შემადგენლობა
ჰელმენტინის სიროფის 40 მლ შეიცავს:
ნიორი (Allium sativum) _ 240 მგ
ტამარინდი (Tamarindus indica) _ 200 მგ
ბროწეული (Punica Granatum) _ 160 მგ
კამა (Foeniculum vulgare) _ 240 მგ
გოგრა (Cucurbita pepo) _ 800 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ჰელმენტინი გამოიყენება ჰელმინთოზების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ის მოქმედებს როგორც ჰელმინთოციდი, ანადგურებს პარაზიტს განვითარების ყველა სტადიაზე (კვერცხი, ლარვა, ზრდასრული ფორმა) და აღმოფხვრის ჰელმინთური ინვაზიით განპირობებულ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციას.
ნივრის მოქმედება ჰელმინთებზე უხსოვარი დროიდანაა ცნობილი; ნიორი მდიდარია მასში შემავალი სხვადასხვა ნივთიერებებით (ფიტონციდები, ალლიცინი, სელენი); მოქმედებს როგორც ანტიბიოტიკი და ანტიოქსიდანტი, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ნიორი ებრძვის ისეთი ბაქტერიებით გამოწვეულ დაავადებებს, როგორებიცაა (Staphylococcus, Streptococcus, Proteus, Pseudomonas, Mycobacterium) განსაკუთრებით დიარეასთან ასოცირებულ შტამებს (Escherichia coli, Salmonella, Clostridium, Klebsiella, Bacillus subtilis). ნიორს გააჩნია ანტიფუნგალური და ანტილამბლიოზური მოქმედება, აგრეთვე მოქმედებს ისეთ პარაზიტებზე, როგორებიცაა Giardia lamblia, Entamoeba histolytica.
გოგრის თესლი ეფექტურია ნემატოდების (მრგვალი ჭიების - ბეწვთავა, ასკარიდა, მახვილა) წინააღმდეგ, აგრეთვე ლენტისებრი ჭიების და ლამბლიის მიმართ. ამაღლებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას, ანეიტრალებს ჰელმინთების მიერ გამოყოფილ ტოქსიურ ნივთიერებებს და ახდენს ანტიანთებით და ანტიოქსიდაციურ მოქმედებას.
მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ტამარინდის ექსტრაქტი ეფექტურია ანტიჰელმენთურ თერაპიაში, იგი გამოიყენება დიზენტერიის სამკურნალოდ, აღმოფხვრის ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებას, გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ახდენს პარაზიტების ეგზოტოქსინების ნეიტრალიზებას.
ბროწეულის ექსტრაქტი მოქმედებს სხვადასხხვა ტიპის ჰელმინთებსა და ლამბლიაზე.
კამა აწესრიგებს ნაწლავების პერისტალტიკას, ხელს უშლის მეტეორიზმის განვითარებას; ახდენს პარაზიტული ინვაზიით გამოწვეულ იტოქსიკაციის პრევენციას, ამცირებს გულისრევას, მოქმედებს როგორც სედაციური და სპაზმოლიზური საშუალება.
ნიორი, ბროწეული და კამა ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ასევე, ბროწეული და ტამარინდი უზრუნველყოფს ნაწლავის მოტორული ფუნქციის ნორმალიზაციას.
შავი ქლიავის წვენი – ასტიმულირებს ნაწლავის მოტორულ აქტივობას და განაპირობებს ჰელმინთების ევაკუაციას ნაწლავიდან, ახდენს შეკრულობის პრევენციას.
შემადგენლობა:
წყალი, ფრუქტოზა, კონცენტრირებული შავი ქლიავის წვენი, გოგრის მშრალი ექსტრაქტი სტანდარტიზებული 20 % ცხიმოვან მჟავად (Cucurbita pepo L. var. olei ferapietsch თესლი, მალტოდექსტრინი, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: სილიკატი); კამის მშრალი ექსტრაქტი სტანდარტიზებული 0,9 % ესენციურ ცხიმად (Foeniculum vulgare დაფქვილი ნაყოფი, მალტოდექსტრინი); დეჰიდრირებული ნიორი (Allium sativum L. ბოლქვი, სიმინდის სახამებელი, ემულგატორი: მზესუმზირის ლეციტინი); ტამარინდის მშრალი ექსტრაქტი, შეფარდებით D/E 4:1 (Tamarindus indica L. მწიფე ნაყოფი, მალტოდექსტრინი); მჟავიანობის მარეგულირებელი: ნატრიუმის ლაქტატი); ბროწეულის მშრალი ექსტრაქტი სტანდარტიზებული 40% ელაგის მჟავად Punicagranatum L. ქერქი და ნაყოფი), კონსერვანტები: კალიუმის სორბატი; შემასქელებელი ქსანტანის გუმი, არომატიზატორი, მჟავიანობის მარეგულირებელი: ლიმონმჟავა.
მიღებისწესი და დოზირება:
3-დან 6 წლამდე ბავშვებში 10 მლ ორჯერ დღეში ძირითადი საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე;
6-დან 12 წლამდე ბავშვებში 15 მლ ორჯერ დღეში ძირითადი საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე;
12 წლიდან და ზრდასრულებში 20 მლ ორჯერ დღეში, ძირითადი საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე;
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, ჰელმინთის სახეობაზე, ინვაზიის ხარისხზე და გრძელდება 3-დან 7 დღემდე. მკურნალობა სასურველია განმეორდეს 14 დღის შემდეგ.
მიღების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ!
მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად გაიარეთ ექიმის კონსულტაცია, არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
გვერდითი მოვლენები
ცალკეულ შემთხვევებში, იშვიათად, შესაძლოა გამოვლინდეს გულისრევა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25ºC-ზე.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა:
200 მლ სიროფი
გაფრთხილება:
შენახვის პირობების დაცვით პროდუქტი ინახება კოლოფზე მითითებული ვადის ფარგლებში. შეინახეთ 3-წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას; პრეპარატი არ გამოიყენება საკვები პროდუქტის ნაცვლად. ორსულობის და ძუძუთი კვების დროს პრეპარატი გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. პრეპარატში შემავალი ბუნებრივი კომპონენტების გათვალისწინებით, დასაშვებია მასში ნალექის არსებობა.