Plasmon
ჰეპა-მერცი / Hepa-Merz

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): L-ornithine-L-aspartate
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგიაჰეპატოპროტექტორები
  • მწარმოებელი კომპანია: Merz Pharma
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 5გ/10მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №10
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა: 
1 ამპ. L-ორნითინ L-L ასპარტატი . . . . . . . 500 მგ  5 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰეპა-მერცი აქვეითებს  მომატებული ამიაკის დონეს ორგანიზმში.  L-ორნითინი  მონაწილეობს ორნითინის ციკლში და შარდოვანას 
წარმოქმნით ხელს უწყობს ამიაკის დეტოქსიკაციას. L-ასპარტატი ააქტიურებს გლუტამინსინთეტაზას და უზრუნვენველყოფს იონიზირებული ამიაკის არატოქსიურ გლუტამინად გარდაქმნას, არამარტო პერივენოზურ ჰეპატოციტებში, არამედ თავის ტვინსა და კუნთებში. პრეპარატი ხელს უწყობს ინსულინის და სომატოტროპული ჰორმონის გამომუშავებას. აუმჯობესებს ცილოვან ცვლას პარენტერალურ კვებაზე მყოფ პაციენტებში

ჩვენებები
ჰიპერამონიემიით  მიმდინარე ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები: ჰეპატიტი, ციროზი, ცხიმოვანი დისტროფია. 
ჰეპატოენცეფალოპათია: მანიფესტირებული და ლატენტური (მათ შორის ცნობიერების დარღვევის დროს- პრეკომა და კომა- კომპლექსურ თერაპიაში). 

მიღების წესი და დოზები
სადღეღამისო ინტრავენური დოზა: 1- 4 ამპულა გახსნილი 500მლ საინფუზიო ხსნარში,   მაქსიმალური სიჩქარე 5გ/სთ. დაუშვებელია 500 მლ-ში 6 ამპულაზე მეტის გახსნა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 8 ამპულა.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად ალერგიული რეაქციები კანზე, გულისრევა და ღებინება.

უკუჩვენება
თირკმლის უკმარისობა, პლაზმაში კრეატინინის დონე 3 მგ/100მლ-ზე მეტი.

ორსულობა და ლაქტაცია   
ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ  ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.  ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება იმ პირებში, რომელთა მუშაობა მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას  და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს. 
ჰეპა-მერცის ინტრავენური გადასხმის დროს  გულისრევის და ღებინების განვითარებისას, საჭიროა ინფუზიის სიჩქარის შემცირება. 

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – მითითებულია შეფუთვაზე.

სად შევიძინოთ?