იზიფოლი / Izofil
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): quatrefolic
- მწარმოებელი კომპანია: PHARMALUCE
- მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
- გამოშვების ფორმა: 400მკგ N60 კაფსულა
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
![](https://vidal.ge/assets/new/images/ads/benet.jpg)
(6S) Folate (Quatrefolic) 5-მეთილ-ტეტრა-ჰიდრო-ფოლატის გლუკოზამინის მარილი
ფოლატი (ვიტამინი B9) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემისათვის. ფოლატი პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების სინთეზი
რატომ იზიფოლი?
• იზიფოლი -ფოლატის აქტიური ფორმაა, რომელიც ორგანიზმს მიეწოდება მზა ფორმით, არ საჭიროებს ფერმენტულ გარდაქმნას
• იზიფოლს-ახასიათებს მაქსიმალური ბიოშეღწევადობა და ბიოშეთავსებადობა
• იზიფოლი-არ იწვევს არამეტაბოლიზებული ფოლიუმის მჟავის დაგროვებას და მისგან განპირობებულ არასასურველ გვერდით ეფექტებს
• კლინიკური კვლევებით დამტკიცებულია კვატრეფოლიკის IV თაობის ფოლატის (5-მეთილ-ტეტრა-ჰიდრო-ფოლატის გლუკოზამინის მარილი) უპირატესობა მეტაფოლინთან III თაობის ფოლატთან (5-მეთილ-ტეტრა-ჰიდრო-ფოლატის კალციუმი) მიმართებაში.
იზიფოლის ჩვენებები:
• ორსულობამდე და ორსულობის პირველ ტრიმესტრში
• უშვილობის, მორეციდივე აბორტების პროფილაქტიკა
• ნაყოფის ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების პროფილაქტიკა;
• ინსულინრეზისტენტობა
• გესტაციური დიაბეტი
• პრეეკლამფსია
• PCOS პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი
• ფოლიუმდეფიციტური ანემია
• მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია;
• ჰომოცისტეინემია
• მეტაბოლური სინდრომი
• მენოპაუზა
• საშვილოსნოს ყელის დისპლაზია
• ათეროსკლეროზი
• ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტებით ხანგრძლივი მკურნალობა;
• კარდიოვასკულარული დაავადებების რისკი