Plasmon
გუნა-კაფ (ნატუროპათი) / GUNA-COUGH (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: GUNA
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

სიროფი Guna-Cough ხველების სამკურნალო ძირითადი პრეპარატია.
Guna-Cough სასუნთქი გზების ქვედა, შუა და ზედა ნაწილებში
ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებაა, ავლენს ანტისპაზმურ
და ანტისეპტიკურ ეფექტს და უზრუნველყოფს დრენაჟულ
და მუკოლიზურ ეფექტს.
Materia Medica-ს თანახმად პრეპარატის ცალკეული კომპონენტები
ეფექტურია მშრალი (Drosera, Sticta, Thymus vulgaris) და არაპროდუქციული
(Tartarus stibiatus, Coccus cacti) ხველების დროს; ხასიათდება
შესამჩნევი დამარბილებელი ეფექტით (Ceratria islandica,
Plantago major, Althaea officinalis); მოქმედებს სპაზმურ კომპონენტზე
(Drosera, Cuprum aceticum, Thymus vulgaris); ავლენს მუკოლიზურ
მოქმედებას (Thymus vulgaris, Althaea officinalis).
 
შემადგენლობა
Drosera D1 1.0g, Sticta pulmonaria D4 0.2g, Echinacea angustifolia
D1 1.0g, Thymus vulgaris D1 2.0g, Bryonia alba D6 0.2g, Cuprum
aceticum D8 0.2g, Althaea officinalis D1 1.0g, Plantago major D1
1.0g, Cetraria islandica D4 0.2g, Tartarus stibiatus D8 0.2g, Coccus
cacti D6 0.2g
 
დამხმარე ნივთიერებები
57.98 გ საქაროზას სიროფი; 0.1 გ ნატრიუმის მეთილპარაბენზოატი;
0.02 გ ნატრიუმის პროპილპარაბენზოატი, ლიმონმჟავა პH-ის
4-6-ზე შესანარჩუნებლად, წყალი 100 გ-მდე განზავებისათვის.
 
ჩვენებები
ხველება. ადიუვანტური თერაპია მწვავე და ქრონიკული ტრაქეობრონქიტის,
გაციებისა და გრიპის დროს.
 
შეფუთვა, დოზირება
ფლაკონი 125 მლ მოცულობის, საზომი კოვზით (პერორალური
მიღებისათვის). სტანდარტული დოზირება: მოზრდილები და 12
წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 5 მლ მოცულობის ორი ჩაის კოვზი,
5-6-ჯერ დღეში.
ბავშვები: 5 მლ მოცულობის ერთი ჩაის კოვზი, 2-4-ჯერ დღეში.

 

სად შევიძინოთ?