Plasmon
გუნა-შოლდერ (ნატუროპათი) / GUNA-SHOULDER (naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: GUNA
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: 2მლ ამპულა #10; #5
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მხრის არის -სახსრების, კუნთების, მყესების მწვავე და ქრონიკული ტკივილის მკურნალობა
 
გამოშვების ფორმები: 
შეფუთვაში 10 ამპულა, თითოეული 2 მლ
შეფუთვაში 50 ამპულა, თითოეული 2 მლ
 
შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები: Argentum nitricum 8X HPUS; Anti interleukin
1 alpha 4C, Anti interleukin 1 beta 4C, Beta-Endorphin 4C, Cartilago suis
4X, Ferrum phosphoricum 8X, Sanguinaha Canadensis 8X, Tendon suis
6X; Iris versicolor 8X, Ranunculus bulbosus 10X.
არააქტიური კომპონენტი: ნატრიუმის ქლორიდის სტერილური
იზოტონური ხსნარი.
Guna-Shoulder-ის თერაპიული ბირთვები
1. ფსიქო-ნეირო-ენდოკრინო-იმუნური ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი
β-Endorphin 4C – ტკივილის საწინააღმდეგო ნეირომედიატორი. აქვეითებს
ტკივილის აფერენტულ იმპულსაციას ზურგის ტვინის უკანა
რქების და ცენტრალური ქერქქვეშა სტრუქტურების დონეზე.
აძლიერებს ენდოგენური ბეტა-ენდორფინის სინთეზს და ტკივილგამაყუჩებელ
მოქმედებას.
2. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი
Anti IL 1 α და β 4C – აქვეითებს პროანთებითი ციტოკინების და ან-
თების აგენტების – ციკლოოქსიგენაზა 2 -ის, E2 პროსტაგლანდინის
და აზოტის ოქსიდის სინთეზს.
3. ჰომეოპათიური ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი
ამ ბირთვის ხუთი კომპონენტი მხრის არის სხვადასხვა ანატომიური
სტრუქტურის მიმართ ტროპიზმით ხასიათდება. Argentum nitricum,
Ferrum phosphoricum, Iris Versicolor, Ranunculus bulbosus, Sanguinaria
Canadensis ახდენს ტკივილის კუპირებას და მოქმედებს ართრიტის
სხვა სიმპტომებზე – ზედა კიდურების პარესთეზია(Argentum nitricum),
მხრის არეში არსებულ ნევრალგიურ ტკივილი (Ferrum phos
phoricum, Ranunculus და Iris), კუნთოვანი წარმოშობის ფუნქციურ
ბლოკები (Sanguinaria).
4. ანტიდეგენერაციული ბირთვი
Cartilago suis ასტიმულირებს ცილების (განსაკუთრებით, გლიკოზამინგლიკანების)
სინთეზს და სახსრების ხრტილოვან ქსოვილზე
ახდენს ანტიდეგენერაციულ მოქმედებას; Cartilago suis ასტიმულირებს
იოგების და მყესების რესტრუქტურირებას და ფუნქციის აღდგენას.
 
ჩვენებები:
მხრის არის – სახსრების, კუნთების, მყესების და იოგების მწვავე
და ქრონიკული ტკივილი. ზემო კიდურების/მხრის პერიართრიტი
(GUNA-POLYARTHRITIS-თან ერთად). მხრის კუნთების ტკივილი
(GUNA-MUSCLE-სთან ერთად). მხარ-სხივის სინდრომი
(GUNA NEURAL-თან ერთად). მხრის არის ტკივილი ამოვარდნილობის
ჩასწორების და ხანგრძლივი თერაპიული იმობილიზაციის
შემდეგ. ეპიკონდილიტი.

 

სად შევიძინოთ?