შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Grifola frondosa D5-ის 1 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5ბ და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდი
ჩვენება
იმუნოსტიმულაცია, მარტივი ჰერპესი და სარტყლისებრი ლიქენი
თვისებები
სოკო Grifola frondosa (იაპონიაში MaiTake-ს უწოდებენ) მისთვის დამახასიათებელი გამაჯანსაღებელი თვისებებისგამო ადაპტოგენს წარმოადგენს. ის გამომწვევი მიზეზის მიუხედავად არეგულირებს
ზოგად მდგომარეობას. გარდა ამისა, იაპონიაში ჩატარებულმა კვლევებმა MaiTake-ის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება დაადასტურა, რომელიც გაძლიერებულ უჯრედულ იმუნიტეტზე იყო დამყარებული. დადასტურდა მისი ჰიპოტენზიური მოქმედება და სისხლში შაქრის დონის დაქვეითების უნარი. ამ მექანიზმზე დამყარებულია
ასევე მისი ანტივირუსული ეფექტი. პრეპარატის ეფექტურობისათვის გადამწყვეტია ექსტრაქტის დამზადება როგორც
სოკოს მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ნაწილებისაგან ისე, როგორც წარმოდგენილია Grifokehl-ში.
მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ 1 მლ კვირაში 2-ჯერ ინტრამუსკულურად, კანქვეშ ან ინტრავენურად
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები ცნობილი არ არის
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში