ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

ინფაკოლი

infacol

დაწერეთ პირველი კომენტარი
III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 40მგ/მლ ორალური სუსპენზია 50მლ ფლაკონში
მწარმოებელი: Forest Laboratories (დიდი ბრიტანეთი)

აქტიური ნივთიერებები:

იმუნ აქტივი (დენკ ფარმა)

აღწერა

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება - სიმეტიკონი 40 მგ/1 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ინფაკოლის აქტიური ნივთიერება სიმეტიკონი წარმოადგენს ორგანულ ნაერთს სილიციუმის საფუძველზე, რომელსაც აქვს ქაფის ჩამქრობი თვისება. იგი არის ქიმიურად არატოქსიური ნივთიერება და ამცირებს რა აირების ზედაპირულ დაჭიმულობას, არღვევს ბუშტუკების მთლიანობას და აადვილებს ნაწლავებში დაგროვილი აირების ფიზიოლოგიურ გამოყოფას

ჩვენებები
გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნებისმიერი გენეზით წარმოქმნილი აირების დაგროვების დროს (მეტეორიზმი, აეროფაგია, პოსტოპერაციული პერიოდი);
მისი გამოყენება მოსახერხებელია დიაგნოსტიკური გამოკვლევების წინ: ენდოსკოპია, სონოგრაფია, რენტგენოლოგიური გამოკვლევა;

მიღების წესები და დოზები
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ინფაკოლის ფლაკონი, შემდეგ აავსეთ დოზატორი რეზინზე ხელის მოჭერით.
ახალშობილებში მიიღება 1 დოზა (0,5 მლ)ყოველი ჭამის წინ ენაზე დაწვეთებით;
მოზარდებში 1 ან 2 დოზა ყოველი ჭამის წინ;

გვერდითი მოვლენები
ინფაკოლის მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება

განსაკუთრებული მითითებები
გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ახალშობილებში დაბადების მომენტიდან;
მოსახერხებელია და მარტივი გამოსაყენებლად, ვინაიდან მოყვება დოზატორი, რაც აადვილებს ზუსტ დოზირებას (1 დოზა 0,5 მლ);
ერთი ფლაკონი შეიცავს 100 დოზაზე მეტს; 
აქვს ფორთოხლის სასიამოვნო არომატი; არ შეიცავს შაქარს, ალკოჰოლს, საღებავებს;

ჭარბი დოზირება
ინფაკოლს არ ახასიათებს ჰიპერდოზირებით გამოწვეული მოვლენები

კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!

დაწერეთ კომენტარი

იმპორტიორი საქართველოში

ვიტ ჯორჯია ფარმი

ვიტ ჯორჯია ფარმი

ქ. თბილისი, ნავთლუღის ქ.5/7
ავენი
სად შევიძინოთ? ნუკი