გრანექსი / Granex
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია → საშუალებები ფერიმჭამელების მკურნალობისათვის
- მწარმოებელი კომპანია: კატალისის
- მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
- გამოშვების ფორმა: აეროზოლი 50მლ ფლაკონი # 1
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
ალოე ვერა,გლიცირიზინის მჟავა, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, წყალი.
ჩვენებები:
• აკნე
• ფერიმჭამელები
• კომედონები
• შავი და თეთრი მუწუკები
• კანის დეფექტები
პრეპარატ “გრანექსი”-ს ერთერთი ძირითადი ინგრედიენტი – ალოე ვერა- უძველესი დროიდან ფასობდა თავისი სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებების გამო. მისი ეს თვისებები კი დღეს უკვე თანამედროვე მედიცინის კვლევებითაა დამტკიცებული და ამასვე ადასტურებს ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიცაა აშშ-ს სამკურნალო პრეპარატებისა და საკვები პროდუქტების კონტროლის სააგენტო (FDA).
მეორე ძირითადი ინგრედიენტი,რომელიც პრეპარატ “გრანექსი”-ს შემადგენლობაში შედის, გლიცირიზინის მჟავაა - ნივთიერება, რომელიც შესწავლილია როგორც კოსმეტიკურ საშუალებათა, ისე ფარმაცევტული პრეპარატებისა და კვებითი დანამატების სფეროში. მისი ანტიოქსიდანტური მოქმედება ძალიან ეფექტურია ნებისმიერი ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისას.
• ალოე ვერა შეიცავს:
ვიტამინები: A, C ,D,E და B12.
ფერმენტები: ბრადიკინაზა-ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
მინერალური ნაერთები:
შეიცავს 20-ზე მეტ მინერალურ ნივთიერებას, მათშორის ზოგიერთი შეუცვლელია სხვადასხვა ფერმენტული სისტე¬მების მოქმედებისათვის.