ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანემიის საწინააღმდეგო რკინის პრეპარატები. რკინის ბისგლიცინატი.
შემადგენლობა:
1 მლ შეიცავს: რკინა -10 მგ,ფოლიუმის მჟავა -100 მკგ,ვიტამინი B12 -1მკგ,ვიტამინი - C 15 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის, რკინის ლატენტური (ფარული) დეფიციტის მკურნალობისას და რკინადეფიციტური მდგომარეობის პროფილაქტიკის მიზნით.რკინა წარმოადგენს ორგანიზმისათვის მეტად მნიშვნელოვან მიკროელემენტს,რომელიც შედის
ჰემოგლობინის,მიოგლობინის და სხვადასხვა ფერმენტების შემადგენლობაში,იგი მონაწილეობს
სუნთქვის,სისხლწამოქმნის, იმუნობიოლოგიურ და სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა პროცესებში.
აირონ მინი დროპსის შემადგენლობაში რკინა წარმოდგენილია უნიკალური ფორმით, რკინის (II) ბისგლიცინატის სახით.
რკინის ბისგლიცინატი არ იშლება კუჭ-ნაწლავის წვენის ზემოქმედებით.შეუცვლელი სახით გადადის ნაწლავებში,რაც უზრუნველყოფს რკინის სწრაფ და ადვილად ათვისებას.რკინის ბისგლიცინატი არ ბლოკავს სხვა ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას.მისი ბიოშეღწევადობა 75 %-ით აღემატება რკინის სხვა ფორმების (სულფატი,ფუმარატი) ბიოშეღწევადობას .რკინის ბისგლიცინატი (ხელატი)წარმოადგენს სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილ რკინას ,რომელიც სწრაფად აბსორბირდება და არ ახასიათებს გვერდით მოვლენები , არ იწვევს ყაბზობას .რკინის ბისგლიცინატს ახასიათებს სხვა ვიტამინებისა და მინერალების მიმართ სინერგისტული მოქმედება ,არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.
გამოყენების სფერო :
- რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა;
- რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა;
- გაზრდილი მოთხოვნა რკინაზე (ბავშვის ინტენსიური ზრდისა და განვითარებისთვის)
რკინის არასაკმარისი რაოდენობით მიღება და/ან მისი შეწოვის დარღვევა (ქრონიკული დიარეები,ჭიებით ინვაზია).
რკინადეფიციტური ანემია:
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-5 თვეს და ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზების შემდეგ გრძელდება კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ორგანიზმში რკინის მარაგის აღდგენის მიზნით.
მიღების წესი:
ჩვილები: 3 თვიდან 6 თვემდე 0,5 მლ დღეში
ბავშვები: 7 თვიდან 5 წლამდე 1 მლ დღეში ერთხელ.
აირონ მინი დროპსი მიიღება წყალთან,რძესთან,და ნებისმიერ საკვებთან ერთად.გამოყენებამდე ბოთლი უნდა შეინჯღრეს.გამოყენების შემდეგ საწვეთური უნდა გასუფთავდეს და შენახულ იქნას მშრალად .ვარგისია გახსნიდან 4 თვის განმავლობაში.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ სადღეღამისო დოზას;დანამატი არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი; შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
50 მლ ბოთლი საწვეთურით