Plasmon
გუნა-ფლუ (Omeogriphi ) (ნატუროპათი) / GUNA-FLU (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: GUNA
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

GUNA-Flu – არჩევის პრეპარატია
გრიპის პროფილაქტიკის და მკურნალობის დროს. 
განსაკუთრებით საინტერესოა GUNA-Flu-ს
ჰომეოფარმაკოლოგიური სტრუქტურა, იგი მოქმედებს როგორც
იმუნოსტიმულატორი და როგორც გრიპის სიმპტომების სამკურნალო პრეპარატი.
1. იმუნური სტიმულაცია მიიღწევა სამმაგი ეფექტით:
– Anas barbariae (გულისა და ღვიძლის აუტოლიზატი) – კომპლექსური
ორგანული კომპონენტი, რომელიც იხვი ბარბარიას გულის
და ღვიძლისგან არის მიღებული. ეს ფრინველი გრიპის ვირუსის
საბოლოო ბიოლოგიური მასპინძელია. აღნიშნული კომპონენტი ასტიმულირებს
ციტოტოქსიურ თ-ლიმფოციტებს, ბუნებრივ ქილერ
უჯრედებს (NK - ნატურალ კილლერ ცელლს) და ამ გზით აძლიერებს გრიპის
ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიურ იმუნიტეტს.
– Influenzinum - გრიპის ვირუსის ნოზოდი. ააქტიურებს ადამიანის
იმუნურ სისტემას, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების
გამომუშავების საშუალებით.
– Vincetoxicum officinalis - მცენარეული კომპონენტი, რომელიც
ლიზოციმების გამოთავისუფლების გზით ასტიმულირებს არასპეციფიურ
იმუნიტეტს.
2. გრიპის სიმპტომური მკურნალობა ხორციელდება შემდეგი ჰომეოპათიური
კომპონენტებით:
Aconitum – მოულოდნელი მაღალი ცხელება; Bელლადონნა – ცხელების
და ანთების მკურნალობა, განსაკუთრებით სისხლძაღვოვან ფაზაში;
Echinacea angustifolia – ანთების საწინააღმდეგო ეფექტი; ჩუპრუმ -
აქვეითებს გრიპისათვის დამახასიათებელ ტკივილის სიმპტომებს.
GUNA-FLU-ს შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების კომბინაცია
ავლენს იმუნომასტიმულირებელ ეფექტს და გრიპის სიმპტომური
მკურნალობის კარგი საშუალებაა.
 
შემადგენლობა
Aconitum napellus 5CH, Atropa belladonna 5CH, Echincea angustifolia
3 CH, Vincetoxicum officinalis 5CH, Anas barbariae 200 K, Cuprum
3CH, Influenzinum 9CH.
 
 
ჩვენებები
გრიპის სიმპტომების პროფილაქტიკა და მკურნალობა
 
 
შეფუთვა, დოზირება
შეფუთვაში 6 ტუბი, თითოეული 1 გრამი, გრანულებით.
პროფილაქტიკა: 1 დოზა კვირაში ერთხელ, 6 კვირის განმავლობაში,
გრიპის სეზონის წინ.
მკურნალობა: 1 დოზა 1-3-ჯერ დღეში, 7 დღის განმავლობაში.

 

სად შევიძინოთ?