Plasmon
ჰემო+ / H​emo+


 
შემადგენლობა
​წარმოადგენს ​თ​ეთრი ან ​რძისფერი, სპეციფიკური სუნის მქონე მალამოს.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
​მ​ალამოს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ​ს​ამკურნალო მოქმედება. აჩქარებს ​ანალური ნაპრალების შეხორცებით პროცესს. ხსნის​ გამონადენს, წვისა და ქავილის უსიამოვნო შეგრძნებებს და დისკომფორტს. ​ხელს უწყობს ჰემოროიდული კვანძების დაპატარავებას და გაწოვას. ბუასილის (ჰემოროის) ან რომელიმე სხვა პროქტოლოგიური დაავადების დროს, მალამოს ​გ​ამოყენება ​ა​მარტივებს დეფეკაციასთან (კუჭის მოქმედებასთან) დაკავშირებულ პრობლემებს.
 
ჩვენებები
- მწვავე ბუასილი (ჰემოროიდული თრომბოზი);
​- ანალური შიდა და გარე კვანძები;
- ანალური ნაპრალი;
- პარაპროქტიტი​ (ინფილტრაციის სტადია);
- ორსულობისა და მშობიარობის ფონზე განვითარებული ბუასილი (ჰემოროიდული თრომბოზი);
- ბუასილისა და პარაპროქტიტის პოსტოპერაციული მკურნალობა პროფილაქტიკის მიზნით;
- ანალური დერმატიტი (ქავილი, წვა).
 
მიღების წესები და დოზები
- ამოტუმბეთ მალამო​ აპლიკატორზე მითითებულ 1 ნიშნულამდე (იგივეა​ რაც აპლიკატორის ¼), დაიხარეთ იატაკის​ მიმართულებით, მოათავსეთ აპლიკატორი
მაქსიმალურ სიღრმეზე სწორ ნაწლავში და​ ბოლომდე გამოდევნეთ მალამო მილიდან (გარე​ ბუასილის, ან გარე კვანძების შემთხვევაში, მალამოს
წასმა პრობლემურ ადგილზე აუცილებელია).​ გამოყენების შემდეგ 10-15 წუთის მანძილზე მიიღეთ​ მწოლიარე მდგომარეობა (ბალიშის გარეშე).
 
გამოყენების მეთოდი და დოზები
ერთი სრული​ კურსი განისაზღვრება 3 ფლაკონით და გრძელდება​ 21 დღე, დღეში სამჯერადად (კურსის კორექცია​ შესაძლებელია მიღებული ეფექტების
გათვალისწინებით, ინდივიდუალურად)​.
 
გვერდითი მოვლენები
- არ არის გამოვლენილი
 
უკუჩვენება
არ გააჩნია, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
 
განსაკუთრებული მითითებები
- ​მ​ალამოს გამოყენება უსაფრთხოა როგორც ორსულობის, ისე ლაქტაციის პერიოდში;
- ​მ​ალამოს გამოყენება უსაფრთხოა დიაბეტით დაავადებულებში;
 
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა წამლებთან შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი
 
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა ​2 წელი
ინახება მშრალ, გრილ ადგილას
 
 
 
ტელ: 0322 502 504
ვებ-გვერდი: https://goods4good.net/hemo_plus/
 
სად შევიძინოთ?