ჰელმიზოლი / HELMIZOL
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): albendazole
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებები → ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: Biofarma Ilac San. ve Tic
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: 400მგ/10მლ 10მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მინის ფლაკონი №1
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
ათქ კლასიფიკაციის კოდი
P02CA03
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.
1 ტაბ.
ალბენდაზოლი . . . . . . . . . 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი და ტიტანის დიოქსიდი.
პერორალური სუსპენზია: ფლაკონში 10 მლ.
10 მლ.
ალბენდაზოლი . . . . . . . . . 400 მგ
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, მაკროგოლ 400, კალიუმის სორბატი, კალიუმის აცესულფამი, პოლისორბატ 80, ბენზოინის მჟავა (Е210), ქსანტანი, გლიცეროლი, ვანილინი, ფორთოხლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიჰელმინთური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ალბენდაზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის ჯგუფის მოქმედების ფართო სპექტრის ანტიჰელმინთურ პრეპარატს. ასევე ზეგავლენას ახდენს Echinococcus granulosus-ზე და Taenia solium-ის მატლის ფორმებზე, რაც პარენქიმული ჰელმინთოზის მიზეზია.
მიმაგრდება რა მგრძნობიარე ჰელმინთების კანისა და ნაწლავის უჯრედებზე, ალბენდაზოლი აინჰიბირებს მიკრომილების პოლიმერიზაციას. მიკრომილების დაშლა აინჰიბირებს გლუკოზის ათვისებისა და ატფ-ის სინთეზის პროცესს, ასევე ამცირებს გლიკოგენის მარაგს. პარაზიტები, რომლებიც იმობილიზირებისას დასუსტდნენ, არეს სცილდებიან.
ნაწლავური ჰელმინთოზებისას ალბენდაზოლი ეფექტურია ერთჯერადი დოზით, მოქმედების ფართო სპექტრის პრეპარატია. საჭმლის მიღების შემდეგ მისი ბიოშეღწევადობა ძლიერდება. ეს თვისება მის გამოყენებას შესაძლებელს ხდის ეპიდემიურ ზონებში მასობრივი წესით ინტესტინული ჰელმინთოზების დროს.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია და მეტაბოლიზმი: პერორალური გამოყენებისას, პრეპარატის ნაწილი სისტემურ სისხლ-მიმოქცევაში მოხვედრის მომენტამდე გარდაიქმნება მეტაბოლიტად ალბენდაზოლ სულფოქსიდად. პრეპარატის ანტიჰელმინთური თვისება ამ მეტაბოლიტითაა განპირობებული. ცხიმიან საკვებთან (დაახლოებით 40 მგ ცხიმი) ერთად მიღებისას პრეპარატის ბიოშეღწევადობა 5 –ჯერ იზრდება ე.ი. ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 5 -ჯერ იზრდება. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 2-5 სთ განმავლობაში აღწევს. 400 მგ ალბენდაზოლის შიგნით მიღებისას ცხიმიან საკვებთან ერთად, ალბენდაზოლის სულფოქსიდი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1.31 მკგ/მლ (0.46-1.58 მკგ/მლ). ეს კონცენტრაციები პრეპარატის დოზის გაზრდის შესაბამისად იზრდება. ალბენდაზოლის სულფოქსიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი 8-12 სთ შეადგენს. ალბენდაზოლს გააჩნია თავისი მეტაბოლიზმის სტიმულირების უნარი. ალბენდაზოლის ფორმები – ტაბლეტები და სუსპენზია – ბიოექვივალენტურნი არიან.
