Plasmon
გუნა-კნიი (ნატუროპათი) / GUNA-KNEE (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: GUNA
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

GUNA-KNEE - გუნა-კნიი
 
მუხლის არეში - მუხლის სახსრის, კუნთების, მყესების სხვადასხვა 
ეტიოლოგიით გამოწვეული მწვავე და ქრონიკული ტკივილის მკურნალობა.
 
გამოშვების ფორმები: შეფუთვაში 10 ამპულა, თითოეული 2 მლ
შეფუთვაში 50 ამპულა, თითოეული 2 მლ
 
შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები:
Arnica montana 4X, Cartilago suis 6X, Me-
niscus suis 6X, Anti-interleukin 1 alpha 4CH, Anti-interleukin 1 beta 4CH, 
Beta-Endorphin 4CH, Hepar sulfuris 10X, Rhus toxicodendron 10X, Solanum nigrum 6X.
არააქტიური კომპონენტი: ნატრიუმის ქლორიდის სტერილური იზოტონური ხსნარი.
 
Guna-KNEE თერაპიული ბირთვები
1. ფსიქო-ნეირო-ენდოკრინო-იმუნოლოგიური ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი
β-Endorphin 4C – ტკივილგამაყუჩებელი ნეირომედიატორი. აქვეით-
ებს ტკივილის აფერენტულ იმპულსაციას ზურგის ტვინის უკანა 
რქების და ცენტრალური ქერქქვეშა სტრუქტურების დონეზე.
აძლიერებს ენდოგენური ბეტა-ენდორფინის ტკივილგამაყუჩებელ
მოქმედებას. 
2. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი
Anti IL 1 α და β 4C – აქვეითებს პროანთებითი ციტოკინების და
ანთებითი აგენტების – ციკლოოქსიგენაზა 2-ის, E2 პროსტაგლანდი-
ნის და აზოტის ოქსიდის სინთეზს.
3. ანთების საწინააღმდეგო ჰომეოპათიური ბირთვი
ამ ბირთვის ოთხი კომპონენტი მუხლის სახსრის სხვადასხვა 
ანატომიური სტრუქტურისადმი ტროპიზმით ხასიათდება. Aრნიცა მონტანა 
ახდენს ტკივილის, განსაკუთრებით კი ანთებითი ხასიათის ტკივილის 
კუპირებას. ღჰუს ტოხიცოდენდრონ, Hepar sulfuris -ი მოქმედებს 
გონართროზის სხვა ნიშნებზეც – ფუნქციური ბლოკი, მეტაბოლური
 და აუტოიმუნური დაზიანება, დეგენერაციულ მოვლენები. 
შოლანუმ ნიგრუმ ავლენს ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, ამცირებს 
ძვალ-სახსროვანი კალციფიკატების წარმოქმნას.
4. ანტიდეგენერაციული ბირთვი
Cartilago suis, Meniscus suis, Collagen avlens ანტიდეგენერაციულ 
მოქმედებას: ასტიმულირებს – ცილების (განსაკუთრებით, 
გლიკოზამინგლიკანების) სინთეზს, სასახსრე ზედაპირების ხრტილის და
მენისკის მატრიქსის რესტრუქტურირებას და ფუნქციურ აღდგენას.
ჩვენებები: ბარძაყის არეში სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე 
და ქრონიკული ტკივილების. მუხლის სახსრის ოსტეოართროზი
(GUNA-POLYARTHRITIS-თან ერთად), სასახსრე ჩანთის ანთება, 
მუხლის სახსრის ართრიტი (GUNA-POLYARTHRITIS-თან ერთად),
მუხლის სახსრის არეში ნევრალგიური წარმოშობის ტკივილი 
(GUNA-NEURAL-თან ერთად), მუხლის სახსრის ხანგრძლივი 
იმობილიზაციის შედეგად გამოწვეული ტკივილი, მუხლის სახსრის
ქრონიკული ანთებით-დეგენერაციული დაავადებები (GUNA-ARTHRO
და GUNA-POLYARTHRITIS-თან ერთად).
სად შევიძინოთ?