Plasmon
იტრაციმი / Itracim


შემადგენლობა
იტრაციმის 1 კაფსულა შეიცავს: 100მგ იტრაკონაზოლს აქტიური სუბსტანციის სახით.
დანამატებია: 
სფერული შაქარი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, სორბიტან სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი,  ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი და რკინის წითელი ოქსიდი     (E172).

რას წარმოადგენს იტრაციმი და როდის გამოიყენება ის
იტრაციმი არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კანის, გენიტალიისა და პირის სხვადასხვა სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. იტრაციმით ხანმოკლე მკურნალობა ჩვეულებრივ საკმარისია ისევე, როგორც ფრჩხილებისა და შინაგანი ორგანოების სოკოვანი ინფექციების დროს. თუმცა ამ მდგომარეობების დროს საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობაც. იგი მოქმედებს სოკოს უჯრედების მემბრანების მეტაბოლიზმზე, ხოცავს მათ ან უიოლებს ორგანიზმის საკუთარ დაცვით მექანიზმებს შესაძლებლობას მოსპონ ისინი.
იტრაციმი მიღებული უნდა იქნას მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

დამატებითი მითითებები
მედიკამენტი დანიშნულია თქვენი ექიმის მიერ თქვენთვის ამჟამად არსებული მდგომარეობის სამკურნალოდ. 
იტრაციმის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება არ არის ეფექტური ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, არასწორმა არჩევანმა ან არასწორმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები. ამიტომ არასდროს გადაწყვიტოთ თქვენით იტრაციმის გამოყენება სხვა მდგომარეობების დროს. არ უნდა გამოიყენოთ იტრაციმი ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ ექიმის კონსულტაციის გარეშე.

არ გამოიყენოთ იტრაციმი
არ მიიღოთ იტრაციმი თუ გაქვთ ცნობილი მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ამ მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

იტრაციმი არ უნდა არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის დროს, გარდა იმისა თუ თქვენმა ექიმმა იცის თქვენი ორსულობა და სპეციალურად დაგინიშნავთ მას. ორსულობა უნდა იყოს გამორიცხული ვიდრე მიიღებდეთ იტრაციმს. იტრაციმით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის შემდეგ მთელი მენსტრუალური ციკლის მანძილზე (5 – 7 კვირა) ორსულობის ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ შესაფერისი კონტრაცეფციის მეთოდები.

თუ გაქვთ დაზიანებული გულის ფუნქცია (გულის უკმარისობა) არ უნდა მიიღოთ იტრაციმი გარდა იმისა თუ თქვენმა ექიმმა იცის ამის შესახებ და სპეციალურად დაგინიშნავთ მას. თუ იტრაციმით მკურნალობის პერიოდში შეამჩნევთ სუნთქვის გაძნელებას, მოულოდნელ წონის მატებას, კიდურების შეშუპებას,  უჩვეულო დაღლილობას ან ღამით უეცარ გამოღვიძებას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

უთხარით ექიმს თუ ხართ ალერგიული სოკოს საწინააღმდეგო სხვა საშუალებების მიმართ.

თუ იყენებთ იტრაციმს არ უნდა მიიღოთ მასთან ერთად შემდეგი მედიკამენტები:
- მედიკამენტები ალერგიის საწინააღმდეგოდ (მაგ მიზოლასტიმი);
- გულის ანგინის (მწვავე ტკივილი მკერდის არეში) ან მაღალი წნევის (კერძოდ ნისციდიპინი) სამკურნალო მედიკამენტები;
- ქოლესტერინის დამწევი მედიკამენტები (მაგ სიმვასტატინი, ლოვასტატინი ან ატორვასტატინი);
- საძილე აბები (მიდაზოლამი, ტრიაზოლამი, სერტინდოლი) ფსიქიური დაავადებებისათვის;
- ერგოტ ალკალოიდები, როგორიცაა ერგოტამინი, შაკიკის სამკურნალოდ;
- ერგოტ ალკალოიდები, როგორიცაა მეთილერგომეტრინი, რომელიც აჩერებს საშვილოსნოდან სისხლდენას და აძლიერებს საშვილოსნოს შეკუმშვას მშობიარობის შემდეგ, აგრეთვე მედიკამენტები გულის რითმის მოსაწესრიგებლად, როგორიცაა ქვინიდინი.

