Plasmon
გოლდ რეი / GOLD RAY


წამლის ფორმა: რბილი ჟელატინის კაფსულები.
აღწერილობა: კაფსულის გარსი: მუქი ვარდისფერიდან მოვარდისფრო-ყავისფრამდე შეფერილობის. კაფსულის შიგთავსი: ყავისფერ-წითელი რბილი მასა მოყვითალო ელფერით.

შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: 
ნატურალური ფუტკრის რძე (ლიოფილი¬ზატი HAD 5,8%)   1000 მგ 
ბეტა-კაროტინი (ვიტამინ A-ს პროვიტამინი)  2500 სე 
ხორბლის ღივების ზეთი  500 მგ
ნივრის ფხვნილი 100 მგ 

დამხმარე ნივთიერებები: 
ეთილვანილინი, სოიოს ლე¬ციტინი 45%, ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი (ტიპი I),  ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი (ტიპი II).

ფარმაკოლოგიური თვისებები
გოლდ რეი წარმოადგენს რაციონალურად შერჩეულ აქტი¬ური ნივთიერებების კომპლექსს, რომელიც ორგანიზმს ეხმარება ფუნქციონალური შესაძლებლობების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში. პრეპარატში შემავალი კომპონენტები დადე-ბით და ეფექტურ გავლენას ახდენენ, როგორც ორგანიზმის საერთო მდგომარეო-ბაზე (ზრდიან ემოციური და ფიზი¬კური დატვირთვის მიმართ ამტანობას), ასევე, მისი ცალკეული ორგანოებისა და სისტემების ფუნქციებზეც. 
ნატურალური ფუტკრის რძე მდიდარია ორგანიზმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, ცილებითა და ამინო-მჟავებით. მისი გამოყენება ასტიმულირებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, ახდენს რეპროდუქციუ¬ლი ფუნქციის ნორმალიზებას მამაკაცებსა და ქალებში, ზრდის სექსუალურ აქტივობას. ფუტკრის რძე ხელს უწყობს ძილის მოწეს-რიგებას, აღმოფხვრავს შფოთვის, მოუსვენრობის შეგრძნებას. გააჩნია იმუნომო-დულაციური ეფექტი. ფუტკრის რძის შემადგენლობაში შემავალი კოლაგენი ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს და ამცირებს სახსრების დეგენერაციულ ცვლილებებს. გააჩნია მცირედ გამოხატული ანტიბაქტერიული ეფექტი. 
ბეტა-კაროტინი წარმოადგენს ვიტამინ A-ს პროვიტამინს. მისი ვიტამინ A-დ გარდაქმნა ხდება ღვიძლში დაჟანგვის შედეგად. იგი დადებით ზემოქმედებას ახდენს მხედველობის ორგანოზე. აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციასთან ბრძო-ლაში. ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებების, მათ შო-რის გაციების, მიმართ. გამოიყენება პრაქტიკულად კანის ყველა დაავადების სამკურნალოდ. წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს და სიმსივნურ დაავადებათა საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალებას. ბეტა-კაროტინის ანტიოქსიდან-ტური მოქმედება მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულ-სისხლძარღვთა დაავადე-ბების და მათი გართულებების თავიდან აცილების თვალსაზრისით. ზრდის “სა-სარგებლო” ქოლესტერინის შემცველობას სისხლში. 
ხორბლის ღივების ზეთი ვიტამინ E-ს წყაროა და წარმოადგენს ძლიერ ანტიო-ქსიდანტს. ვიტამინი E იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანე-ბელი მოქმედებისაგან, რითაც ხელს უშლის უჯრედების დაბერების პროცესს, აფერხებს სიბერის ლაქების განვითარებას. ხელს უწყობს ვიტამინ A-ს ათვისებას და იცავს მას დაჟანგვისაგან, აფერხებს თრომბების წარმოქმნას, გააჩნია ან-ტიკანცეროგენული მოქმედება. გარდა ამისა, ვიტამინი E ხორბლის ღივების ზეთის სხვა კომპონენტებთან ერთად კომპლექსში იცავს სისხლძარღვთა კედლებს ათე-როსკლეროზული დაზიანებისაგან; კურნავს სექსუალურ დისფუნქციას, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. 
ნივრის ფხვნილი, რომელიც დამზადებულია სპეციალური ტექნო¬ლოგიით, იწვევს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში, აფერხებს თრომბების წარმოქმნას, ხელს უწყობს მომატებული არტერიული წნევის ნორმალიზაბას, გააჩნია ანტიკან-ცეროგენული მოქმედება, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ბა-ქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ.

გამოყენების ჩვენებები
- გადაღლა, გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება;
- აღდგენითი პერიოდი გადატანილი ინფექციური დაავადებების, ოპერაციული ჩა-რევების, ტრავმების, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ;
- ფიზიკური შესაძლებლობების სტიმულაცია (მაგ., სპორტსმენებში);
- კლიმაქტერული პერიოდი;
- უნაყოფობა;
- პოტენციის დაქვეითება;
- არაბალანსირებული კვება;
- სახსრების დეგენერაციული დაავადებები;
- კანის დაავადებები;
- მხედველობის დარღვევები;
- ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენ-ტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება
ბავშვებში 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებში ინიშნება თითო კაფსულა დღე-ღამეში ერთხელ, ჭამის დროს ან ჭამის დამთავრებისთანავე. 

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღება დღის მეორე ნახევარში რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოქმედება
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი ეფექტები გამ-ოვლენილი არ არის. 

გამოშვების ფორმა
კაფსულები; 10 ცალი/2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგი¬ლას არაუმეტეს 300ჩ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა
III ჯგუფი ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?