დაშლა: ალბენდაზოლის სულფოქსიდის 70% სისხლის პლაზმის ცილებს უერთდება. იგი მთელ ორგანიზმში ნაწილდება – შარდში, ნაღვლის ბუშტში, ღვიძლში, ძვლის სითხეში, ასევე ცერებროსპინალურ სითხეში. კვლევისას მისი არსებობა ცისტის სითხეში 3 –10-ჯერ, ხოლო ცერებროსპინალურ სითხეში 2-4-ჯერ ნაკლებია პლაზმასთან შედარებით. ალბენდაზოლის სულფოქსიდი ძვლიდან გამოიყოფა უფრო ნელა, ვიდრე პლაზმიდან.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა: პერორალურად მიღების შემდეგ ალბენდაზოლი დაუყოვნებლივ გარდაიქმნება სულფოქსიდად, სულფონად და ოქსიდაციის სხვა პროდუქტებად. ალბენდაზოლი არ გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. ალბენდაზოლის სულფოქსიდის 1 %-ზე ნაკლები შარდთან ერთად გამოიყოფა. უმეტესი ნაწილი ნაღვლის წვენთან ერთად გამოიყოფა, ვინაიდან ნაღვლის სითხესა და პლაზმაში ერთნაირი კონცენტრაციაა.
ავადმყოფთა განსაკუთრებული ჯგუფები
ავადმყოფები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით: ვინაიდან ალბენდაზოლის სულფოქსიდის მცირე ნაწილი თირკმელებით გამოიყოფა, ავადმყოფებში თირკმელების დაავადებებით ალბენდაზოლის სულფოქსიდის კლირენსის ცვლილებები ნაკლებ სავარაუდოა.
ავადმყოფები ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევებით: ავადმყოფებში არაღვიძლისმიერი ობსტრუქციით მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) 2–ჯერ იზრდება, არე მრუდის ქვეშ (AUC) –7-ჯერ, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში (Tmax) – 10 საათამდე, ხოლო სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2 β) 31.7 საათამდე იზრდება.
პედიატრიული ავადმყოფები: ერთკამერიანი ექინოკოკის მკურნალობის დროს ერთჯერადი დოზის 200-300 მგ (დაახლოებით 10 მგ/კგ) მიღებისას 6-13 წლის ასაკის 5 ბავშვში, ფარმაკოკინეტიკური თავისებურებანი ისეთივე იყო, როგორიც მოზრდილებში. პედიატრიულ ავადმყოფებში ერთკამერიანი ექინოკოკის ალბენდაზოლით მკურნალობისას განსაკუთრებული პრობლემები არ გამოვლენილა, ისევე როგორც 1 წელზე უმცროსი ასაკის ავადმყოფებში ალბენდაზოლით მკურნალობისას. პრეპარატის ეფექტურობა ისეთივეა, როგორც მოზრდილებში.
ხანდაზმული ავადმყოფები: ერთკამერიანი ექინოკოკის მკურნალობის დროს 79 წლამდე ასაკის 26 ავადმყოფის მკურნალობისას ფარმაკოკინეტიკური პროფილი ისეთივე იყო რიგორც ახალგაზრდებსა და ჯანმრთელ ადამიანებში.
ჩვენებები
\ალბენდაზოლი ინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი ჰელმინთოზების მკურნალობის დროს.
ერთკამერიანი ექინოკოკოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია ღვიძლის, ფილტვებისა და მუცლის ღრუს დაავადების სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია Echinococcosus granulosus-ის მატლის ფორმებით. ალბენდაზოლით მკურნალობის 28-დღიანი სამჯერადი სქემისას 80-90% ცისტა არაინფექციურ ფორმაში გადადის, შემთხვევათა 30% ცისტები მთლიანად ქრება, შემთხვევათა 40% ზომაში მცირდებიან. შეძლებისდაგვარად ოპერაციული ჩარევა ამგვარი დაავადების მკურნალობის საუკეთესო მეთოდია. ალბენდაზოლით მკურნალობის 28-დღიანი სამჯერადი სქემისას ოპერაციამდე და მის შემდგომ პერიოდში პარაზიტების მოსპობის მაქსიმალური დონე მიიღწევა. Echinococcosus granulosus –ით გამოწვეული ალვეოლური ცისტების მკურნალობისას ალბენდაზოლის ეფექტის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
ნეიროცისტოცერკოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Taenia solium–ის მატლის ფორმებით გამოწვეული პარენქიმული ნეიროცისტიცერკოზის მკურნალობისას. ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა ჰელმიზოლი ნაჩვენებია შემდეგი ნაწლავური და პარენქიმული ჰელმინთოზების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ნემატოდებით (რგოლისებრი მატლები) ადამიანებში, ასევე ცესტოდებით.
Ascariasis: Ascaris lumbricoides (მატლები).
Enterobiosis (Oxyuriasis): Enterobius (Oxyurus) vermicularis (Oxyurus).
ანკილოსტომოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Necator americanus–ით და Ancylostoma duodenale-თი გამოწვეული დავადებების სამკურნალოდ.
სტრონგილოიდოზი: Strongyloides stercoralis.
ტრიქოცეფალოზი: Trichuris trichura.
ნაწლავის ნემატოდოზი: Capillaria phillipinensis.
ტრიქოსტრონგილოზი: Trichostronqylus species–ით გამოწვეული დაავადების მკურნალობისას Piranyel pamoat-ის ალტერნატივის სახით.
ტენიოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია ნაწლავური ჰელმინთოზების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Taenia saqunata, Taenia solium და Hymenolepis nana.
ტრიქინელოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Trichostronqylus-ით გამოწვეული დაავადების მკურნალობისას.
კლონორქოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Chlonorchis sinensis-ით გამოწვეული კლორონქოზის მკურნალობისას.
ლამბლიოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Giardia species-ით გამოწვეული ლამბლიოზის მკურნალობისას.
დოზირების რეჟიმი
\Echinococcus granulosus–ის მატლის ფორმით გამოწვეული ერთკამერიანი ექინოკოკისა და Taenia solium-ის მატლის ფორმით გამოწვეული ნეიროცისტოცერკოზის მკურნალობის სქემა.
ნეიროცისტოცერკოზი: ავადმყოფის წონა 60 კგ ან მეტი - 400 მგ ალბენდაზოლი 2-ჯერ დღეში (ჰელმიზოლის 2 შემოგარსული ტაბლეტი) დილას და საღამოს საკვების მიღების დროს, მკურნალობის ხანგრძლივობა - 8-30 დღე.
ნეიროცისტოცერკოზი: ავადმყოფის წონა 60 კგ-ზე ნაკლები - 15 მგ/კგ ალბენდაზოლი, მიიღება 12 საათში 1/2 ტაბლეტი.
(მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 800 მგ), მკურნალობის ხანგრძლივობა - 8-30 დღე.
ერთკამერიანი ექინოკოკოზი: ავადმყოფის წონა 60 კგ ან მეტი - 400 მგ ალბენდაზოლი 2-ჯერ დღეში (ჰელმიზოლის 2 შემოგარსული ტაბლეტი) დილას და საღამოს საკვების მიღების დროს, მკურნალობის ხანგრძლივობა - 28 დღე, შესვენება 14 დღე, სქემა 3-ჯერ უნდა განმეორდეს.
ერთკამერიანი ექინოკოკოზი: ავადმყოფის წონა 60 კგ-ზე ნაკლები - 15 მგ/კგ ალბენდაზოლი, მიიღება 12 საათში 1/2 ტაბლეტი. (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 800 მგ), მკურნალობის ხანგრძლივობა - 28 დღე, შესვენება 14 დღე, სქემა 3-ჯერ უნდა განმეორდეს.
სამახსოვრო: ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ცისტური ფორმების მკურნალობისას მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა სქემის განმეორებისას (28 დღეში პრეპარატით + 14 დღე პრეპარატის გარეშე) 3-ჯერ.
სხვა ჰელმინთოზური ინფექციები:
მკურნალობის სქემა მოზრდილებისათვის
ასკარიდოზი, ენტერობიოზი (Oxyuriasis), ანკილოსტომოზი (N. americanus, A.duodenale), ტრიქოცეფალოზი და ტრიქოსტრონგილოზი: გამოიყენება ერთჯერადი დოზით 400 მგ ალბენდაზოლი (2 შემოგარსული ტაბლეტი). მკურნალობის გაგრძელება შეიძლება 3 კვირის შემდეგ.
ტენიოზი (T. saqinata, T. solium, H.nana) და სტრონგილოიდოზი: გამოიყენება ერთჯერადი დოზით 400 მგ ალბენდაზოლი (2 შემოგარსული ტაბლეტი ჰელმიზოლი) დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში. მკურნალობის გაგრძელება შეიძლება 3 კვირის შემდეგ.
