გუნა-პოლიართრიტისი (ნატუროპათი) / GUNA®-POLYARTHRITIS (naturopath)
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: GUNA
- მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
- გამოშვების ფორმა: 2მლ ამპულა #10; #5
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

სახსრების მეტაბოლური და აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობა.
გამოშვების ფორმები: შეფუთვაში 10 ამპულა, თითოეული 2 მლ
შეფუთვაში 50 ამპულა, თითოეული 2 მლ
შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები: Salicylicum acidum 2X; Aconitum napellus 6X;
Anti interleukin 1 alpha 4C, Anti interleukin 1 beta 4C, Beta-Endorphin 4C,
Drosera 8X, Ledum palustre 8X, Viscum album 10X, Colchicum autumnale
10X, Guajacum 10X.
არააქტიური კომპონენტი: ნატრიუმის ქლორიდის სტერილური იზოტონური ხსნარი.
GUNA®-POLYARTHRITIS თერაპიული ბირთვები
1. ფსიქო-ნეირო-ენდოკრინულ-იმუნური ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი
β-Endorphin 4C – ტკივილის საწინააღმდეგო ნეირომედიატორი. აქვეითებს
ტკივილის აფერენტულ იმპულსაციას ზურგის ტვინის უკანა
რქების და ცენტრალური ქერქქვეშა სტრუქტურების დონეზე. აძლიერებს
ენდოგენური ბეტა-ენდორფინის სინთეზს და ტკივილგამაყუჩებელ
მოქმედებას.
2. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი
Anti IL 1 α da β 4C – აქვეითებს პროანთებითი ციტოკინების და ანთების
აგენტების – ციკლოოქსიგენაზა 2 - ის, E2 პროსტაგლანდინის და აზოტის
ოქსიდის სინთეზს.
3. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი მწვავე პათოლოგიის დროს
ამ ბირთვის ხუთი კომპონენტი ახდენს სახსრის ტკივილის კუპირებას:
Aconitum და Acidum salycilicum – რევმატიზმი მწვავე ფაზაში, Colchicum
autumnale – სახსრების ანთება, სახსრის ბლოკი, Drosera – ძვალში მიმდინარე
დეგენერაციული პროცესით გამოწვეული ტკივილი, Colchicum
autumnale – დეგენერაციული პროცესები გრძელ ლულისებრ ძვლებში
და ხერხემლის სახსრებში, Guajacum – ჰიპერესთეზიით მიმდინარე სახსრების ტკივილი.
4. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი ქრონიკული პათოლოგიის დროს
Ledum – ამცირებს სახსრებში მიმდინარე დეგენერაციულ პროცესებს.
Viscum album – ავლენს ანტიდეგენერაციულ ეფექტს ორგანიზმის ფუნქციურ სისტემებზე.
ჩვენებები:
სახსრების მეტაბოლური და აუტოიმუნური დაავადებები. სახსრების
დაზიანება პოდაგრის და სახსრების სხვა მეტაბოლური დაავადებების
დროს, განსაკუთრებით გერონტოლოგიაში. მტევნის და ტერფის მცირე
სახსრების რევმატოიდული ართრიტი (GUNA-HANDFOOT-თან ერთად).
ნეკნების ქონდრიტი - ნეკნების მკერდის ძვალთან მიმაგრების
ადგილას (Tietze-ს სინდრომი, GUNA-NEURAL-თან ერთად). ქრონიკული
პოლიართრიტი აუტოიმუნური დაავადებების დროს
(მაგალითად სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდური პოლიართრიტი
და სხვა), ტკივილის სინდრომი - ვირუსული ან პროტოზოული გენეზის
ძვლის მოტეხილობის დროს (როდესაც ნერვული ტკივილი დომინირებს
– GUNA-MUSCLE-სთან ერთად). სახსრების ტკივილი ონკოპათოლოგიების
დროს (პარანეოპლაზიური ართროპათია, ქრონიკული ლეიკემია,
სისხლის სიმსივნური დაავადებები და სხვა).