Plasmon
ინოფოლიკი HP / Inofolic HP

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: პაკეტი #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა:

მიო-ინოზიტოლი - 2000 მგ;

ალფა-ლაქტალბუმინი - 50 მკგ;

ფოლიუმის მჟავა - 200 მკგ.

 

როგორია მიო-ინოზიტოლის ფიზიოლოგიური როლი?

მიო-ინოზიტოლი არის ჩვენი ორგანიზმის მიერ წარმოებული მოლეკულა და ასევე წარმოდგენილია ზოგიერთ საკვებ პროდუქტში. მისი ფიზიოლოგიური როლი არის უზრუნველყოს ორგანიზმის პასუხი სხვადასხვა ჰორმონზე, როგორიცაა ინსულინი და FSH – ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს შაქრის მეტაბოლიზმს, ხოლო FSH ხელს უწყობს ფოლიკულის ზრდას ოვულაციამდე. ამ ორივე ჰორმონის მოქმედების დარღვევას ადგილი აქვს PCOS-ის მქონე ქალბატონებში (პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი) და სხვადასხვა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიო-ინოზიტოლის უწყვეტი შევსება სასარგებლოა ამ ქალების მეტაბოლური და ჰორმონალური პროფილის ნორმალიზებისთვის.

 

როგორია ალფა – ლაქტალბუმინის ფიზიოლოგიური როლი?

ალფა-ლაქტალბუმინი არის შრატის პროტეინი, რომელიც აუმჯობესებს მიო-ინოზიტოლის შეწოვას ნაწლავებში. ეს ნივთიერება მნიშვნელოვანია “მიო-ინოზიტოლ-რეზისტენტულ” სუბიექტებში, სადაც მხოლოდ მიო-ინოზიტოლის დამატებას არ ჰქონდა ეფექტი.

კლინიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ PCOS- ის მქონე ქალების ნაწილს აქვს მიო-ინოზიტოლის შეწოვის პრობლემა. მიზეზები შეიძლება უკავშირდებოდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, მიკრობიოტას ცვლილებას და ქრონიკულ ანთებას, პრობლემებს, რომლებიც გავლენას ახდენენ PCOS- ის მქონე ქალების 40%-ზე. ალფა-ლაქტალბუმინისა და მიო-ინოზიტოლის კომბინაცია იძლევა მეტაბოლური და ჰორმონალური პროფილის ნორმალიზების საშუალებას PCOS-ის მქონე ქალებში.

 

როგორია ფოლიუმის მჟავას ფიზიოლოგიური როლი?

ფოლიუმის მჟავა არის წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინი. იგი ჩართულია დნმ-ის, რნმ-ს და ცილების სინთეზში, უჯრედების დაყოფის პროცესში და ქრომოსომების აღდგენაში. ამავდროულად ხელს უწყობს ორსულობის დროს დედის ქსოვილების ნორმალურ ზრდას. მისმა დეფიციტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ინტრაფოლიკულური ჰომოცისტეინემია კვერცხუჯრედის ხარისხის სათანადო შემცირებით. გარდა ამისა, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა ხშირად უკავშირდება ნაყოფის ზრდის და ნერვული ღეროს დეფექტის განვითარებას. ფოლიუმის მჟავის დამატებითი მიღება ზრდის დედის ორგანიზმში ფოლატების დონეს.

 

როგორ მიიღება ინოფოლიკი HP?

რეკომენდირებულია ერთი პაკეტის მიღება დღეში ორჯერ საკვების მიღებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. ინოზიტოლის მუდმივი თანაფარდობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ორი პაკეტის მიღება ერთმანეთისგან 12 საათის დაშორებით. გახსენით შიგთავსი ერთ ჭიქა წყალში.

 

გაფრთხილება:

შეინახეთ სამ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. დანამატი არ არის გათვალისწინებული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. ვადის გასვლის თარიღი იხილეთ შეფუთვაზე. შეინახეთ გრილ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე.

 

ინოფოლიკი HP შეფუთვა: 30 პაკეტი

არ შეიცავს შაქარს და დამატკბობლებს.

 

სად შევიძინოთ?