შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ყოველი ტაბლეტი,ნაწლავში ხსნადი გარსით,შეიცავს 40 მგ მეპარტრიცინს.
დამატებითი ინგრედიენტები:
ჟელატინირებული სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა,მეთილაკრილური მჟავის კოპოლიმერი, თრიეთილციტრატი,პოლისორბატი 80, სოდიუმის ლაურილ სულფატი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), პოლივინილ ალკოჰოლი, პულულანი, პოლიეთილენ გლიკოლი 6000.
მეპარტიცინი არის ნახევრად სინთეტიური წარმოებული პოლიენური ანტიბიოტიკისა,რომლის გამოყოფა კულტურალური გარემოდან განხორციელდა SPA კვლევით ლაბორატორიაში Streptomyces aureofaciens შტამისაგან.
გარდა მისი კარგად ცნობილი ანტიმიკოზური და ანტიპროტეაზული აქტივობისა, პერორალური მიღებისას მეპარტრიცინი აუმჯობესებს ურეთო-პროსტატო-ვეზიკულური კომპლექსის ფუნქციას წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს. პრეპარატს არ გააჩნია პირდაპირი ჰორმონის მსგავს ზემოქმედება და მისი მოქმედების მექანიზმი უკავშირდება ენტეროჰეპატური ცირკულაციის დონეზე ნაწლავებში სტეროლის ფრაქციებთან მეპარტრიცინის შეუქცევადი შეერთების უნარს; ვინაიდან ქოლესტერინის, ესტროგენებისა და ანდროგენების აკუმულაციის ზრდა წინამდებარე ჯირკვლის წილობრივ სადინარებში ითვლება ერთერთ ხელშემწყობ ფაქტორად წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარების ინიცირებაში, მიჩნეულია,რომ სტეროლების შემადგენლობის შემცირება იწვევს ამ დაავადებებისათვის ტიპიური სიმპტომატიკის ხელსაყრელ ცვლილებებს. იპერტროფანის პოზიტიური ზემოქმედების შედეგად მცირდება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის ძირითადი სიმპტომები (პოლიურია. ნიქტიურია,ტენეზმები, ნარჩენი შარდი). კონკრეტული კვლევების შედეგად დადასტურებულია,რომ სხვა პოლიენების მსგავსად მეპარტრიცინი არ შეიწოვება სისტემურ დონეზე, შესაბამისად ტოლერანტობა მის მიმართ კარგია. პრეპარატისადმი კარგი ტოლერანტობის გამო შესაძლებელია მისი კომბინირებული გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობა.
1 ტაბლეტი დღეში, ვახშმის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ავადმყოფის მდგომარეობისა და ექიმის დანიშნულების მიხედვით.
განსაკუთრებული რეკომენდაციები:
მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობა უნდა შეადგინდეს არა ნაკლები 30 დღისა, მიუხედავად მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესებისა.
იშვიათ შემთხვევებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას,შეიძლება აღინიშნებოდეს ღებინება,დიარეა,მაგრამ ეს მოვლენები არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას და ქრება თუ პრეპარატს მივიღებთ საკვებთან ერთად.
ავტომობილისა და სხვა მანქანების მართვა:
იპერტროფანი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა ტიპის მანქანების მართვის უნარზე.
ეს სამედიცინო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას
არ გამოიყენოთ იპერტროფანი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.