შემადგენლობა
Escherichia coli ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების უჩანასახო წყლის სუბსტრატი DSM 4087 . . . 24.9481 g
Streptococcus faecalis ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების უჩანასახო წყლის სუბსტრატი DSM 4086 . . . 12.4741 g
Lactobacillus acidophilus ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების უჩანასახო წყლის სუბსტრატი DSM 4149 . . . 12.4741 g
Lactobacillus helveticus ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების უჩანასახო წყლის სუბსტრატი DSM 4183 . . . 49.8960 g
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ფოსფატი მჟავე x 7H2O, კალიუმის ფოსფატი მჟავე, ფოსფორის მჟავა 85%, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, კალიუმის სორბატი, რძემჟავა 90%.
ნაწლავის ბუნებრივი ფიზიოლოგიური მიკროფლორა შეიძლება მნიშვნელოვნად დაზიანდეს ისეთი გარე ზემოქმედებისაგან, როგორებიცაა თერაპია ანტიბიოტიკებით, დასხივება, კუჭზე ოპერაციები, ასევე შეუსაბამო ან უჩვეულო კვების, წყლის შეცვლის, ჰავის გამოცვლის და სხვა პირობების შედეგად.
ჰილაკ ფორტე არეგულირებს ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას და აწესრიგებს მათ შემადგენლობას. იმის გამო, რომ ჰილაკ ფორტეს შემადგენლობაში შედის ნორმალური მიკროფლორის ცვლის პროდუქტები, პრეპარატი ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აღდგენას ბიოლოგიური გზით და შესაძლებელს ხდის ნაწლავის ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური ფუნქციების შენარჩუნებას.
ჰილაკ ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ბიოსინთეტიკური რძემჟავა და მისი ბუფერული მარილები აღადგენენ მჟავიანობის ნორმალურ მნიშვნელობას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მიუხედავად იმისა, პაციენტს მაღალი თუ დაბალი მჟავიანობა აწუხებს.
ნაწლავის ნორმალური სიმბიონტების განვითარების დაჩქარების ფონზე ჰილაკ ფორტეს ზემოქმედებით წესრიგდება B და K ჯგუფის ვიტამინების ბუნებრივი სინთეზი. ჰილაკ ფორტეს შემადგენლობაში შემავალი მოკლეჯაჭვიანი მფრინავი ცხიმის მჟავები უზრუნველყოფენ ნაწლავის დაზიანებული მიკროფლორის აღდგენას კნტ-ის ინფექციური დაავადებების დროს, ასტიმულირებენ ნაწლავის კედლის ეპითელური უჯრედების რეგენერაციას, აღადგენენ წყალ-ელექტროლიზურ ბალანსს ნაწლავის სანათურში.
არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ჰილაკ ფორტე აძლიერებს ორგანიზმის დაცვის ფუნქციებს იმუნური პასუხის სტიმულირების ხარჯზე.
ჰილაკ ფორტეს გამოყენებისას აღინიშნება სალმონელების გამოყოფის დაჩქარება ძუძუზე მყოფ ბავშვებში სალმონელოზური ენტერიტის შემდეგ, რაც განპირობებულია აციდოფილური ანაერობული ნაწლავის ფლორის ზრდის სტიმულირებით და მისი შემდგომი ანტაგონისტური ზემოქმედებით სალმონელებზე.
- წვრილი და მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური ფლორის დარღვევები (ანტიბიოტიკებით ან სულფანილამიდებით, სხივური თერაპიით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ);
- საჭმლის მონელების უკმარისობის, დისპეფსიის სინდრომი;
- დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა;
- გასტროენტერიტი, კოლიტი, ხანდაზმული ნაწლავის სინდრომი (ქრონიკული, ატროფიული გასტროენტერიტები);
- დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, გამოწვეული ჰავის შეცვლით;
- ჰიპო- და ანაციდური მდგომარეობები;
- ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის ენტეროგენული დაავადებები;
- კანის ალერგიული დაავადებები (ჭინჭრის ციება, ენდოგენურად განპირობებული ქრონიკული ეგზემა);
- სალმონელოზი რეკონვალესცენციის სტადიაში (მ.შ. ძუძუს ასაკის ბავშვებში).
ჰილაკ ფორტე მიიღება შიგნით ჭამამდე ან მის შემდეგ, მცირე რაოდენობით სითხეში განზავებით (რძის გარდა). პრეპარატი ინიშნება დღეში 3-ჯერ:
მოზრდილებში: 40-60 წვეთი;
ბავშვებში: 20-40 წვეთი მიღებაზე;
ჩვილებში: 15-30 წვეთი მიღებაზე.
მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ შეიძლება სადღეღამისო დოზის ნახევრამდე შემცირება.
ჰილაკ ფორტე კარგად აიტანება ნებისმიერი ასაკის ავადმყოფების მიერ. გვერდითი მოქმედება ამ დრომდე აღნიშნული არ არის.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება), ყაბზობა, დიარეა.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ჰილაკ ფორტეს გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოდ ითვლება. მაგრამ გადაწყვეტილებას პრეპარატის დანიშვნის შესახებ იღებს ექიმი.
პრეპარატის გამოყენება რძესთან ერთად არ შეიძლება.
ექიმის მეთვალყურეობის გარდა არანაირი სპეციალური ღონისძიება საჭირო არ არის.
ანტაციდური პრეპარატების ზემოქმედებით შესაძლებელია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რძემჟავას ნეიტრალიზება.
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 4 წელი.
R 002043 28.12.07