ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

IL 2 – ინტერლეიკინ 2 (ნატუროპათი)

IL 2 (naturopath)

დაწერეთ პირველი კომენტარი
III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: ფლაკონი 30 მლ დოზატორით
მწარმოებელი: GUNA (იტალია)

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ავენი

აღწერა

შემადგენლობა  
IL 2 4CH
IL 2 15CH
IL 2 30CH
 
ბიოლოგიური ფუნქციები
უკავშირდება `სამიზნე უჯრედებზე~ განლაგებულ სპეციფიურ რეცეპტორებს,
ასტიმულირებს T- და B-ლიმფოციტების, მონოციტების,
მაკროფაგების, ოლიგოდენდროგლიური უჯრედების, ლანგერჰანსის
უჯრედების ზრდას, დიფერენცირებას და პროლიფერაციას. იწვევს
ლიმფოკინ-აქტივირებული ქილერების წარმოქმნას, ააქტიურებს სიმსივნის
მაინფილტრირებელ უჯრედებს. ასტიმულირებს ბუნებრივი
კილერების და ციტოტოქსიური თ-ლიმფოციტების ციტოლიზურ აქტივობას.
აძლიერებს ანტიბაქტერიულ, ანტივირუსულ, სოკოს საწინააღმდეგო
და სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნურ პასუხს.
 
ჩვენებები
იმუნოკორექცია, უჯრედებით განპირობებული იმუნური პასუხის
რეგულაცია, მძიმე მორეციდივე ვირუსული ინფექციების მკურნალობა,
აუტოიმუნური დაავადებები, სეპტიკური მდგომარეობები,
რომლებიც მიმდინარეობენ იმუნოსუპრესიით (პოსტტრავმული,
ქირურგიული, სამეანო-გინეკოლოგიური, დამწვრობითი, ჭრილობისმიერი,
სეფსი და სხვა მიზეზები).
კომპლექსურ თერაპიის შემადგენლობაში გამოიყენება ავთვისებიანი
წარმონაქმნების, მათ შორის, თირკმლის კიბოს დროს.
 
შეფუთვა, დოზირება
ფლაკონი 30 მლ მოცულობის, დოზატორით. წვეთები პერორალური
მიღებისათვის. 15-20 წვეთი ორჯერ დღეში (სტანდარტული დოზირება).

კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!

დაწერეთ კომენტარი

იმპორტიორი საქართველოში

GUNA

GUNA

თბილისი, ალ.ყაზბეგის 33
ავენი
სად შევიძინოთ? ნუკი