სპეციალური გაფრთხილება იტრაციმის გამოყენებისას
უნდა უთხრათ თქვენს ექიმს თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის დაავადება ან გაწუხებთ სხვა მედიკამენტების მიღების შედეგად განვითარებული ღვიძლისმიერი გვერდითი ეფექტები, რადგან ამ დროს იზრდება ღვიძლის მწვავე სიმპტომების განვითარების რისკი.

შეწყვიტეთ იტრაციმის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს; უმადობა, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, ტკივილი მუცელში ან მუქი ფერის შარდი. მნიშვნელოვანია ეს უთხრათ ექიმს, რადგან შეიძლება განვითარდეს ღვიძლის პრობლემები სერიოზული შედეგებით. იტრაციმის მიღების პერიოდში ექიმმა შესაძლო დარღვევების ადრეულად გამოვლენისათვის შეიძლება რეგულარულად ჩაგიტაროთ სისხლის ტესტები. ამ სახის დარღვევები შეიძლება განვითარდნენ ძალზე იშვიათად.

უნდა უთხრათ ექიმს თუ გაქვთ თირკმლების პრობლემები, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის რეგულირება.

უთხარით ექიმს დაყოვნების გარეშე თუ შეამჩნიეთ ჩხვლეტები, სისუსტე ან გაბუჟება კიდურებში.

უთხარით ექიმს თუ გაქვთ გულის, თირკმლის ან ფილტვების პრობლემები. თუ ექიმი მაინც დაგინიშნავთ იტრაციმს მან უნდა გაგაფრთხილოთ ამ დროს მოსალოდნელი სიმპტომების შესახებ. თუ შეამჩნევთ სუნთქვის გაძნელებას, მოულოდნელ წონის მატებას, კიდურების შეშუპებას,  უჩვეულო დაღლილობას ან ღამით უეცარ გამოღვიძებას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ რაიმე წამალს. არ უნდა მიიღოთ არცერთი წამალი თუ არ ეტყვით. ამის შესახებ ექიმს წინასწარ. (იხ. აგრეთვე ნაწილი “არ გამოიყენოთ იტრაციმი”)

გარკვეულ წამლებს შეუძლიათ დააქვეითონ იტრაციმის ეფექტურობა. ძირითადად ეს ეხება მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენებიან ეპილეფსიის სამკურნალოდ (მაგ. კარბამაზეპინი), ფენიტოინს, და ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტებს (მაგ. რიფამპიცინი), რიფაბუტინი, იზონიაზიდი და აგრეთვე კრაზანას შემცველ მედიკამენტებს (რომლებიც გამოიყენება ხასიათის დათრგუნვისა და დეპრესიის დროს). ამასთანავე თქვენ ყოველთვის უნდა უთხრათ თქვენს ექიმს
თუ თქვენ იღებდით რომელიმე ხსენებულ მედიკამენტს და ექიმი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება აუცილებელი გახადოს იტრაციმის ან თანმხლები მედიკამენტის დოზის ცვლილება, თუმცა ექიმი გადაწყვეტს რამდენად აუცილებელია ეს. ამავე დროს უთხარით ექიმს თუ თქვენ იღებთ რომელიმე ჩამოთვლილ მედიკამენტს:
- გულის დაავადებებისა და წნევის დამწევ მედიკამენტებს ( მაგ. დიგოქსინს, დისოპირამიდს ან რომელიმე კალციუმ ანტაგონისტს);
- სისხლის გამათხიერებელს (ანტიკოაგულანტებს);
- ანტიბიოტიკებს, როგორებიცაა კლარიტრომიცინი, ერითრომიცინი და რიფაბუტინი;
- მეთილპრედნიზოლონს, ბუდესონიდს, ფლუტიკაზონს, დექსამეტაზონს (რომლებიც მიიღებიან პირიდან ინჰალაციით და ინექციით ანთების, ასთმის და ალერგიის საწინააღმდეგოდ);
- ციკლოსპორინი ა ან ტაკროფილუსი და სიროლიმუსი (გამოიყენებიან ორგანოების გადანერგვის შემდეგ);
- გარკვეული მედიკამენტები აივ ინფექციისათვის (აივ პროტეაზების ინჰიბიტორები);
- გარკვეული მედიკამენტები კიბოსთვის;
- მედიკამენტები შიშებისათვის, როგორებიცაა ბუსპირონი და ალპრაზოლამი ან ძილის მოსაწესრიგებელი (ტრანკვილიზატორები) როგორიცაა ბროტიზოლამი;
- რებოქსეტინი დეპრესიისათვის;
- ფენტანილი, ძლიერი ტკივილდამაყუჩებელი;
- ელეტრიპტანი, შაკიკის საწინააღმდეგო;
- რეპაგლიდინი, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო.

