Plasmon
ჰიდროსოლი / Hidrosol


შემადგენლობა:

100 მლ პერორალური ხსნარი შეიცავს:

სინთეთიკური A ვიტამინი (კონცენტრატი) ზეთოვანი სახით - 250 000 სე;

ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) - 50 000 სე;

ალფა-ტოკოფერილი (აცეტატი) (ვიტამინი E) - 100 მგ;

თიამინი (ჰიდროქლორიდი) (ვიტამინი B1) - 100 მგ;

რიბოფლავინი (ნატრიუმის ფოსფატი) (ვიტამინი B2) - 75 მგ;

პირიდოქსინი (ჰიდროქლორიდი) (ვიტამინი B6) - 100 მგ;

ნიაცინამიდი (ვიტამინი PP) - 500 მგ;

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) - 2500 მგ;

დექსპანთენოლი (ვიტამინი B5) - 200 მგ.

  

დამხმარე ნივთიერებები: არაქისის ზეთი, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, პოლიოქსიეთილენის (ჰიდრირებული) აბუსალათინის ზეთი 40, მეთილპარაბენი

(E218), პროპილპარაბენი (E216), ნატრიუმის საქარინი, მარწყვის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი (Tetrarome orange), ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან

მარილმჟავა, გასუფთავებული წყალი.

 

გამოშვების ფორმა:

პერორალური ხსნარი წვეთების სახით. 20 მლ ფლაკონში საწვეთურით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიდროსოლი - შემადგენლობიდან გამომდინარე ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდა-განვითარებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ნერვულ ქსოვილებში და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. გამოხატული აქვს დეტოქსიკაციური მოქმედება, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებური, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას;  ვიტამინი  D3 ის შემცველობის გამო აუმჯობესებს  კალციუმის შეწოვას წვრილ  ნაწლავში, კალციუმის შემაკავშირებელი ცილების სინთეზის სტიმულირებით ზრდის კალციუმის რეაბსორბციას თირკმლის მილაკებში და უზრუნველყობს ჩონჩხის ძვლების კალციფიკაციას.

 

ჩვენება:
· არადაბალანსებული დიეტით ან საკვები ნივთიერებების დეფიციტით გამოწვეული დარღვევების მკურნალობა და პროფილაქტიკა
· ჰიპო და ავიტამინოზების პროფილაქტიკა
· გაზრდილი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა
· გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ
· გაციებისა და ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის ასამაღლებლად
· მდგომარეობები, რომლებსაც თან  ახლავს გაზრდილი მოთხოვნილება ვიტამინებზე

 

დოზირება და მიღების წესი:

1-3 წლის ბავშვები: 15 წვეთი დღეში

4-12 წლის ბავშვები: 20 წვეთი დღეში

12 წლის ზემოთ ბავშვები და მოზრდილები: 25 წვეთი დღეში

 

 

წვეთების გამოყენების წესი:
მიიღება პერორალურად
· დააწექით თავსახურს და დაატრიალეთ იგი გახსნამდე
· ფლაკონი შეაბრუნეთ ვერტიკალურად ქვემოთ. არ შეანჯღრიოთ ფლაკონი, დაელოდეთ, რომ წვეთი თავისით გადმოედინოს.
· თუ წვეთი არ გადმოედინება, ფლაკონის ძირს ხელი მსუბუქად მოუჭირეთ.
· წვეთები შეიძლება განზავდეს წყლით, რძით ან ხილის წვენით, მაგრამ ამ შემთხვევაში, დარწმუნდით, რომ მთელი რაოდენობის სითხე ხვდება ორგანიზმში.

 

გამოყენების შემდეგ:
· ფლაკონს კვლავ ფრთხილად დაახურეთ თავსახური, რომ არ დაზიანდეს საწვეთური
 

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ

 

განსაკუთრებული მითითებები:

A და D ვიტამინები შედიან მრავალი მედიკამენტისშემადგენლობაში. D ვიტამინს შეიცავს ბავშვის მრავალი ხელოვნური საკვები. ამიტომ მოერიდეთ ასეთი საკვებისა და  პრეპარატ ჰიდროსოლის ერთდროულ გამოყენებას, რადგან არ მოხდეს A და D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება

 

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

ვარგისიანობის ვადა: 

მითითებულია კოლოფზე.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?