Plasmon
ირუქსოლ-მონო / Iruxolum Mono


ფარმაკოლოგიური თვისებები
ირუქსოლ-მონო -ს შემადგენლობაში შემავალი კლოსტრიპეპტიდაზა, წარმოადგენს პროტეოლიტური (ცილების გამხლეჩი) მოქმედების ფერმენტს, რომელიც გამოიყოფა Clostridiumhistolicum - დან.
მალამო უზრუნველჰყოფს ჭრილობის ფერმენტულ გაწმენდას, აფერხებს ინფექციების განვითარებას, აჩქარებს რეგენერაციას.

ჩვენებები
ირუქსოლ-მონო გამოიყენება ნეკროზული ქსოვილების ფერმენტული გასუფთავების, ვარიკოზული წყლულების, დამწვრობების, მოყინვების, ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობების, განგრენის, ნაწოლების და აგრეთვე ღრმა წყლულების დამუშავებისათვის.

ჭრილობის ფერმენტული დამუშავება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გამოყენებად მეთოდს. იგი ნაკლებტრავმულია პაციენტისათვის და უზრუნველჰყოფს ნეკროზული ქსოვილების ეფექტურ მოშორებას და სრულჰყოფს ჭრილობის გრანულაციას.
ირუქსოლ-მონო
მალამო მოწოდებულია ნეკროზული ჭრილობების ფერმენტული დამუშავებისათვის. მისი აქტიური კომპონენტი - კოლაგენაზა-შლის ჭრილობის თავისუფალ კოლაგენს, უზრუნველჰყოფს ნეკროზული ქსოვილის სწრაფ და ეფექტურ მოცილებას, ამასთან არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილებს.
ირუქსოლ-მონო
მთელ მსოფლიოში მიღებული, ირუქსოლ-მონო 30Nწელზე მეტი გამოცდილებით ამტკიცებს თავის ეფექტურობას ფართო სპექტრის ქრონიკული ჭრილობების მკურნალობისას.
ირუქსოლ-მონო
ერთადერთი ფერმენტული პროდუქტია, რომელიც სელექტიურად მოქმედებს კოლაგენზე, ათავისუფლებს ჭრილობას ნეკროზული ქსოვილისაგან ისეთი სახით, რომ არ დაირღვეს ჭრილობის შეხორცების პროცესი.
ირუქსოლ-მონო
ნაზად მოქმედი, სელექტიური და ეფექტური მალამოა.

მიღების წესები და დოზები
ირუქსოლ-მონო თანაბრად დავიტანოთ ჭრილობაზე დღეში ერთხელ (საჭიროების მიხედვით შესაძლებელია მისი გამოყენება დღეში 2-ჯერ) 2მმ სისქით. სასურვლი ეფექტისთვის ჭრილობის არე თერაპიის დროს იყოს საკმარისად ტენიანი. ჭრილობა შესაძლებელია წინასწარ დავნამოთ ფიზიოლოგიური ხსნარით.

უკუჩვენება
შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებთან მიმართებაში. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა.

სად შევიძინოთ?