შემადგენლობა
2,2 მლ-იანი 1 ამპულა შეიცავს: Hepar suis D8, Cyancobalaminum D4, Duodenum suis D10, Thymus suis D10, Colon suis D10, Vesica fellea suis D10, Pankreas suis D10, China D4, Lycopodium D4, Chelidonium D4, Carduus marianus D3, Histamin D10, Sulfur D13, Avena sativa D6, Natrium oxalaceticum D10, Acidum a-ketoglutaricum D10, Acidum DL-malicum D10, Acidum fumaricum D10, Calcium carbonicum Hannemanni D28, Taraxacum D4, Cynara scolymus D6, Veratrum D4, a-Liponsaure D8, Orotsaure D6 - შესაბამისად 22 მკლ. ასევე საინექციო წყალი, ნატრიუმქლორიდი.
ღვიძლის დეზინტოქსიკაციური ფუნქციის სტიმულირება მისი მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი). როგორც დამხმარე საშუალება - დერმატოზების და სხვადასხვა ეტიოლოგიის დერმატიტების, ტოქსიკური ეგზემის, ნეიროდერმიტის, ჰიპერქოლესტერინემიის დროს.
1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში კანქვეშ, კანში, კუნთში ან, თუ საჭიროა, ვენაში.
არ გააჩნია.
არ გააჩნია.
პრეპარატში შემავალი ჰომეოპათიური კომპონენტების თვისებებიდან გამომდინარე ის ინიშნება ღვიძლის და მისი უჯრედების დეზინტოქსიკაციური ფუნქციის გასააქტივებლად ღვიძლის და ნაღ-ვლის ბუშტის მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას, ღვიძლის ფუნქციის ტოქსიკური მოშლისას, ღვიძლის ციროზისას, ჰეპატიტისას ან იმ დაავადებებისას, რომლის მიზეზია ღვიძლის ფუნქციის მოშლა (ჰიპერქოლესტერინემია, მგლურა, ტოქსიკური ეგზემა, დერმატოზი და სხვა).
ამ პრეპარატის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს Ubichinon compositum, Coenzyme compositum ერთად კომბინაციაში დანიშვნისას.
თერაპიული ეფექტის გაძლიერება შემდგომი პრეპარატების პარენტერალური დანიშვნით შეიძლება: Hepeel, Chelidonium-Homaccord და შესაბამისი სიმპომატიკის შემთხვევაში _ Nux vomica-Homaccord.
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე.
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