უთხარით თქვენს ექიმს თუ გაქვთ ნეიტროპენია (გრანულოციტების დეფიციტი) ან შიდსი, ან გადანერგილი ორგანო. ეს შეიძლება საჭირო იყოს იტრაციმის დოზის რეგულირებისათვის.

დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს თუ აღგენიშნებათ თმის ცვენის ნიშნები და შეწყვიტეთ იტრაციმით მკურნალობა. თმის დროებითი ან გახანგრძლივებული ცვენა აღწერილი იყო იტრაციმით მკურნალობისას ძალზე იშვიათ შემთხვევებში.  

ბავშვები
არ არის არანაირი გამოცდილება ბავშვების მკურნალობისა იტრაციმით. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც სარგებელი მკურნალობისგან სჭარბობს პრეპარატის გამოყენების მოსალოდნელ რისკს. ეს უნდა გადაწყვიტოს თქვენმა ექიმმა.

ავადმყოფები თირკმლის დარღვეული ფუნქციებით
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ თირკმლის დარღვეული ფუნქცია. ამ შემთხვევაში იტრაციმი შეიძლება გამოყენებულ იქნას სიფრთხილით

ავადმყოფები ღვიძლის დარღვეული ფუნქციებით
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ ღვიძლის დარღვეული ფუნქცია. ამ შემთხვევაში იტრაციმი შეიძლება გამოყენებულ იქნას სიფრთხილით.

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ რაიმე სხვა დაავადება, ალერგია ან იყენებთ გარეგანი გამოყენების მედიკამენტებს (მათ შორის რომელთა ყიდვა შეგიძლიათ თქვენითაც)

ორსულობა ან ძუძუს წოვება 
არ შეიძლება იტრაციმის გამოყენება ორსულობის დროს ( სიფრთხილისათვის იხ. ნაწილი “არ მიიღოთ იტრაციმი”)
არ მიიღოთ იტრაციმი მეძუძურობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან იტრაციმის მცირე რაოდენობა გადადის რძეში.

როგორ მივიღოთ იტრაციმი
მოზრდილები
თუ ექიმი არ გაძლევთ განსხვავებულ დანიშნულებას მიიღეთ იტრაციმი შემდეგნაირად:

კანის სოკოვანი ინფექცია
თმიანი  ან უთმო კანის სოკოვანი ინფექცია:  1 კაფსულა დღეში ორი კვირის მანძილზე. 

კიდურების სოკოვანი ინფექცია: 1 კაფსულა  დღეში ოთხი კვირის მანძილზე.

სხვადასხვა ფერის პიტირიაზი (კანის სოკოვანი დაავადება ყავისფერი ლაქებით ფერმკრთალ კანზე ან ფერმკრთალი ლაქებით მუქ კანზე): 2 კაფსულა დღეში ერთჯერ 1 კვირის მანძილზე;

საშოსა და გარეთა გენიტალიების სოკოვანი დაავადება: კონსულტაციის დღეს 2 კაფსულა მომდევნო ჭამის შემდეგ. Mომდევნო დღეს 2 კაფსულა პირველი ჭამის შემდეგ.

სახარომიკოზი სოკოვანი ინფექცია პირში და ყელში: 1 კაფსულა დღეში 2 კვირის მანძილზე.

ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია: თქვენი ექიმი გადაწყვეტს დაგინიშნოთ ხანგრძლივი თუ ციკლური მკურნალობა. ხანგრძლივი მკურნალობისთვის 2 კაფსულა ერთჯერ დღეში 3 თვის მანძილზე. ციკლური მკურნალობისთვის 2 კაფსულა ორჯერ დღეში 1 კვირის მანძილზე და 3 კვირა შესვენება (=1 ციკლი)  II-V თითების ფრჩხილების სოკოვანი ინფექციებისას კურსი მეორდება ერთჯერ, ხოლო ცერის შემთხვევაში  -  ორჯერ.