ნაწლავის ნემატოდოზი: გამოიყენება ალბენდაზოლი დოზით 200 მგ 2-ჯერ (1 შემოგარსული ტაბლეტი ჰელმიზოლი) 10 დღის განმავლობაში.
ტრიქინელოზი: გამოიყენება ალბენდაზოლი დოზით 400 მგ დღეში 2-ჯერ (2 შემოგარსული ტაბლეტი ჰელმიზოლი) 15 დღის განმავლობაში.
კლონორქოზი: გამოიყენება ალბენდაზოლი დოზით 400 მგ დღეში 1-2-ჯერ (2 შემოგარსული ტაბლეტი ჰელმიზოლი) 7 დღის განმავლობაში ან 10 მგ/კგ ალბენდაზოლი 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
ლამბლიოზი: გამოიყენება ალბენდაზოლი დოზით 400 მგ (2 შემოგარსული ტაბლეტი ჰელმიზოლი) დღეში 3 დღის განმავლობაში.
ბავშვებისათვის რეკომენდებული დოზის სქემა
ასკარიდოზი, ენტერობიოზი (Oxyuriasis), ანკილოსტომოზი (N.amerikanus, A.duodenale), ტრიქოცეფალოზი:
- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში: გამოიყენება ერთჯერადი დოზით მხოლოდ ერთხელ 200 მგ ალბენდაზოლი (1 შემოგარსული ტაბლეტი ჰელმიზოლი). მკურნალობის გაგრძელება შეიძლება 3 კვირის შემდეგ.
- 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: შეიძლება მოზრდილებისათვის განკუთვნილი სქემის გამოყენება.
ტენიოზი და სტრონგილოიდოზი:
- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში: გამოიყენება ერთჯერადი დოზით მხოლოდ ერთხელ 200 მგ ალბენდაზოლი (1 შემოგარსული ტაბლეტი ჰელმიზოლი) 3 დღის განმავლობაში. მკურნალობის გაგრძელება შეიძლება 3 კვირის შემდეგ.
- 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: შეიძლება მოზრდილებისათვის განკუთვნილი სქემის გამოყენება.
ნაწლავის ნემატოდოზი: გამოიყენება ალბენდაზოლი დოზით 200 მგ დღეში 2-ჯერ (1 შემოგარსული ტაბლეტი ჰელმიზოლი). ერთკამერიანი ექინოკოკოზი: 15 მგ/კგ ალბენდაზოლი დღეში, მიიღება დილას და საღამოს 1/2 ტაბლეტი. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 800 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს (4 შემოგარსული ტაბლეტი).
სამახსოვრო: ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ცისტური ფორმების მკურნალობისას მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა სქემის განმეორებისას (28 დღეში პრეპარატით + 14 დღე პრეპარატის გარეშე) 3-ჯერ.
გვერდითი მოვლენები
ალბენდაზოლის გვერდითი მოვლენების სიხშირე ერთკამერიანი ექინოკოკისა და ნეიროცისტოცერკოზისათვის.
ქვემოთ მოცემულია ამ ორი დაავადებით 1%-ზე მეტი სიხშირე:
გვერდითი მოვლენები |
ერთკამერიანი ექინოკოკი |
ნეიროცის-ტოცერკოზი |
დარღვევები ღვიღვიძლის ტესტებში |
15.6 |
< 1.0 |
მუცლის ტკივილი |
6.0 |
0.1 |
ღებინება/გულისრევა |
3.7 |
6.2 |
თავის ტკივილი |
1.3 |
11.0 |
თავბრუსხვევა |
1.2 |
<1.0 |
ქალასშიდა მაღალი წნევა |
0 |
1.5 |
მენინგიზმი |
0 |
1.0 |
შექცევადი ალოპეცია |
1.6 |
<1.0 |
ცხელება |
1.0 |
0 |
ზემოთჩამოთვლილი სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს და მკურნალობის გარეშე გაივლის. ლეიკოპენია (0.7%) ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (3.8%) მკურნალობის მოხსნის მიზეზს წარმოადგენს.
ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე 1%-ზე ნაკლებია.
