Plasmon
გლიკლამეტი / GLICLAMET


ფარმაკოლოგიური თვისებები
სულფონილშარდოვანა და ბიგუანიდი მოქმედებენ ერთმანეთის დანამატების სახით, მათი ფარმაკოლოგიური ჯგუფებისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების გაზრდის გარეშე
გლიკლაზიდი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ერთჯერადად 80 მგ-ის მიღების შემდეგ სისხლში T max- მიიღწევა დაახლოებით 4 სთ-ში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 94,2%. გლიკლაზიდი მეტაბოლიზირდება ღვიძლში და წარმოიქმნება 8 მეტაბოლიტი. გამოიყოფა ძირითადად თირკმლების საშუალებით მეტაბოლიტების სახით, 1%-ზე ნაკლები – შარდთან ერთად შეუცვლელი სახით. ნახევარდაშლის პერიოდი – 12 სთ.
• გლიკლამეტი ასტიმულირებს პანკრეასის ბეტა-უჯრედების მიერ ინსულინის გამომუშავებასა და გლუკოზის ინსულინსეკრეტორულ მოქმედებას (ბეტა-უჯრედების მგრძნობელობიოს მომატებას გლუკოზისადმი)
• გლიკლამეტი ამცირებს საკვების მიღებასა და ინსულინის სეკრეციას შორის დროის შუალედს. 
• გლიკლამეტი აძლიერებს პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ასტიმულირებს უჯრედშიგა ფერმენტების (მათ შორის გლიკოგენ-სინთეტაზას) აქტივობას, 
გლიკლამეტი აღადგენს ინსულინის სეკრეციის ადრეულ პიკს, ანუ უპირატესად მოქმედებს ინსულინის სეკრეციის ადრეულ ფაზაზე და არ იწვევს ჰიპერინსულინემიას. (სულფონილშარდოვანას წარმოებული სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით), 
• გლიკლამეტი ამცირებს თრომბოციტების ადჰეზიასა და აგრეგაციას, აძლიერებს სისხლძარღვთა ფიბრინოლიზურ აქტივობას, არეგულირებს სისხლძარღვების კედლების გამტარობას და აფერხებს მიკროთრომბოზისა და ათეროსკლეროზის განვითარებას, 
• გლიკლამეტი ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარებას არაპროლიფერაციულ სტადიაზე. 
• გლიკლამეტის ხანგრძლივი მიღებისას დიაბეტური ნეფროპათიის დროს მცირდება პროტეინურია. 
მეტფორმინი – ბიგუანიდების ჯგუფის წარმომადგენელი 
მეტფორმინის მოქმედების მექანიზმი განსხვავდება სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედების მექანიზმისგან.მეტფორმინი არ ზრდის ინსულინის სინთეზს, როგორც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს, ისე ჯანმრთელ პირებში; ამიტომაც, არ იწვევს ჰიპოგლიკემიას და ჰიპერინსულინემიას. 
პლაზმაში ბაზალური და პოსტპრანდიალური გლუკოზის დონის შემცირებით აუმჯობესებს გლუკოზისადმი ტოლერანტობას. 
• ღვიძლში გლუკონეოგენეზის დათრგუნვით, ამცირებს გლუკოზის დონეს;
• გლუკოზის პერიფერიული უტილიზაციის გაზრდით , ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას;
• აქვეითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნახშირწყლების შეწოვის პროცესს 
• დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე, აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს, 
• დადებითად მოქმედებს ფიბრინოლიზური სისტემის აქტივობაზე
ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, მეტფორმინით– როგორც პირველი რიგის არჩევის პრეპარატით მკურნალობისას, დამტკიცდა დიაბეტით განპირობებული გართულებების სიხშირის დაქვეითება . პრეპარატი არ იწვევს წონის მატებას.

ჩვენებები
ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II), სიმსუქნით ან სიმსუქნის გარეშე.

მიღების წესები და დოზები
დოზირება: ინდივიდუალურია და ადგენს ექიმი. 
საშუალოდ, 1-2 აბი ჭამის დროს ერთხელ ან ორჯერ დღეში, მაქსიმალური-4 აბი დღის განმავლობაში. დოზის კორექცია ხდება ყოველ 2 კვირაში ექიმის მიერ.
სიფრთხილის ზომები და გაფრთხილება: 
დასაწყისისთვის განსაზღვრეთ კომბინირებული პრაპარატის დოზები სისხლისა და შარდის გლუკოზის დონეების მიხედვით პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულის რევა, ერითემა, თრომბოციტოპენია, ანემია, გამონაყარი კანზე, ქავილი,ჰიპონატრიემია.

უკუჩვენება
• ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ტიპი I),
• დიაბეტური პრეკომა და კომა
• კეტოაციდოზი
• მომატებული მგრძნობელობა გლიკლამეტის რომელიმე კომპონენტის მიმართ

განსაკუთრებული მითითებები
მიკონაზოლის და ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური კომა. კორტიკოსტეროიდებთან ერთად პრეპარატის დანიშვნის დროს შეიძლება განვითარდეს კეტოაციდოზი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შარდდმდენ საშუალებებს, ბარბიტურატებს, რიფამპიცინს, კორტიკოსტეროიდებს, ესტროგენებს და სუფთა პროჟესტოგენებს შეუძლიათ გლიკემური კონტროლის შემცირება. მისი ჰიპოგლიკემური ქმედება შეიძლება გაძლიერდეს სალიცილატების, ფენილბუტაზონის, სულფონამიდების, ბეტა-ბლოკატორების, კლოფიბრული მჟავას, ვიტამინ K ანტაგონისტის, ალოპურინოლის, თეოფილინისა და MAO ინჰიბიტორების მიერ. გლიკლაზიდთან ერთად მიკონაზოლის ან ციმეტიდინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.

სად შევიძინოთ?