II-V თითების ფრჩხილების ინფექციებისათვის მხოლოდ
1 კვირა  2კაფსულა ორჯერ დღეში
2 კვირა  მკურნალობის გარეშე
3 კვირა  მკურნალობის გარეშე
4 კვირა  მკურნალობის გარეშე
5 კვირა  2კაფსულა ორჯერ დღეში
6 კვირა  მკურნალობა დასრულებულია

ცერის ფრხილის სოკოვანი ინფექციისათვის დანარჩენი თითების ინფექციით ან გარეშე
1 კვირა  2კაფსულა ორჯერ დღეში
2 კვირა  მკურნალობის გარეშე
3 კვირა  მკურნალობის გარეშე
4 კვირა  მკურნალობის გარეშე
5 კვირა  2კაფსულა ორჯერ დღეში
6 კვირა  მკურნალობის გარეშე
7 კვირა  მკურნალობის გარეშე
8 კვირა  მკურნალობის გარეშე
9 კვირა  2კაფსულა ორჯერ დღეში
10 კვირა  მკურნალობა დასრულებულია

შინაგანი ორგანოების სოკოვანი ინფექცია: დამოკიდებულია ინფექციის სახეობაზე. 1 კაფსულიდან ერთჯერ დღეში 2 კაფსულამდე ორჯერ დღეში თვეების მანძილზე რამდენიც საჭირო იქნება.

იტრაციმი მიღებული უნდა იქნას სრული ჭამის შემდეგ სითხის მცირე რაოდენობის დაყოლებით.

კუჭში სიმჟავის რაოდენობა უნდა იყოს საკმარისი, რაც ხელს უწყობს იტრაციმის კარგ შეწოვას ორგანიზმში. ამიტომ კუჭის სიმჟავის გამანეიტრალებელი საშუალებები შეიძლება მიღებულ იქნენ იტრაციმის მიღებიდან არა უადრეს 2 საათისა. თუ იყენებთ სიმჟავის დამაქვეითებელ საშუალებებს შეგიძლიათ მიიღოთ იტრაციმი კოლა სასმელებთან ერთად. დამატებით შეეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

იტრაციმის აქტიური სუბსტანცია რჩება კანში 2 – 4 კვირა, ხოლო ფრჩხილებში 6 – 9 კვირა მკურნალობის დამთავრებიდან. Aმის გამო მკურნალობის ოპტიმალური ეფექტი არ აღინიშნება მკურნალობის დამთავრებიდან კვირეებისა და თვეების მანძილზე, ამიტომ არ ინერვიულოთ თუ ვერ ამჩნევთ სწრაფ გაუმჯობესებას და გააგრძელეთ მკურნალობა ექიმის დანიშნულების მიხედვით.
დაწყებული სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა უნდა გაგრეძელდეს იმდენ ხანს რამდენიც დანიშნულია ექიმის მიერ. არ შეცვალოთ დოზა და მკურნალობის ხანგრძლიობა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციის გარეშე.
თუ თქვენ თვლით, რომ მკურნალობის ეფექტი არის ძალზე ძლიერი ან სუსტი მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

იტრაციმის  მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
იტრაციმის მიღებისას შეიძლება გაჩნდეს შემდეგი გევრდითი ეფექტები:

ზოგადი: თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი, მონელების დარღვევა, მეტეორიზმი კანის გამონაყარი.

არაზოგადი: ზემგრძნობელობის რეაქციები, თავბრუსხვევა, ჩხვლეტები, ღებინება, შეკრულობა,
გემოვნების დარღვევა, ღვიძლის ფერმენტების მომატება. ბილირუბინემია (სიმპტომები: გამოფიტვა, ქავილი, სიყვითლე),, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა, გამონაყარი კანზე და შეშუპება.

იშვიათი; სისხლის ანალიზის ცვლილება, მგრძნობელობის დაქვეითება, მხედველობითი დარღვევები, შუილი ყურებში, სუნთქვის შენელება, პანკრეასის ანთება, შარდვის დისკომფორტი, პოლაკიურია ცარიელი სარდის ბუშტით, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან გახანგრძლივება და ცხელება.

