმეთილამინოეთანოლი) - აძლიერებს ლიპოფუსცინის გამოდევნას ნეირონებიდან, თავის ტვინში ზრდის რნმ-ის კონცენტრაციას, ხელს უწყობს ქოლინის კუმულაციას და აცეტილქოლინის კონცენტრაციის ზრდას თავის ტვინში აფერხებს რა ქოლინის მეტაბოლიზმს პერიფერიულ ქსოვილებში, კონკურენტულად ხელს უშლის თავისუფალი ქოლინის მიერ ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გადალახვას და ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზსს.
Mg - მონაწილეობს კუნთების მოდუნებაში და აწესრიგებს ნერვულ ფუნქციას. მისი ნაკლებობა იწვევს კუნთების უნებლიე კრუნჩხვით შეკუმშვას.
ჩვენება
ჯანმრთელი პირები: ზრდის აქტიური ყურადღების ხანგრძლივობას და კონცენტრაციის უნარს. მიღებიდან 1 საათში მნიშვნელოვნად უმჯობესდება „მეხსიერების ხარისხი“ და „ყურადღების დაძაბვა“. ეფექტი გრძელდება 4 საათი. დემენცია და მეხსიერების პრობლემები: 6-12 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს სხვადასხვა გენეზის მსუბუქი და საშუალო კოგნიტური დარღვევის და ნებისმიერი ხარისხით გამოხატული დემენციის მქონე პირებში. 6 კვირაზე ნაკლები ხანგრძლივობის მკურნალობა არ იძლევა გამოხატულ შედეგს. უმჯობესდება არა მარტო კოგნიტური ფუნქციები, არამედ განწყობა. ანტიქოლინესთერაზული საშუალებების ჩანაცვლება: გინკო ბილობას ექსტრაქტის მიღებისას ალცჰაიმერის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დემენციის მკურნალობაში ავლენს მეორე თაობის ქოლინესთერაზას მაინჰიბირებელი საშუალებების (დონეზეპილი, რივასტიგმინი, მეტრიფონატი) ექვივალენტურ ეფექტურობას.
Commission E რეკომენდაციას უწევს გინკო ბილობას სტანდარტიზებული ექსტრაქტის გამოყენებას დემენციური სინდრომების შემდეგი ტიპების დროს: სისხლძარღვოვანი, პირველადად დეგენერაციული და შერეული. გაფანტული სკლეროზი: 12 კვირის განმავლობაში მიღებისას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს. ეფექტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ღრმა კოგნიტური დარღვევის მქონე პირებში. შიზოფრენია (დამხმარე საშუალება): 12 კვირის განმავლობაში კლოზაპინთან კომბინაციაში მიღებისას ზრდის სამკურნალო საშუალების ეფექტურობას და ამცირებს მის გვერდით მოვლენებს ქრონიკული, მკურნალობისადმი რეზისტენტული შიზოფრენიის მქონე პაციენტებში. ცერებრული იშემია: იცავს ქსოვილებს იშემია/რეპერფუზიული დაზიანებისგან. ეფექტი განსაკუთრებით გამოხატულია პროფილაქტიკური გამოყენებისას. მწვავე იშემიური ინსულტი: მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ინსულტის შემდგომ მდგომარეობას. მენოპაუზის შემდგომი პერიოდი ქალებში: 1 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ყურადღებას, მეხსიერებას და უზრუნველჰყოფს მენტალურ სტაბილობას. სექსუალური დისფუნქცია: პაციენტთა 84%-ში აწესრიგებს ანტიდეპრესიული საშუალებებით გამოწვეულ სექსუალურ დისფუნქციას. დადებითად მოქმედებს სექსუალური პასუხის ციკლის ოთხივე ფაზაზე ქალების 91%-ში, ხოლო მამაკაცების 76%-ში.
Federal Drug Administration (FDA) რეკომენდაციას უწევს გინკო ბილობას ექსტრაქტის გამოყენებას ერექციული დისფუნქციების დროს.
ორგაზმის განცდასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ქალების 47%-ში ჩატარებული მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის ორგაზმის განცდის ალბათობას და მის სიხშირეს.
მოზარდებში ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტივობის ზრდის კონცენტრაციის ხანგრძლივობას, ზრდის ინტელექტურ აქტივობას, ამცირებს აგრესიას და 70%-ით აუმჯობესებს დასწავლის უნარს. დაუნის სინდრომი: აუმჯობესებს მენტალურ და ქცევით აქტივობას. შაკიკი: კომბინაციაში Mg-თან 42%-ით ამცირებს შაკიკის შეტევების სიხშირეს. ასევე, მნიშვნელოვნად მცირდება შეტევის ხანგრძლივობა.
გვერდითი მოვლენები
არ ახასიათებს.
ტოქსიკურობა
რეკომენდებული დოზა არ არის ტოქსიკური.
უკუჩვენება
არ ინიშნება ორსულობის პერიოდში და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან
გინკო ბილობას ექსტრაქტი ქოლინერგულ საშუალებებთან კომბინაციაში ზრდის მათ აქტივობას. ანტიდეპრესიულ საშუალებებთან კომბინაციაში აუმჯობესებს მათ მიერ გამოწვეულ სექსუალურ დისფუნქციას და ძილის ხარისხს.
მიღების წესი და დოზირება
1 აბი 1-ჯერ დღეში. დღიური დოზის კორექცია რეკომენდებულია ექიმთან შეთანხმებით.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.