Plasmon
ინტერლეიკინ 12 (ნატუროპათი) / IL 12 (naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: GUNA
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30 მლ დოზატორით
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 
შემადგენლობა
IL 12 4CH
IL 12 15CH
IL 12 30CH
 
ბიოლოგიური ფუნქციები
ინტერლეიკინ 12 (IL-12) მიეკუთვნება პროანთებით ციტოკინებს.
მისი ძირითადი პროდუცენტებია მონოციტები, მაკროფაგები,
ასევე დენდრიტული უჯრედები, ნეიტროფილები, გააქტივებული
ლიმფოციტები. ციტოკინის სინთეზის ინდუქტორებია მიკრობული
კომპონენტები და მათი პროდუქტები. ბოლო მონაცემებით
IL-12 ძირითადი ციტოკინია რომელიც აძლიერებს უჯრედულ-შუალედურ
იმუნურ პასუხს – ვირუსების, ბაქტერიების, სოკოების,
უმარტივესების წინააღმდეგ ეფექტური ანტიინფექციური დაცვის
ინიციაციის დროს. IL-12-ის ძირითადი სამიზნე უჯრედებია ბუნებრივი
ქილერები და T-ლიმფოციტები. ციტოკინი ააქტიურებს T-
-ლიმფოციტების დიფერენცირებას, ზრდის მათ ციტოტოქსიურ აქტივობას,
აძლიერებს ბუნებრივი კილერი უჯრედების (NK cells)) და
T-ლიმფოციტების პროლიფერაციას და სხვა ციტოკინების პროდუქციას.
მთავარი ეფექტი – IFN-γ-ის (გამა ინტერფერონი) სინთეზის
ინდუქციაა. ამ დროს სინთეზირებული IFN-γ იწყებს მაკროფაგებით
IL-12-ის სინთეზის ინდუქციის პოტენცირებას.
 
ჩვენებები
იმუნოკორექცია.
 
შეფუთვა, დოზირება
ფლაკონი 30 მლ მოცულობის, დოზატორით. წვეთები პერორალური
მიღებისათვის. 15-20 წვეთი ორჯერ დღეში (სტანდარტული დოზირება).
სად შევიძინოთ?