შემადგენლობა 10 მლ შეიცავს: Grifola frondosa D5-ის 10 მლ ხსნარს, HAB-ის
5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
ჩვენება
იმუნოსტიმულაცია, მარტივი ჰერპესი და სარტყლისებრი ლიქენი თვისებები სოკო Grifola frondosa (იაპონიაში MaiTake-ს უწოდებენ) მისთვის დამახასიათებელი გამაჯანსაღებელი თვისებებისგამო ადაპტოგენს
წარმოადგენს. ის გამომწვევი მიზეზის მიუხედავად არეგულირებს ზოგად მდგომარეობას. გარდა ამისა, იაპონიაში ჩატარებულმა კვლევებმა MaiTake-ის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება დაადასტურა, რომელიც გაძლიერებულ უჯრედულ იმუნიტეტზე იყო დამყარებული. დადასტურდა მისი ჰიპოტენზიური მოქმედება და სისხლში შაქრის დონის დაქვეითების უნარი. ამ მექანიზმზე დამყარებულია ასევე მისი ანტივირუსული ეფექტი. პრეპარატის ეფექტურობისათვის გადამწყვეტია ექსტრაქტის დამზადება როგორც სოკოს მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ნაწილებისაგან ისე, როგორც წარმოდგენილია Grifokehl-ში.
მიღების წესი და დოზირება
დასალევად:
მიიღება 10 წვეთი საკვების მიღებამდე, დღეში ერთხელ
შესაზელად:
ა) შეიზილება დღეში ერთხელ 5-10 წვეთი მტკივნეულ ადგილას ან იდაყვის ფოსოში
ბ) საინექციო (პარენტერული) მკურნალობის დროს იმ დღეებში, როდესაც ინექციები დანიშნული არ არის, შეიზილება კვირაში 2-ჯერ, 5-10 წვეთი
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში