Plasmon
გრიპფერონი / gripferon


სამკურნალწამლო ფორმა

ნაზალური წვეთები

 

შემადგენლობა

1მლ პრეპარატი შეიცავს:
ადამიანის რეკომბინანტული ინტერფერონი ალფა-2ბ, არანაკლებ 10000სე.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტივირუსული საშუალება. იმუნომოდულატორი.

ციტოკინი

აღწერა

გამჭვირვალე უფერო ან ღია ყვითელი ხსნარი.

ათქ კოდი

L03AB05

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

პრეპარატს ახასიათებს იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო და ვირუსსაწინააღმდეგო მოქმედება.

 

ფარმაკოკინეტიკა

ინტრანაზალური გამოყენებისას სისხლში მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია აღმოჩენის ზღვარზე მეტად დაბალია (ინტერფერონი ალფა-2ბ-ს აღმოჩენის ზღვარი 1-2სე/მლ) და არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა.

 

ჩვენება

გრიპის  და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში.

 

უკუჩვენება

ინტერფერონების და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.

ალერგიული დაავადებების მძიმე ფორმები

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

გრიპფერონის გამოყენება დასაშვებია ორსულობის მთელი პერიოდის დროს შესაბამის ასაკობრივი დოზით.

 

გამოყენების მეთოდი და დოზირება

დაავადების პირველი ნიშნებისას გრიპფერონი გამოიყენება 5 დღის განმავლობაში:

•  0-1 წლის ასაკში 1 წვეთი თითო ნესტოში 5-ჯერ დღეში (ერთჯერადი დოზა 1000სე, სადღეღამისო დოზა 5000სე)

• 1-3 წლის ასაკში 2 წვეთი თითო ნესტოში 3-4-ჯერ დღეში (ერთჯერადი დოზა 2000სე, სადღეღამისო დოზა 6000-8000სე)

• 3-14 წლის ასაკში 2 წვეთი თითო ნესტოში 4-5-ჯერ დღეში (ერთჯერადი დოზა 2000სე, სადღეღამისო დოზა 8000-10000სე)

• მოზრდილებში 3 წ9ვეთი თითო ნესტოში 5-6-ჯერ დღეში (ერთჯერადი დოზა 3000სე, სადღეღამისო დოზა 15000-18000სე)

 

მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების და გრიპის პროფილაქტიკისთვის:

• ავადმყოფთან კონტაქტისას და/ან გადაციებისას პრეპარატს იწვეთებენ ერთჯერადი ასაკობრივი დოზით 2-ჯერ დღეში. აუცილებლობისას პროფილაქტიკი კურსებს იმეორებენ;

• ავადობის სეზონური მომატებისას პრეპარატს იწვეთებენ ასაკობრივი დოზით დილით 24-48 საათში ერთხელ.

ყოველი ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებულია ცხვირის ფრთების მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში ცხვირის ღრუში პრეპარატის თანაბარი განაწილებისთვის.

 

გვერდითი მოქმედება

ალერგიული რეაქციები

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ინტრანაზალური სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებების გრიფერონთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ეს იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის დამატებით გამოშრობას.

 

გამოშვების ფორმა

ნაზალური წვეთები 10000სე/მლ. 5 ან 10მლ პლასტმასის ფლაკონში წვეთოვანი დოზატორით. ყოველ ფლაკონს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

 

ვარგისიანობის ვადა

2 წელი. გახსნილი ფლაკონი ინახება არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში.

გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

შენახვის პირობები

2-8°C  ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე.

 

სად შევიძინოთ?