შემადგენლობა
პრეპარატი ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდი (HYDROXYZINE HCl ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდს
ნევროზები და ნევროზული მდგომარეობები გამოხატული მამტებული აღგზნებით, შინაგანი და ემოციური დაძაბულობით, მოუსვენრობით. ფსიქომოტორული აღგზნებისა და შფოთვების კუპირებისთვის. აგზნებით მიმდინარე ცნს-ს ორგანული დაზიანებები.
აგზნებები ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს, ალკოჰოლიზმით გამოწვეული აბსტინენციის სინდრომი.
პრემედიკაცია ქირურუგიული ოპერაციის წინ, ღებინების პროფილაქტიკა და კუპირება ოპერაციის შემდგომ პერიოდში, კანის ქვილი.
მოზრდილებში პრეპარატი ჩვეულებრივ მიიღება 25-100მგ დღეში. მიღების ინტესივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე და შეადგენს 1-4 მიღებას Dდღე-ღამეში. საშუალო დოზა შეადგენს 50 მგ/დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა:
200 მგ, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 300 მგ-ს.
ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-2,5 მგ-ს /კგ წონაზე გადაანგარიშებით.
ხანდაზმულ პაციენტებში საწყისო დოზა უნდა განახევრდეს.
ძილიანობა, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მომატებული ოფლიანობა. გულისრევის შეგრძნება, ალერგიული რეაქციები. იშვიათად (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში): პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, შარდის შეკავება, ყაბზობა.
ძალზე იშვიათად: ტრემორი, კრუნჩხვები, დეზორიენტაცია.
ზოგადად გვერდითი ეფექტები სუსტად არის გამოხატული და სწრაფად გაივლის მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან დოზის შემცირებისას.
მომატებული მგრძნობელობა პრპეპარატის მიმართ, აგრეთვე ცეტირიზინის, ამინოფილინისა და სხვა პიპერაზინის წარმოებულების მიმართ;
პორფირია; დახურულკუთხოვანი გლაუკომა, წინამდებარ ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია.
აპრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან.
პრეპარატი გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტარციაზე და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე, ამიტომ სიფრთხილით ინიშნება მძღოლებსა და იმ პირებში, რომელტა სამუშაოც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაციებს.
ერთდროული მიღებისას ჰიდროქსიზინი აძლიერებს ეთანოლის (ალკოჰოლის), ტრანკვილიზატორების, ბარბიტურატების, საძილე საშუალებების, ოპოიდური ანალგეტიკების მოქმედებას.
ინახება მშრალ, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას, 20-25°С ტემპერატურაზე.