ჰემატოლოგიური: ლეიკოპენია; იშვიათად - გრანულოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენია.
კანის: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება.
ჰიპერმგრძნობელობა: ალერგიული რეაქციები.
თირკმლის: თირკმლის მწვავე უკმარისობა.
გაუთვალისწინებელი ეფექტების განვითარებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
უკუჩვენებები
ჰელმიზოლი უკუნაჩვენებია ავადმყოფებისათვის, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ბენზიმიდაზოლის წარმოებულის რომელიმე ნივთიერების მიმართ (მებენდაზოლი, თიაბენდაზოლი, ალბენდაზოლი), ასევე რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჰიპერსენსიბილიზაცია).
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა კატეგორია С: კვლევებისას ალბენდაზოლმა გამოავლინა ტერატოგენობა. ზუსტი და კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა. ორსულობის დროს გამოყენება შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, თუ რისკი ნაყოფისათვის არ აღემატება სავარაუდო სარგებელს დედისათვის. ლაქტაცია: ცხოველებში ალბენდაზოლი გადადის დედის რძეში. ქალის რძეში მისი გადასვლა ცნობილი არ არის. ვინაიდან მრავალი წამალი გადადის დედის რძეში, ჰელმიზოლი ლაქტაციის პერიოდში სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული.
განსაკუთრებული მითითებები
ალბენდაზოლის დიდი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ფატალური დასასრული, დაკავშირებული გრანულოციტოპენიასა და პანციტოპენიასთან.
გრანულოციტოპენიის, თრომბოციტოპენიის, პანციტოპენიისა და აგრანულოციტოზის იშვიათი გამოვლინების გამო ყოველი 28-დღიანი ციკლის დაწყების წინ, ასევე ყოველ 2 კვირაში აუცილებელია სისხლის კონტროლის ჩატარება. თუ ნეიტროფილების აბსოლუტური მაჩვენებლების შემცირება მაღალი არ არის და არ პროგრესირდება, მაშინ მკურნალობის გაგრძელება შეიძლება. ალბენდაზოლის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის, თუმცა გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული თერაპია არ არსებობს. ქალების მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია მათთვის ორსულობის ტესტის ჩატარება. ალბენდაზოლის გამოყენების პერიოდში დაორსულების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს კონტროლი ნაყოფისათვის შესაძლო ზიანის პრევენციის მიზნით. გარდა ამისა, ქალებმა, რომლებსაც ალბენდაზოლი ენიშნებათ მკურნალობის კურსის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავონ დაორსულებისაგან.
განსაკუთრებული მითითებები
ავადმყოფები უნდა ფლობდნენ შემდეგ ინფორმაციას:
- ალბენდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება, ამიტომ ფერტილური ასაკის ქალებს ალბენდაზოლი ენიშნებათ მხოლოდ ორსულობის ტესტის ჩატარების შემდეგ;
- ქალებმა, რომლებსაც ენიშნებათ ალბენდაზოლი, მკურნალობის კურსის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავონ დაორსულებისაგან;
- ვინაიდან ალბენდაზოლის დანიშვნისას შესაძლებელია ღვიძლისა და ძვლის ტვინის დაზიანება, რეკომენდებულია სისხლის კონტროლისა და ღვიძლის ტესტების ჩატარება (ყოველ 2 კვირაში);
- ალბენდაზოლი მიიღება საკვების მიღების დროს.
პედიატრიული ავადმყოფები: პედიატრიულ ავადმყოფებში ერთკამერიანი ექინოკოკის მიზეზით ალბენდაზოლით მკურნალობისას განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნილა. ალბენდაზოლით 1 წელზე ნაკლები ასაკის ავადმყოფების მკურნალობისას განსაკუთრებული პრობლემები არ გამოვლენილა. ეფექტურობა ისეთივეა, როგორც მოზრდილებში.
ხანდაზმული ასაკის ავადმყოფები: ერთკამერიანი ექინოკოკისა და ნეიროცისტოცერკოზის მიზეზით 65 წელზე უფროსი ასაკის ავადმყოფების ალბენდაზოლით მკურნალობისას განსაკუთრებული პრობლემები არ გამოვლენილა.
