Plasmon
ილფლოქსი / Ilflox


ფარმაკოლოგიური თვისებები:

ილფლოქსი ფართო სპექტრის ანტიმიკრობული საშუალებაა ფტორქინოლონების ჯგუფიდან და წარმოადგენს ოფლოქსაცინის მარცხნივმბრუნავ იზომერს, დნმ-ჰირაზასა და IV ტოპოიზომერაზას ინჰიბირებით არღვევს ბაქტერიული დნმ-ის წარმოქმნის პროცესს.

ლევოფლოქსაცინი აქტიურია მიკროორგანიზმების შტამების უმრავლესობის მიმართ როგორც in vitro, ასევე in vivo პირობებში:

- აერობული გამდადებითი მიკროორგანიზმები: Corynebacterium diphtheriae, Enterococcus spp. (მათ შორის Enterococcus faecalis), Listeria monocytogenes, Staphylococcus spp., Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus spp. С და G ჯგუფი (მათ შორის Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans);

- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Acinetobacter baumannii, Acinetobacter spp., Actinobacillus actinimycetemcomitans, Citrobacter freundii, Eikenella corrodens, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter spp. (მათ შორის Enterobacter cloacae), Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae,Helicobacter pylori, Klebsiella spp. (მათ შორის Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae), Moraxella cattaralis, Morganella morganii, Neisseria gonnorrhoeae, Neisseria meningitidis, Pasteurella spp. (მათ შორის Pasteurella conis, Pasteurella dagmatis, Pasteurella multocida), Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp. (მათ შორის Providencia rettgeri, Providencia stuartii), Pseudomonas spp. (მათ შორის Pseudomonas aeruginosa), Salmonella spp., Serratia spp. (Serratia marcescens);

- ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides fragilis, Bifidobacterium spp., Clostridium perfringens, Fusobacterium spp., Peptostreptococcus spp., Propionibacterum spp., Veilonella spp.;

- სხვა მიკროორგანიზმები: Bartonella spp., Chlamydia pneumoniae, Chlamydia psittaci, Chlamydia trachomatis, Legionella pneumophila, Legionella spp., Mycobacterium spp. (მათ შორის Mycobacterium leprae, Mycobacterium tuberculosis), Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae, Rickettsia spp., Ureaplasma urealyticum.

 

ჩვენება და დოზირება:
- მწვავე სინუსიტი: შიგნით 500 მგ დღე-ღამეში ერთხელ. მკურნალობის კურსი 10-14 დღე.
ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება: შიგნით 250-500 მგ დღე-ღამეში     ერთხელ.მკურნალობის კურსი - 7-10 დღე.

- პნევმონია:  500 მგ დღე-ღამეში 1-2-ჯერ. მკურნალობის კურსი - 7-14 დღე.

- შარდ-გამომყოფი სისტემის ინფექციები: 250-500 მგ დღე-ღამეში ერთხელ. მკურნალობის კურსი - 7-10 დღე.

- პროსტატიტი: 500 მგ დღე-ღამეში ერთხელ. მკურნალობის კურსი - 28 დღე.

- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: შიგნით 250-500 მგ დღე-ღამეში 1-2-ჯერ. მკურნალობის კურსი - 7-14 დღე.

თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია კრეტანიინს კლირენსის მაჩვენებლების მიხედვით.

 

მიღების წესი და დოზირება:

ილფლოქსი მიიღება შიგნით 250-500 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში. პრეპარატი მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით 


უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ;

* ეპილეფსია;

* ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* ანამნეზში მყესების დაზიანებები, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონების მიღებასთან.

განსაკუთრებული მითითებები:

* ილფლოქსის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ შემთხვევებში:

* ხანდაზმული პაციენტები (თანაარსებული თირკმელების ჰიპოფუნქციის მაღალი ალბათობის გამო);

 

ორსულობა და ლაქტაცია:

FDA-ს რეკომენდაციით მიეკუთვნება Bკატეგორიას.ორსულებში პრეპარატის მიღება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფზე ზემოქმედების მხრივ.

სად შევიძინოთ?