შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ინგრედიენტები:
ფუტკრის ტრ. D4 - 10 მგ
ბაპტიზია ტრ. D4 - 5 მგ
ცინაბარის ტრ. D3 - 5 მგ
ექინაცეა ტრ. D2 - 30 მგ
ჰეპარ სულფურის ტრ. D3 - 10 მგ
კალიუმის ბიქრომატი ტრ. D8 - 30მგ
ლახეზის ტრ. D8 - 10 მგ
ლუფა ოპერკულატა ტრ. D4 - 60 მგ
ვერცხლისწყლის ბიიოდატი ტრ. D9 - 70 მგ
კვარცი ტრ. D2 - 5 მგ
სპონგია ტრ. D6 - 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი ,მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამებელი
აღწერა: თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ტაბლეტები.
სინუსიტები, რინიტები, ფარინგიტები და ლარინგიტები.
- თავის და სახის ტკივილები;
- სახის არის რბილი ქსოვილების შეშუპება;
- ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება და ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
- სეკრეცია: ლორწოვანი, ჩირქოვანი, ცალმხრივი ან ორმხრივი სეკრეცია ცხვირიდან, შესუსტებული სეკრეცია;
- ყელის ტკივილი, განსაკუთრებით ყლაპვისას, სიმშრალე, წვა და უსიამოვნო შეგრძნება ყელში რომელიც იწვევს გულირევის შეგრძნებას;
- რეგიონალური ლიმფური კვანძების შეშუპება;
- სიწითლე, შეშუპება, ნუშისებური ჯირკვლების გადაფარვა ყელის არეში;
- დისფონია, ხმის დაკარგვა;
- ცხელება;
ტაბლეტები უნდა გაიწუწნოს ან მიიღოთ ენის ქვეშ.
თუ ექიმისგან არ არის გამოწერილი, იმ შემთხვევაში :
მოზრდილებში ან ბავშვებში 3 წლიდან :
- 2 ტაბლეტი 4 ჯერ დღე-ღამეში ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ ან ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
- მწვავე შემთხვევებში : 2 ტაბლეტი ყოველ ნახევარ-ერთ საათში ერთხელ, დღე-ღამეში არაუმეტეს 12 ტაბლეტისა; ბავშვებში 3 წლამდე – 1 ტაბლეტი 4 ჯერ დღე-ღამეში, ამისათვის ტაბლეტს აწვრილმანებენ და უმატებენ საკვებს;
გაუმჯობესების შემდეგ დოზას ამცირებენ;
- ინფორმაცია დიაბეტით დაავადებულთათვის :
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, მიიღეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
არ არის ცნობილი.
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ ;
- ტუბერკულოზი, ლეიკემია, კოლაგენოზი, აუტოიმუნური დაავადება, გაფანტული სკლეროზი, შიდსი და სხვა ქრონიკული ვირუსული ინფექციები.
მიიღეთ მხოლოდ ჰომეოპათიური პრაქტიკის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
მანქანის და მექანიზმების მართვა : მანქანის და მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა არა არის ცნობილი.
არ მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე ფარისებრი ჯირკვლების დაავადებების შემთხვევაში.
ჰომეოპათიური პრეპარატის გამოყენებისას მკურნალობის დასაწყისში სიმპტომები დროებით შეიძლება გაძლიერდეს, ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები ამ მომენტისათვის არ არსებობს.
არ არის ცნობილი.
4 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები : ინახება არაუმეტეს 25оC ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
გაიცემა ურეცეპტოდ.