შემადგენლობა: გინო ფასტი 1 ვაგინალური კაფსულა შეიცავს:
თითოეული რბილი ჟელატინის ვაგინალური კაფსულა შეიცავს: GYNO-FAშთ
(გინო-ფასტი)
კლინდამიცინის ფოსფატს,
რომელიც კლინდამიცინის ეკვივალენტურია 100 მგ
კლოტრიმაზოლს 200 მგ
კაფსულის შემავსებელი: ფუტკრის ცვილი, მინერალური ზეთი.
კაფსულის გარსის შემადგენელი ნივთიერებები: ჟელატინი, სორბიტოლი, გლიცერინი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი “პონსო 4რ”, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფები
ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული საშუალებები გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
მოქმედების მექანიზმი: კლინდამიცინი აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის ცილის სინთეზს, ბაქტერიის რიბოსომული მემბრანის 50 შ –სუბერთეულის ბლოკირების გზით. გააჩნია ბაქტერიოსტატული მოქმედება, თუმცა მაღალ დოზებში ავლენს ბაქტერიოციდულ ეფექტს.
ფარმაკოკინეტიკა: კლინდამიცინის 100 მგ-ის ერთჯერადად ინტრავაგინალურად მიღების შემდეგ, სისტემურად შეიწოვის დაბალი პროცენტი!
კლოტრიმაზოლი
სინთეზური პრეპარატია, იმიდაზოლების წარმოებულია.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გააჩნია ფართო სპექტრის ანტიმიკოზური, ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული მოქმედება. არღვევს ერგოსტეროლის სინთეზს და უკავშირდება სოკოს უჯრედის მემბრანის ფოსფოლიპიდებს, შესაბამისად, არღვევს სოკოს უჯრედული მემბრანის განვლადობას, ხელს უწყობს უჯრედიდან K-ის გამოდევნას და ნუკლეინის მჟავების დაშლას. კლოტრიმაზოლი თრგუნავს პეროქსიდაზების აქტივობას (მათ შორის მიტოქონდრიალური პეროქსიდაზების), რის შედეგადაც ხდება წყალბადის ზეჟანგის დაგროვება სოკოს უჯრედში, რაც ასევე განაპირობებს სოკოს უჯრედის რღვევას.
მომატებული მგრძნობელობა კლოტრიმაზოლის (ან აზოლების ჯგუფის), ასევე კლინდამიცინის მიმართ. GYNO-FAშთ–ი ასევე უკუნაჩვენები ქალებში, რომელთაც აქვთ რეგიონალური ენტერიტი, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ან ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი (ფსევდომემბრანოზული კოლიტი).
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ კლინდამიცინით მკურნალობისას არ გამოიყენოს ვაგინალური თერაპიის სხვა კურსი ან სხვა ვაგინალური პროდუქტი, როგორიცაა ტამპონები, ასევე გამორეცხვა. GYNO-FAშთ–ით მკურნალობის დაბალი შედეგის შემთხვევაში სასურველია განმეორებით ჩატარდეს შესაბამისი მიკრობლიოლოგიური გამოკვლევები ზუსტი დიაგნოზის დასადგენად და გამოირიცხოს სხვადასხვა პათოგენები თერაპიის მომდევნო კურსის დაწყებამდე. კლინდამიცინი ძალიან მცირე დოზითაა აღმოჩენილი შრატში (კლორტიმაზოლის ინტრავაგინალური გამოყენებისას აღინიშნა უმნიშვნელო აბსორბირება (3-10%), მეტრონიდაზოლის დონე შრატში ინტრავაგინალური გამოყენების დროს შეადგენს 20%-ს. GYNO-FAშთ–ს უმნიშვნელო სისტემური ეფექტი ახასიათებს.
GYNO-FAშთ გამოიყენება ინტრავაგინალურად და არა ორალურად.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
შეფუთვა
7 კაფსულა ბლისტერში. 1 ბლისტერი კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი რეცეპტით.