შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: ქლორფენირამინის მალეატი - 4,0 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი - 10,0 მგ, პარაცეტამოლი - 500,0 მგ, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 120,0 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ყვითელი საღებავი #10, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა, მწვანე ჩაის არომატი, კალციუმის ფოსფატი, ლიმონმჟავა (უწყლო).
პაკეტის (საშე) საერთო წონა – 15 გ.
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიალერგიული საშუალება.
სწრაფად ხსნის:
თავისა და კუნთების ტკივილს;
მაღალ ტემპერატურას;
ყელის ტკივილს;
სურდოს.
გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებებისა (ჰიპერთერმია, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო, შემცივნება, ცემინება,) და გრიპის მწვავე სიმპტომების მოსახსნელად.
მოზრდილებსა და 15 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს ენიშნებათ 1 პაკეტი ყოველ 4 საათში, მაგრამ არაუმეტეს 3 პაკეტისა დღე-ღამეში. მიღების წინ 1 პაკეტის შემცველობა იხსნება 1 ჭიქა ცხელ, ანადუღარ წყალში. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით, მიღება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ საუკეთესო ეფექტს იძლევა პრეპარატის მიღება ძილის წინ ღამით.
სიფრთხილის ზომები.
ექიმის მითითების გარეშე პრეპარატი არ მიიღება იმ ავადმყოფებში, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს სხვა პრეპარატებით.
პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, ალკოჰოლის მიღება, აგრეთვე ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების მიღება.
სიფრთხილით გამოიყენება
არტერიული ჰიპერტენზიის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებების, ფილტვების დაავადებების (მათ შორის ბრონქული ასთმა), შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, სისხლის დაავადებების, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, იშვიათად-სისხლის პერიფერიული სურათის შეცვლა: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ;
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი;
15 წლამდე ასაკის ბავშვები;
მკურნალობის ხანგრძლივობა – არაუმეტეს 3 დღე. საკმარისი თერაპიული ეფექტის არარსებობის, მაღალი ტემპერატურის, რომელიც შენარჩუნებულია 3 დღის განმავლობაში და აგრეთვე, სხვა სიმპტომების გამოვლენისას, საჭიროა სასწრაფოდ მიმართოდ ექიმს.
ინახება მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 10-25oC ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ურეცეპტოდ.