Plasmon
გუნა-თორაციკ (ნატუროპათი) / GUNA-THORACIC (naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: GUNA
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: 2 მლ ამპულა #10 ; #50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ხერხემლის მკერდის ნაწილის – კუნთების, მყესების მწვავე და
ქრონიკული ტკივილის მკურნალობა.
გამოშვების ფორმები: შეფუთვაში 10 ამპულა, თითოეული 2 მლ
შეფუთვაში 50 ამპულა, თითოეული 2 მლ
 
შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები: Chininum sulphuricum 8X; Anti interleukin
1 alpha 4C, Anti interleukin 1 beta 4C, Beta-Endorphin 4C, Calcarea
phosphorica 6X, Cimicifiiga racemosa 4X, Discus intervertebralis suis 4X,
Spongia tosta 10X, Chelidonium majus 4X, Conium maculatum 6X.
არააქტიური კომპონენტები: ნატრიუმის ქლორიდის სტერილური
იზოტონური ხსნარი.
 
Guna-Thoracic თერაპიული ბირთვები
1. ფსიქო-ნეირო-ენდოკრინო-იმუნური ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი
β-Endorphin 4C – ტკივილის საწინააღმდეგო ნეირომედიატორი. აქვეითებს
ტკივილის იმპულსაციას ზურგის ტვინის უკანა რქების
და ცენტრალური ქერქქვეშა სტრუქტურების დონეზე. აძლიერებს
ენდოგენური ბეტა-ენდორფინის სინთეზს და ტკივილგამაყუჩებელ
მოქმედებას.
2. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი
Anti IL 1 α და β 4C – აქვეითებს პროანთებითი ციტოკინების და ან-
თების აგენტების: ციკლოოქსიგენაზა 2-ის, პროსტაგლანდინ E2-ის,
აზოტის ოქსიდის სინთეზს.
3. ჰომეოპათიური ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი
ამ ბირთვის ხუთი კომპონენტი ხერხემლის მკერდის ნაწილის სხვადასხვა
ანატომიური სტრუქტურების მიმართ ტროპიზმით ხასიათდება
და ხსნის განსხვავებული გენეზის ტკივილებს: ნერვულკუნთოვანს
(Cimicifuga, Chininum sulphuhcum, Conium maculatum),
სპაზმურ და/ან შეგუბებით ტკივილებს (Chelidoniumდა losta). Chelidonium
ღვიძლის მარჯვენა წილის მიმართ ტროპიზმით
ხასიათდება და, R.Glenard-ი კვლევების თანახმად, ხერხემალზე რეფლექსურ
ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ახდენს (Fratelli Palombo
Editori, Vol. I, pag. 340, 1984).
4. ანტიდეგენერაციული ბირთვი
Discus intervertebralis suis ასტიმულირებს – ცილების (განსაკუთრებით,
გლიკოზამინგლიკანების) სინთეზს და მალთაშუა დისკების,
მათ შორის ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მალთაშუა დისკების,
ხრტილოვან ქსოვილზე ანტიდეგენერაციულ ეფექტს ავლენს.
5. კონსტიტუციური ბირთვი
Calcarea phosphorica ახდენს ტკივილის კორექციას ხერხემლის არეში
არსებული სტრუქტურული ცვლილებების (სქოლიოზი, კიფოზი,
ლორდოზი) დროს და ახდენს კონსტიტუციურ დარღვევებთან დაკავშირებული
ტკივილის კუპირებას.
 
ჩვენებები დანიშვნისათვის:
ხერხემლის გულმკერდის ნაწილის – კუნთების, მყესების მწვავე და
ქრონიკული ტკივილის მკურნალობა.
ტკივილი ხერხემლის გულმკერდის ნაწილის ხრტილოვანი ქსოვილის
დეგენერაციული ცვლილებების დროს (ოსტეოართროზი), ოსტეოქონდროზი.
ხერხემლის გულმკერდის ნაწილის ტკივილი სქოლიოზის
დროს. ტკივილი გულმკერდის ნაწილის კუნთების ტრიგერულ
წერტილებში (GUNA-MUSCLE-სთან ერთად). ხერხემლის გულმკერდის
ნაწილის ოსტეოფიტოზის შედეგად განვითარებული ტკივილი.
თორაკალურ-სპინალური ლიგამენტური სინდრომი. ტკივილი
ხერხემლის გულმკერდის ნაწილის ზურგის ტვინის ნერვული ღეროების
ჩაჭედვის დროს (GUNA-NEURAL-თან ერთად). ტკივილი
ხერხემლის გულმკერდის ნაწილის ოსტეოპოროზის დროს
სად შევიძინოთ?