შემადგენლობა:
ყოველი 10 მლ შეიცავს ექსტრაქტებს:
ორლებლიანი გინგკოს ექსტრაქტი - 50 მგ, აზიური ცენტელა _ 500 მგ, ხერპესტის მონიერა - 50 მგ, ქინძის სათესი - 150 მგ, ორლებლიანი ამომუმი - 150 მგ, ემბლიკა სამკურნალო - 200 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ინტელანი - არჩევის პრეპარატია თავის ტვინის აქტივობის სტიმულატორებს შორის. ის შეიცავს რამოდენიმე ფარმაკოლოგიურად აქტიურ ბალახს, რომლების უზრუნველყოფენ ნატურალურ აუცილებელ ამინომჟავებს, მიკროელემენტებს, ბიოაქტიურ ალკალოიდებს და გლიკოზიდებს. გლუტამინის და ასპარაგინის მჟავების, ბიოაქტიურ ალკალოიდებს და გლიკოზიდების მეშვეობით, ინტელანი მოქმედებს როგორც ტრანსმისიის ნეიროჰორმონული მოდიფიკატორი და თავის ტვინის ქერქეის ნივთიერებათა ცვლაზე აქვს მასტიმულირებელი მოქმედება, ამგვარად ასტიმულირებს თავის ტვინის აქტივობას და მეხსიერების განვითარებას. ის ასევე აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და ნივთიერებათა ცვლის ნარჩენების (ანიაკის) გამოდევნას, ამგვარად უზრუნველყოფს თავის სტრუქტურის აქტივობის ოპტიმიზაციას. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში, რაც ვლინდება დაღლილობის შეგრძნების შემცირებით. რბილი ნეირომასტიმულირებელი ეფექტი ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას და ქვემწვავე დეპრესიული მდგომარეობის მკურნალობას.
ინტელანის პირველადი თერაპიული თვისებაა - გააუმჯობესოს ტვინის სტრუქტურის, ქვედა კიდურების, ყველა არტერიის , ვენის , უწვრილესი კაპილარების სისხლის მიმოქცევა. თავის ტვინის დაქვეითებულმა სისხლის მიმოქცევამ შესაძლოა მოახდინოს არასასურველი მოქმედება მეხსიერებაზე, კონცენტრაციაზე, ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, მხედველობაზე, წონასწორობის შეგრძნებაზე. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, დეპრესია, შფოთვა. მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია იშემიური ინსულტის განვითარება. ინტელანი გამოიყენება ასეთი მდგომარეობების თავიდან აცილების და კომპლექსური მკურნალობის მიზნით.
ინტელანში შემავალი მიკროელემენეტები ( როგორიცა რკინა , ცინკი და სხვა) წარმოადგენენ სასიცოცხლოდ აუცილებელი მოლეკულების შემადგენელ ნაწილს და მოქმედებენ როგორც ორგანიზმში ბევრი მნიშვნელოვანი ბიოსინთეზური რეაქციების აუცილებელი ფაქტორი.
მიღების ჩვენებები
- მეხიერების შესუსტება, გულმავიწყობა
- ნერვულ - ფსიქიკური სტრესი, დაძაბულობა და დაღლილობა
- კონცენტრაციის არარსებობა და დეზორიენტაცია
- ბავშვწებში გონებრივი და ფიზიკური ზრდის შეფერხება
- ფუნქციური გონებრივი უკმარისობა
- თავბრუსხვევა, ცნობიერების არევა
- ნივთიერებათა ნეირონული ცვლის დარღვევა და კაპილარული სისხლის მიმოქცევის დათრგუნვა
- საშუალო სიმძიმის შფოთვა და დეპრესია
დოზირება
მოზრდილები: 2 ჩაის კოვზი (10 მლ) ორჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
ბავშვებში: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) ორჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აღწერილი არ არის
დოზის გადაჭარბება
აღწერილი არ არის, ნაკლებსავარაუდოა.
წინააღმდეგჩვენებები
ალერიგული დაავადებები.
პრეპარატის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.
პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობის პირველი ტრიმესტრში.
გვერდითი მოვლენები
უმნიშვნელოა. ინტელანის ღამით მიღებისას ძილის დარღვევის იშვიათი შემთხვევები.
წამლის მიღება რეკომენდებულია ძილის წინ მინიმუმ სამი საათით ადრე.
განსაკუთრებული მითითებები:
სიროფი შეიცავს საქაროზას, რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა, ასევე იმ პირებმა, რომლებიც იცავენ დაბალკალორიულ დიეტას.
შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურის პირობებში არაუმეტეს +25˚C . დაიცავით ბავშვებისაგან.
ვარგისიანობის ვადა
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.