შემადგენლობა
ჰერბექსის ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
პარაცეტამოლი – 325 მგ
ქლორფენირამინის მალეატი – 10 მგ
ასკორბინის მჟავა – 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, ჟელატინიზებული სახამებელი, თიოშარდოვანა, 3% ჰიდროქსიპრომილმეთილცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ-ცელულოზა.
ჰერბექსი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს პარაცეტამოლსა და ქლორფენირამინის მალეატს, რის გამოც აქვს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანტიჰისტამინური (H1) მოქმედება. ჰერბექსში შემავალი ასკორბინის მჟავა მონაწილეობს ჟანგვითაღდგენითი პროცესების რეგულაციაში, ამცირებს სისხლძარღვთა გამტარობას და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას.
გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების (მწვავე რესპირატორული დაავადებები, გრიპი) სიმპტომური თერაპია, რომელიც მიმდინარეობს:
– მაღალი ტემპერატურით;
– ციებ-ცხელებით;
– თავის ტკივილით;
– რინიტით (სურდო);
– ცემინებით;
– კუნთების ტკივილით.
მოზრდილებში - 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში.
მაქსიმალური დოზაა 4 ტაბლეტი დღე-ღამის განმავლობაში.
ბავშვებში 12-დან 15 წლამდე - 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
მაქსიმალური დოზაა 2 ტაბლეტი დღე-ღამის განმავლობაში.
მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 3-5 დღე.
ჰერბექსს ახასიათებს კარგი ამტანობა. იშვიათად შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქცია (გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება), ძილიანობა.
პრეპარატი არ გამოიყენება:
• პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში;
• სისხლის დაავადების დროს;
• ფერმენტის – გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის შემთხვევაში;
• ორსულობისა (I და II ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.
ჰერბექსის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების და შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს.
არ შეიძლება ჰერბექსის მიღება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად. ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ზოგიერთი საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, რიფამპიცინი, ეთანოლი) პარაცეტამოლთან კომბინაციაში აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიკურობას.
მკურნალობის პერიოდში რეკომენდებული არ არის ავტომობილის ან სხვა ისეთი მექანიზმის მართვა, რომელიც მოითხოვს სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას, 10-25oC-მდე ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვა¬დის გასვლის შემდეგ.
ურეცეპტოდ (III ჯგუფი).