Plasmon
ჯოინთ ბენე / ჯოინთ ბენე

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Bene pharm
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი N60
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

1 ტაბლეტის შემადგენლობა:
გლუკოზამინის სულფატი 500 მგ, ქონდროიტინის სულფატი 50 მგ, ქოლეკალციფეროლი 400 სე/10 მკგ, კოლაგენი 150 მგ, D-ალფა ტოკოფეროლი (ვიტამინი E) 20 მგ, თუთიის ოქსიდი 5 მგ, მაგნიუმის ოქსიდი 2 მგ.

 

მოქმედება:
ჯოინთ ბენეს მეცნიერულად შემუშავებული ფორმულა ხელს უწყობს ძვლების სიჯანსაღეს, განსაკუთრებით კი ხრტილის. ინგრედიენტების ერთობლიობა ავლენს რეგენერაციულ, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიურ ეფექტს, ხელს უწყობს ართროზის და ოსტეოპოროზის პრევენციას და მკურნალობას. კოლაგენი წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის, მათ შორის ხრტილის, ძვლების, ლიგატების, მყესების და კანის მთავარ სტრუქტურულ პროტეინს. გლუკოზამინი ამარაგებს დაზიანებულ სახსრებს ე.წ. საშენი მასალით, ასევე ჩართულია კანის, ხმის იოგების, ფრჩხილების, ძვლების, თვალების და გულის სარქველების რეგენერაციის პროცესში. ქონდროიტინი ამცირებს ძვლის რეზორბციას კალციუმის დაკარგვის შემცირების ხარჯზე. ასტიმულირებს სასახსრე ხრტილის რეგენერაციას, მონაწილეობს სასახსრე კაფსულის და სახსრების ხრტილოვანი ზედაპირის აღდგენაში. მიკრონუტრიენტები და ვიტამინები, ვიტამინების/ანტიოქსიდანტების ჩ და E, ვატამინი D ჩათვლით უნარჩუნებს ძვლებს სიძლიერეს. 

 

დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებში და მოზარდებში 14 წლიდან: 2 ტაბლეტი დღეში ერთხელ საკვებთან ან ცივ სითხეებთან ერთად.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულობისა და ლატაციის პერიოდში

მიღებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. საკვები დანამატები არ ანაცვლებს ბალანსირებულ, მრავალფეროვან დიეტას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.

 

დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა 516,8 მგ, მაგნიუმის სტეარატი 50 მგ.

ინახება მშრალ, გრილ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250c ტემპერატურაზე.
მოარიდეთ ბავშვებს.

არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებსმ დამატკბობლებს, არომატიზატორებს, მარილს, შაქარს, გლუტენს, თხილს, ლაქტოზას, კონსერვანტებს.

სად შევიძინოთ?