კერძო შემთხვევებში აღწერილია მტკივნეული კანქვეშა, კანისა და ლორწოვანის შემსივნებები, რომლებიც გრძელდებიან რამდენიმე დღე,ლიმფური კვანძების შესიება, კალიუმის შემცირება და ლიპიდების მომატება სისხლში, პერიფერიული ნეიროპათია (კიდურების გაბუჟება, ჩხვლეტები და წვის შეგრძნება), მხედველობის დაბინდვა ანდ გაორება, თმის დროებითი ან მუდმივი ცვენა, გულის უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, სიყვითლე, ღვიძლის დისფუნქცია, ღვიძლის მწვავე ტოქსიკოზი (ღვიძლის უკმარისობისა და ფატალური შედეგის ჩათვლით), ზემგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ,  სერიოზული კანის რეაქციები, ასევე კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, უნებლიე შარდვა და ერექტილური დისფუნქცია.

იტრაციმზე ზემგრძნობელობა ძირითადად გამოვლინდება როგორც გამონაყარი კანზე (შეწითლება, ქავილი, ჭინჭრის ციება) სუნთქვის შენელება, სუნთქვის გაძნელება და/ან სახის შეშუპება.

მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ თუ შეამჩნევთ სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს, ზემგრძნობელობას მზის შუქზე, ჩხვლეტებს კიდურებში და სერიოზულ კანის რეაქციებს. უკანასკნელი მოიცავს განსაკუთრებით კანისა ან ლორწოვანი გარსების ბუშტუკებს (მაგ. პირში, თვალზე და გენიტალიებძე), მცირე ჩირქოვან ან დიდი ზომის ბუშტუკებს, რომლებიც მთავრდებიან კანის აქერცვლით. Aმ შემთხვევებში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.

მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ თუ შეამჩნებთ სუნთვის პრობლემებს (სუნთქვის შენელებას), თუ მოულოდნელად იმატებს წონაში, გიშუპდებათ ფეხები, გრძნობთ უჩვეულო დაღლილობას, ან მოულოდნელად და უეცრად იღვიძებთ ღამ-ღამობით, რადგან ესენი შეიძლება იყოს გულის უკმარისობის პირველი ნიშნები.

ღვიძლის ფუნქციების დარღვევამ, თუმცა ძალზე იშვიათად, შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები: მადის დაქვეითება, გულისრევა, პირღებინება, მოულოდნელი ძლიერი დაღლილობა, მუცლის ტკივილი, სიყვითლე, მუქი შარდი, განავლის გაფერმკრთალება. ამ შემთხვევებში თქვენ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს, რადგან ღვიძლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება მიგვიყვანოს სერიოზულ შედეგებამდე.

მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნევთ მხედველობის დარღვევებს (დაბინდვა ან გაორება) ან ყურებში შუილს, ან შარდვაზე კონტროლის დაკარგვას (შარდვის შეუკავებლობა) ან გახშირებულ შარდვას.

თუ გაქვთ თმის ცვენა არ მიიღოთ იტრაციმი და მიმართეთ ექიმს 

თუ თქვენ გაგიჩნდებათ ნებისმიერი სხვა ნიშნები ან დაავადება, რომელიც შეიძლება დაგავშირებული იყოს იტრაციმის მიღებასთან, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან  ფარმაცევტს დაუყოვნებლივ.

დამატებითი ინფორმაცია
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას;
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით და არ შეინახოთ 250-ზე მაღალ ტემპერატურაზე;
არ გამოიყენოთ წამალი კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, 
მკურნალობის დასრულების შემდეგ მედიკამენტები ნებისმიერ დარჩენილ შიგთავსთან ერთად უნდა ჩააბაროთ თქვენს დისპანსერში (ექიმს ან ფარმაცევტს) შემდგომი შენახვისათვის.
თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგცემენ თქვენ შემდგომ ინფორმაციას.
მათ აქვთ დანიშვნის დეტალური ინფოირმაცია.

გაცემის წესი
აფთიაქში, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

სად შევიძინოთ?