გუნა-ორალ სპრეი (DESI SPRAY) (ნატუროპათი) / GUNA-ORAL SPRAY (naturopath)
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: GUNA
- მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
- გამოშვების ფორმა: ფლაკონი 50 მლ , სასხურებლით
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

GUNA- ORAL SPRAY (Desi spray) – ინოვაციური შემადგენლობის
მქონე პრეპარატი, გამოიყენება ცხელზე და ცივზე დენტინის მომატებული
მგრძნობელობის დროს. ააქტიურებს დენტინის მატრიქსს,
განაპირობებს ახალი დენტინის წარმოქმნას, აკონტროლებს
და ამცირებს ანთებით პროცესებს და აწესრიგებს მგრძნობიარე
კბილების პრობლემას. GUNA-ORAL SPRAY (Desi spray) იცავს კბილის
ყველაზე მგრძნობიარე ნაწილს (პულპას, დენტინის არხებს და
დენტინის ნერვულ ბოჭკოებს), ამასთან, ადგილობრივ და სისტემურ
გვერდით ეფექტებს არ იწვევს.
მეცნიერული კვლევებით დადასტურდა, GUNA-ORAL SPRAY-ის
(Desi spray) ეფექტურობა დენტინის მომატებული მგრძნობელობის
მკურნალობის დროს. კბილებზე ჩატარებული ტრავმული ოპერაციების,
დაბჟენის, რეკონსტრუქციის, გვირგვინების და ხიდების
მომზადების შემდეგ ან სხვა პათოლოგიური ცვლილებებით (კბილის
ყელის გაშიშვლება, ღრძილების განლევა, პულპიტი) გამოწვეული
დაავადებების დროს.
შემადგენლობა
Arnica D2, Belladonna D4, Aconitum D3, Echinacea ang. D2, Echinacea
purp. D2, Hamomelis D2, Hypericum D2, Hepar sulphuris D6,
Symphytum D6, Millefolium D3, Dentin D12, ფიჭვისა და ლიმონის ეთერზეთები.
ჩვენებები
დენტინის მომატებული მგრძნობელობა (ცივსა და ცხელზე). პირის
ღრუს ლორწოვანი გარსის ლოკალური ანთება.
შეფუთვა, დოზირება
ფლაკონი 50 მლ მოცულობის, სასხურებლით. სპრეი პირის ღრუსათვის.
ერთი შესხურება დაზიანებულ უბანზე 2-6-ჯერ დღეში.