ლაბორატორიული ტესტები
ლეიკოციტების დაანგარიშება: იშვიათ შემთხვევაში (ავადმყოფთა 1%-ზე ნაკლებში) ალბენდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების საერთო რაოდენობის შექცევადი შემცირება. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ლეიკოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი და პანციტოპენია. ყოველი 28–დღიანი ციკლის დაწყების წინ, ასევე ყოველ 2 კვირაში აუცილებელია სისხლის კონტროლის ჩატარება. თუ ლეიკოციტების შემცირება უმნიშვნელოა და არ პროგრესირებს, მკურნალობის გაგრძელება შეიძლება.
ღვიძლის ფუნქციები: იმის გამო, რომ ალბენდაზოლი ღვიძლში მეტაბოლიზდება, ავადმყოფებში ღვიძლის დაავადებებით ალბენდაზოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს. ალბენდაზოლით მკურნალობის დროს ავადმყოფთა დაახლოებით 16% შეიძლება ტრანსამინაზების შექცევადი მომატება აღენიშნოს. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ მაჩვენებლები აღდგება.
მკურნალობის დროს ყოველი 28-დღიანი ციკლის დაწყების წინ და ყოველ 15 დღეში აუცილებელია შრატისმიერი ტრანსამინაზების შემოწმება. მათი მნიშვნელოვანი მომატებისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, რის შემდეგაც მოსალოდნელია ენზიმების ნორმალური დონის დაბრუნება.
თეოფილინი: მიუხედავად იმისა, რომ ალბენდაზოლი ერთჯერადი დოზით თეოფილინის მეტაბოლიზმს არ აინჰიბირებს, ალბენდაზოლს შეუძლია P450Aენზიმის ინდუცირება ღვიძლის უჯრედებში. ამიტომ ალბენდაზოლისა და თეოფოლინის ერთად მიღებისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში თეოფოლინის დონის კონტროლი.
ჭარბი დოზირება
ალბენდაზოლის ჭარბი დოზის შესახებ მონაცემები არ არსებობს. აღწერილია შემთხვევა, როდესაც ერთმა ავადმყოფმა 12 საათის განმავლობაში მიიღო 16 გ ალბენდაზოლი. ამ დროს გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ჭარბი დოზის შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია (კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის მიღება), რეკომენდებულია ზოგადი შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დექსამეტაზონი: ზრდის ალბენდაზოლის სულფოქსიდის წარმოქმნას და მის კონცენტრაციას პლაზმაში. 15 მგ/კგ/დღე დოზით ალბენდაზოლის დექსამეტაზონთან ერთად მიღებისას დოზით 8 მგ დღეში, 56%-ით იზრდება ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაცია.
პრაზიკვანტელი: სავსე კუჭზე მიღებისას პრაზიკვანტელი ზრდის ალბენდაზოლის მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის შრატში (Cmax) და არეს მრუდის ქვეშ (AUC). მისი კინეტიკური მაჩვენებელი უცვლელი რჩება.
ციმეტიდინი: დოზით 10 მგ/კგ/ დღეში 2-ჯერ მიღებისას იზრდება ალბენდაზოლის სულფოქსიდი ნაღვლის წვენსა და ცისტის სითხეში.
თეოფილინი: ალბენდაზოლის ერთჯერადი (400 მგ) დოზის გამოყენების შემდეგ ამინოფილინის კინეტიკა მისი ვენაში შეყვანისას არ იცვლება.
მეთიმაზოლი: წარმოადგენს ენზიმის ძლიერ ინჰიბიტორს, რომელიც ალბენდაზოლს სულფოქსიდად გარდაქმნისას იწვევს ალბენდაზოლის სულფოქსიდის დონის დაქვეითებას სისხლის პლაზმაში. ქლორპომაზინი და ფენბენდაზოლი მეტაბოლიზდება ერთი და იგივე ენზიმად, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაციის შემცირებას.
ცხიმიან საკვებთან ერთად ალბენდაზოლის მიღებისას (საშუალოდ 40 გ ცხიმი) შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაციის 5-ჯერ გაზრდა.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 4 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.