შემადგენლობა
1გ
ჰიდროკორტიზონის აცეტატი................................ 5 მლ
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი ............................. 2,0 მგ
თეთრი ვაზელინი ....................................................1,0 გ-მდე
ჰიდროკორტიზონი - 0,5% თვალის მალამო შეიცავს ჰიდროკორტიზონის აცეტატს, რომელიც წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდს და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება.
გლუკოკორტიკოსტეროიდები ანელებენ მექანიკური, ქიმიური ან იმუნოლოგიური გამღიზიანებლებით გამოწვეულ ანთებითი რეაქციის განვითარებას თვალის ქსოვილის საზღვრებში.
ამცირებენ შეშუპებას, ფიბრინის ჩალაგებას, სისხლძარღვების მოდუნებას, ლეიკოციტების მიგრაციას, სისხლძარღვების პროლიფერაციას, კოლაგენის ჩალაგებასა და დანაწიბურებას.
თვალის სისხლძარღვოვანი გარსის, რქოვანას, სკლერისა და თვალის შემაერთებელი გარსის ანთებითი მდგომარეობა.
თვალებისა და ქუთუთოების კიდეების ალერგიული დაავადებები.
ტრავმის შემდგომი პერიოდი ან თვალის კაკალზე ჩატარებული ოპერაციული ჩარევა (ტრავმიდან ან ოპერაციიდან უნდა იყოს გასული არა ნაკლებ 7 დღე).
ასეპტიკური დამწვრობა (ქიმიური, თერმული ან გამოსხივებით გამოწვეული).
გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.
მალამოს მცირე რაოდენობა გამოიყენება დღეში 2-3-ჯერ, არა უმეტეს 2 კვირის განმავლობაში.
ოფთალმოლოგმა შეიძლება გაახანგრძლივოს სამკურნალო საშუალების გამოყენების პერიოდი.
პოსტტრავმატული მდგომარეობა - დღეში 1-2-ჯერ (ტრავმიდან ან ოპერაციიდან გასული უნდა იყოს არა ნაკლებ 7 დღე).
რქოვანას ეპითელის მთლიანობის დარღვევისას პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს შეხორცება და განაპირობოს თვალის უფრო ღრმა ნაწილის ინფიცირება.
განაპირობებს თვალის ინფექციური დაავადებების გავრცელებას, განსაკუთრებით კი ვირუსულის. პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ (3-6 კვირაზე მეტი პერიოდი), განსაკუთრებით მიდრეკილების მქონე პირებში, შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომის განვითარება.
ასევე, მრავალწლიანი განმეორებითი მკურნალობის შემთხვევაში იწვევს კატარაქტის განვითარებას. დღის განმავლობაში პრეპარატის ჭარბმა, ხშირმა გამოყენებამ ან მცირეწლოვან ბავშვებში გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს სტეროიდის შეწოვა და სისტემური ზემოქმედება.
თვალების ჩირქოვანი, ვირუსული, ტუბერკულოზური, სოკოვანი დაავადებები.
პირველადი გლაუკომა. რქოვანას ეპითელიუმის დეფექტები.
პრაქტიკულად არ არსებობს.
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.